„ჯენოასა’’ და „ინტერის’’ ფანებმა „სტადიო ლუიჯი ფერარისზე’’ იჩხუბეს. საქმეში პოლიციას მოუხდა ჩარევა. მილანელებმა 2:1 მოიგეს, თამაშამდე კი დიდი არეულობა იყო, ავტომობილები იწვოდა. ხელისუფლებამ ხულიგნების დასაშოშმინებლად სპეცრაზმი გამოიყენა. იტალიური „სქაი სპორტი’’ იტყობინება, რომ მასპინძელმა გულშემატკივრებმა სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ადგილას შეჯგუფებულ სტუმრებს სხვადასხვა ნივთი დაუშინეს. ჯაბანნი არც მილანელები აღმოჩნდნენ, ტიხარი გაანგრიეს და მოდით, რა ბიჭები ხართ გვაჩვენეთო...
ჭდე: ჯენოა
როგორ შეაფასეს გოგლიჩიძის თამაში?
„ჯენოამ’’ წაუგებელი სვლა განაგრძო, საახალწლოდ სტუმრად დაამარცხა საბა გოგლიჩიძის „ემპოლი’’ – 2:1 და 18 ტურის შემდეგ გაუტოლდა კიდეც მას. ახლა ორივე გუნდს 19 ქულა აქვს და ცხრილში მე-12 და მე-13 ადგილებზე არიან. გოგლიჩიძე თავიდან კარგად თამაშობდა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისში, 46-ე წუთზე, წამით მოადუნა ყურადღება, რასაც „ემპოლის’’ საჯარიმოში არეულობა მოჰყვა. იმავე ეპიზოდში, რამდენიმე წამში, საბამ...
კონტე მეორე ტაიმმა გააბრაზა
„ნაპოლიმ’’ გენუაში „ჯენოა’’ 2:1 დაამარცხა. ანგარიში ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ გახსნა, შემდეგ ამირ რაჰმანიმ მეორე გოლი გაიტანა, შესვენების შემდეგ კი ანდრეა პინამონტიმ სხვაობა შეამცირა. უნდა ითქვას, რომ ნეაპოლელთა გამარჯვებაში დიდი როლი ითამაშა იღბალმა, რადგან მასპინძლებმა რამდენიმე გვარიანად სახიფათო მომენტი შექმნეს, მაგრამ გოლი ვერ გაიტანეს. ხვიჩა კვარაცხელია მოედანზე 73-ე წუთზე შევიდა და რამდენჯერმე თამაშის გამწვავება სცადა. მატჩის...
კვარა გენუაში მიჰყავთ
ნეაპოლში, კასტელ ვოლტურნოს ბაზაზე, გენუაში გამგზავრების წინ „ნაპოლის’’ თავკაცმა ანტონიო კონტემ პრეს-კონფერენცია გამართა. „დიდი მიზნის მისაღწევად მოკლე გზები არ არსებობს. საჭიროა მხოლოდ ოსტატობის ამაღლება. 16 ტურის შემდეგ 35 ქულა იმას ნიშნავს, რომ გუნდში კარგი სამუშაო ჩატარდა და დიმაროს შეკრებიდან მოყოლებული ყველა ასპექტში დიდი პროგრესი გვაქვს’’, – თქვა „აძურის’’ თავკაცმა, რომელსაც ჰკითხეს, თუ რა შემადგენლობით აპირებს...
კვარაცხელიას დღესაც დააკვირდებიან და გადაწყვეტენ
ალესანდრო ბონჯორნოს ტრავმა „ნაპოლის’’ მწვრთნელისთვის ანტონიო კონტესთვის რასაკვირველია დიდი დარტყმა იყო, სამაგიეროდ ხვიჩა კვარაცხელიას გამოჯანმრთელების საქმე მიდის კარგად. „სქაი სპორტის’’ ცნობით ქართველმა გუშინ უკვე გუნდთან ერთად ივარჯიშა და ყველაფერმა კარგად ჩაიარა ― ნატკენი კუნთი არ გამიზეზებია. კლუბის ექიმები და კონტე კვარაცხელიას დღეს კიდევ დააკვირდებიან და იმის მიხედვით გადაწყვეტენ წაიყვანონ თუ არა გენუაში, სადაც „ნაპოლი’’ შაბათს,...
მაცარიმ გატეხილი თოჯინა ბოლომდე დაამტვრია
გთავაზობთ პორტალ ilnapolista-ს ჟურნალისტის არმანდო დე მარტინოს რამდენიმე აბზაცად ჩამოწერილ მოსაზრებებს „ნაპოლისა” და „ჯენოას” 1:1 დამთავრებული შეხვედრის შესახებ: ვალტერ მაცარიმ იმდენჯერ აურია კარტი, იმდენჯერ გადააწყო-გადმოაწყო ქაღალდი, რომ წარუმატებლად დაწყობილი პასეანსის თვლა აერია. მან ისედაც დამტვრეული სათამაშო ბოლომდე დაამტვრია. ამას ფრანგი არ სჯობდა? ერთადერთ კაცი, რომელსაც ამ შეხვედრაში გამოკვეთილი ჰქონდა ორიენტირი და ბურთს საჯარიმოში აწვდიდა იყო...
ოსიმენი დაიღალა
„ნაპოლის” მწვრთნელებმა ვიქტორ ოსიმენი „ჯენოასთან” დღევანდელი შეხვედრის განაცხადში არ შეიყვანეს. ის „ნაპოლის” მაისურით მოედანს ოთხშაბათს, „ბარსელონასთან” ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში დაუბრუნდება. ის, რომ ოსიმენი სერია A-ს შეხვედრაში არ ითამაშებდა ცხადი პარასკევს გახდა, როდესაც ნიგერიელმა გუნდისგან დამოუკიდებლად, ინდივიდუალურად ივარჯიშა. ოსიმენი „ბარსელონასთან” შეხვედრამდე მოედანზე რომ არ გამოჩნდება, „სქაი სპორტის” გადაცემაში ერთ-ერთმა მწვრთნელმა მასიმო უგოლინიმაც დაადასტურა. „ვიქტორ ოსიმენი დღევანდელი...
ორივე მეკარე გააგდეს
„მილანი” გენუაში შეხვედრის ბოლოს, 87-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით სერია A-ს ცხრილიში პირველ ადგილზე გადავიდა. გოლი, რომელიც კრისტიან პულიშიჩმა შეაგდო ამ შეხვედრაში ერთადერთი იყო. ეპიზოდი VAR-მა შეამოწმა, მაგრამ დაადგინა, რომ პულიშიჩს ბურთისთვის ხელი არ შეუხია. „როსონერის” ბრწყინვალედ ნამდვილად არ უთამაშია, მაგრამ მეტწილად მოსაწყენი ფეხბურთი საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მილანელებს 21 ქულა დაეგროვებინათ და 19-ქულიანი „ინტერის”...
თუმცა ეს ვერავინ გაიგო
იტალიური მედია კვლავ „ჯენოასა” და „ნაპოლის” 2:2-ს უტრიალებს. ბევრი პორტალი ყოველი მატჩის შემდეგ ფეხბურთელებს ქულებს უწერს. გავლენიანი „კორიერე დელო სპორტი” შეფასებას პატარა ტექსტებსაც აყოლებს. ვფიქრობთ, საინტერესოა როგორ შეაფასა რომაულმა გაზეთმა გენუაში ნეაპოლელთა მწვრთნელის რუდი გარსიას და ხვიჩა კვარაცხელიას მოქმედებანი. გარსია – 5 მწვრთნელი ზედიზედ მეორე დამარცხებისგან მხოლოდ მისი ფეხბურთელების ნიჭმა იხსნა. მის ხელში ჩვენ ვიხილეთ...
კვარაცხელიას ჟესტი
იტალიური, კერძოდ ნეაპოლური მედია „ჯენოასა” და „ნაპოლის” ფრედ (2:2) დასრულებული შეხვედრის შემდეგ ყურადღებას ამახვილებს იმ ეპიზოდზე, როდესაც რუდი გარსიამ ხვიჩა კვარაცხელია ალესიო ძერბინით შეცვალა. ეს თამაშის 89-ე წუთზე მოხდა. ტელეკამერამ ქართველი გარემარბის უკმაყოფილო სახე დააფიქსირა. tuttonapoli ამას კვარაცხელია vs გარსია უწოდა. პორტალი წერს: „ქართველი გაკვირვებული დარჩა, როდესაც 90-ე წუთზე ის შეცვალეს და მის მაგივრად მოედანზე...









