ჭდე: ჯიჯი ბუფონი

Home ჯიჯი ბუფონი
ფესტივალი სახელად ჯიჯი
ჩანაწერი

ფესტივალი სახელად ჯიჯი

ეს უკვე ნამდვილი ფესტივალია – ოცწლიანი განშორების შემდეგ „პარმაში“ დაბრუნებით ჯანლუიჯი ბუფონმა კიდევ ერთხელ მოინადდირა „ენიო ტარდინი“. ჯიჯის პრეზენტაციაზე დასასწრები 1000 ბილეთი რამდენიმე წუთში გაიყიდა და რამდენიმე ათეული ათასიც კარგად გასაღდებოდა. ბუნებრივია, ბუფონის ამ ნაბიჯის სარჩული უფრო ემოციურ-რომანტიკულია, ვიდრე სპორტული. „მე ყოველთვის ინსტიქტებით ვცხოვრობდი და ვცხოვრობ. ახლა გულმა მიკარნახა და ვბრუნდები სახლში, სადაც უამრავი მეგობარი...

ჯიჯი მიდის და რჩება
ჩანაწერი

ჯიჯი მიდის და რჩება

ლეგენდარულმა ჯიჯი ბუფონმა სეზონის დასრულების შემდეგ „იუვენტუსიდან“ წასვლის შესახებ გამოაცხადა. 43 წლის მეკარე ასეთივე კატეგორიული არ ყოფილა ზოგადად საფეხბურთო კარიერის დასრულების საკითხში. „სეზონის ბოლოს „იუვედან“ წავალ. ჩემი კარიერის ეს ციკლი დასრულებულია, თუმცა არ გამოვრიცხავ, სხვაგან გავაგრძელო თამაში“, – თქვა ბუფონმა. შეგახსენებთ, რომ ჯიჯი ტურინულ კლუბში 2001-2018 წლებში თამაშობდა, მერე ერთი წლით პსჟ-ში გადაბარგდა და 2019-ში...

ნოიერი ბუფონს ორი თავით სჯობიაო
ჩანაწერი

ნოიერი ბუფონს ორი თავით სჯობიაო

წარსულში მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო მეკარე იენს ლემანმა ისეთი განცხადება გააკეთა, თუ ბევრს არ გადაიმტერებს, კამათის იშტაზე მაინც მოიყვანს. „შედარებაზე საუბარიც არ შეიძლება იყოს. მანუელი, სულ მცირე, ორი თავით აღემატება ჯიჯის. გერმანული ბუნდესლიგა, ინგლისური პრემიერლიგა და ესპანური პრიმერა ცალსახად აღემატებიან იტალიურ სერია A-ს. უკვე ისიც კი სადავოა, ჰყავს თუ არა იტალიურ ფეხბურთს საუკეთესო მცველები და მეკარეები,...

ბუფონი – 1100!
ჩანაწერი

ბუფონი – 1100!

სამშაბათს ტურინის „იუვენტუსმა“ ქვეყნის თასის პირველ ნახევარფინალურ შეხვედრაში სტუმრად „ინტერს“ 2:1 მოუგო. გამარჯვებულთა კარს ჯანლუიჯი ბუფონი იცავდა, რომლისთვისაც ეს მატჩი პროფესიულ კარიერაში 1100-ე იყო. ჯიჯის ზღაპრული კარიერა 1995 წელს დაიწყო. გასული 26 წლის განმავლობაში მან 679-ჯერ „იუვეს“, 220-ჯერ „პარმას“, 25-ჯერ პსჟ-ს და 176-ჯერ იტალიის ნაკრების ღირსება დაიცვა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა სანაკრებო კარიერა 2018 წელს...

ჯიჯიმ ბალოტის გახედა
ჩანაწერი

ჯიჯიმ ბალოტის გახედა

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი 28 იანვარს 43 წლის გახდება. მიუხედავად ასაკისა, ჯიჯი სულაც არ ფიქრობს კარიერის დასრულებაზე და ტურინულ კლუბთან კონტრაქტის ერთი წლით გახანგრძლივებას აპირებს. თუ ასე მოხდა, ბუფონს შანსი ექნება რომის „ლაციოს“ ექს-მეკარის, მარკო ბალოტის რეკორდი დაამხოს და გახდეს სერია А-ს ყველაზე ხანდაზმული მეკარე. ბალოტიმ კარიერა მაშინ დაასრულა, როცა 44 წლის, ერთი თვისა...

ჩანაწერი

მესიმ 160 მეკარეს ლუდი უკისრა

2020 წლის 22 დეკემბერი ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. ლეო მესიმ „ვაიადოლიდს“ გაუტანა და ეს მის მიერ „ბარსელონას“ მაისურით გატანილი 644-ე გოლი იყო. ამდენი ერთი გუნდის სახელით ჯერ არავის გაუტანია. წინა რეკორდი 643 გოლი იყო, რომელიც თვით პელემ გაიტანა ბრაზილიურ „სანტოსში“ გატარებული 18 წლის განმავლობაში. ამ მოვლენის აღსანიშნავად კომპანია „ბუდვეიზერმა“ ლეოს თხოვნით სპეციალური საკოლექციო ლუდი მოხარშა....

ჩანაწერი

იუვეს შავი სამშაბათი

არცთუ კარგი განწყობით ხვდებიან კათოლიკურ შობას ტურინის „იუვენტუსში“. მორიგ ტურში „ფიორენტინასთან“ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ტურინში უკვე იცოდნენ: იტალიის ოლიმპიური კომიტეტის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა სპორტულ-საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება „იუვე“ – „ნაპოლის“ ოქტომბრის შეხვედრაში ტურინელთათვის ტექნიკური გამარჯვების მიკუთვნების შესახებ… მაშინ საქმეში კორონავირუსი ჩაერია. „ნაპოლის“ ჩამორთმეული საჯარიმო ქულა დაუბრუნეს, მატჩი კი მოგვინებით შედგება. მერე კი იყო დამამცირებელი...

ჩანაწერი

ჯიჯი ლოგიკის წინააღმდეგ

„ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრის შედეგი ცოტა მოულოდნელი კი იყო, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვისაც რეპორტაჟი არ უნახავს. „ბარსას“ ცუდად არ უთამაშია. მხოლოდ მესიმ 11-ჯერ დაარტყა კარში. აქედან 7 დარტყმა კარის ჩარჩოში წავიდა, მაგრამ შვიდივე ჯიჯი ბუფონის ნადავლი გახდა. 43 წლის გოლკიპერმა ისე იფრინა, მესი ხუმრობით მატჩის მსვლელობისასვე სთხოვდა მაისურს. არადა, ჩემპიონთა ლიგაში 2003 წლის შემდეგ არ...

რონალდუმ ყველას დააფარა
ჩანაწერი

რონალდუმ ყველას დააფარა

კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის“ გასახდელში სერიოზული სკანდალი მოაწყო. საქმე იმაშია, რომ გუნდის ორ თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდა. ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა, ფეხბურთელები კლუბის სასტუმროშივე გადაეყვანა კარანტინზე, რომელიც იქვე, საწვრთნელ ბაზასთან მდებარეობს. არადა, იმ მომენტში ფეხბურთელებს ორ-ორ ტესტზე ჰქონდათ მიღებული უარყოფითი პასუხი, იტალიური ჯანდაცვის პროტოკოლი კი სამ ტესტს ითვალისწინებს. თუ კარანტინში დარჩებოდა, რონალდუს ესპანეთთან პორტუგალიის ნაკრების ამხანაგური მატჩი უნდა გამოეტოვებინა...

ანდრეა პირლო – იუვეს ახალი მწვრთნელი
ჩანაწერი

ანდრეა პირლო – იუვეს ახალი მწვრთნელი

მაურიციო სარის წასვლის შემდეგ ტურინის „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელის კანდიდატურაზე ყველაზე აქტიურად მაურისიო პოჩეტინო, სიმონე ინძაგი და ზინედინ ზიდანი განიხილებოდნენ. ასევე აქტიურად დაირხა ხმები მაქს ალეგრისთან დაკავშირებით. მხოლოდ აქა-იქ თუ წავიკითხავდით ანდრეა პირლოზე, რომელიც სულ რამდენიმე დღის წინ „იუვეს“ 23 წლამდე გუნდის თავკაცად დაინიშნა და… „იუვემ“ რისკიანი ნაბიჯი გადადგა – 41 წლის პირლო, ვინაც ახლახანს აიღო...