ჭდე: წყალბურთი

Home წყალბურთი
დინამოს ამოასხა
ჩანაწერი

დინამოს ამოასხა

წყალბურთელთა ჩემპიონთა ლიგაში თბილისის „დინამოსა“ და სპლიტს „იადრანის“ მატჩის დასრულებამდე 44 წამით ადრე ანდრია ბითაძემ გოლი შეაგდო და დედაქალაქურ გუნდს ტურნირში პირველი გამარჯვება მოუტანა – 12:11. აქამდე ბოლო ადგილზე მყოფი უქულო „დინამომ“ მის წინ მდგომ ხორვატულ გუნდს კი მოუგო, მაგრამ ამით არაფერი შეცვლილა – ჩვენი გუნდი წინ ვეღარ წაიწევს. ბოლო ტურში კი, ასევე უმოტივაციო „ოლიმპიაკოსს“...

პირველად: ერთად საქართველო და მსოფლიო!
ჩანაწერი

პირველად: ერთად საქართველო და მსოფლიო!

ისტორიაში საქართველოს გუნდური სახეობის წარმომადგენლები მსოფლიო ჩემპიონატზე ითამაშებს. უკრაინაში შეჭრის გამო რუსეთს სპორტის თითქმის ყველა სახეობაში მონაწილეობა აკრძალული აქვს. გამონაკლისი არც წყალბურთი ყოფილა, რუსეთი კი რეიტინგში მისმა მომდევნო გუნდმა ჩაანაცვლა, ანუ საქართველომ, რომელიც 18 ივნისიდან უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიოს ჩემპიონატზე იასპარეზებს. მედლებისთვის ბრძოლაში 16 ნაკრები ჩაებმება, რომლებიც წილისყრით ოთხ ჯგუფში გადანაწილდნენ. A ჯგუფი: უნგრეთი, ბრაზილია,...

საქართველო პირველით გავიდა
ჩანაწერი

საქართველო პირველით გავიდა

2022 წლის ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფის ბოლო მატჩში საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა 18:16 დაამარცხა სლოვაკეთი და პირველი ადგილი დაიკავა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრები კაი ხანს სოლიდურ უპირატესობას ფლობდა და 4-5 ბურთით იგებდა, მესამე მეოთხედის მიწურულს სიტუაცია მაინც დაიძაბა. სლოვაკებმა 8-წუთიანი მონაკვეთი 6:3 მოიგეს და სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს, თუმც დეიან სტანოევიჩის გუნდმა ბოლო მეოთხედში სლოვაკებს...

საქართველო ევროპაზეა
ჩანაწერი

საქართველო ევროპაზეა

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა ზედიზედ მეხუთედ მოიპოვა ევროპის ჩემპიონატის საგზური. ეს ამბავი თბილისში გადაწყდა, სადაც ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფში ოთხმა გუნდმა მოიყარა თავი. მათგან ორი საუკეთესო კი ევროპირველობაზე გავიდა – ესენი საქართველოსა და სლოვაკეთის ნაკრებები არიან. სლოვაკეთმა დღეს ბელარუსს 19:8 მოუგო, ხოლო საქართველომ 22:1 პოლონეთი დაამარცხა. ბოლო ტურში საქართველო და სლოვაკეთი ერთმანეთში ითამაშებენ და ჯგუფის...

საქართველო ევროპისკენ გაქანდა
ჩანაწერი

საქართველო ევროპისკენ გაქანდა

თბილისი, წყალბურთში ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის ჯგუფურ ეტაპს მასპინძლობს. საქართველოს დედაქალაქში თავი მასპინძლების გარდა სლოვაკეთის, ბელარუსისა და პოლონეთის ნაკრებებმა მოიყარეს. ამათაგნ ორი საუკეთესო ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. პირველ ტურში ქართველმა წყალბურთელებმა ბელარუსები 25:5 გაანადგურეს. ჩვენი გუნდი პირველივე მეოთხედის შემდეგ 7:1 დაწინაურდა და მატჩის გამარჯვებულის ვინობა გარკვეული იყო. საქმე ის გახლდათ, მოიგებდა თუ არა ჩვენი გუნდი უფრო...

დინამომ ლიგა წყალს გაატანა
ჩანაწერი

დინამომ ლიგა წყალს გაატანა

თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა წყალში ჩაყარა შრომა და ჩემპიონთა ლიგის რვა საუკეთესო გუნდში ვერ მოხვდა. არადა, ძალიან ახლოს იყო. „ვასპო ჰანოვერთან“ შეხვედრაში, თანაბარი პირველი ტაიმის შემდეგ (3:3), მესამე მეოთხედში თბილისის გუნდმა კარგად ითამაშა და ბოლო პერიოდს ორბურთიანი ჰანდიკაპით შეხვდა – 6:4. ეს ანგარიში დამშვიდების საშუალებას არ იძლეოდა, რადგან ფრე მეტოქეს ჰყოფნიდა, მაგრამ არც ისეთი ანგარიში...

დინამომ რვისკენ გაიწია
ჩანაწერი

დინამომ რვისკენ გაიწია

თბილისის „დინამოს“ შანსი აქვს ჩემპიონთა ლიგის რვა საუკეთესოს შორის მოხვდეს. ეს შანსი იმის შემდეგ გაჩნდა, რაც სტანოიევიჩის გუნდმა ჯგუფური ეტაპის მე-3 წრის მატჩი მონტენეგროს „ჰერცეგ ნოვის იადრანს“ – 13:10 მოუგო. ეს დინამოელთა მეორე გამარჯვებაა 2020-21 წლების სეზონში, ჩვენებმა ორივე იადრანს მოუგეს. თავიდან თანაბარი თამაში მიმდინარეობდა, გადამწყვეტი გამოდგა მესამე მეოთხედი, სადაც „დინამოს“ უპირატესობა უკვე აშკარა იყო...

საქართველომ ნიდერლანდები ვერ გაიარა
ჩანაწერი

საქართველომ ნიდერლანდები ვერ გაიარა

საქართველოს წყალბურთის ნაკრებმა ტოკიოს ოლიმპიური თამაშების კვალიფიკაციის ჯგუფურ ეტაპზე დიდი მოლოდინი გაგვიჩინა. თუმცა, ეს მოლოდინი მეხუთე ადგილისთვის თამაშების პირველივე დღეს ნიდერლანდებთან წყალში ჩაიყარა. ვერ ვიტყვით, რომ ჩვენი გუნდი გატეხილი იყო იმ ფაქტით, რომ ტოკიოში თამაშის უფლება ვერ მიიღეს – ამას არავინ ითხოვდა, მაგრამ მასპინძლებთან უკეთეს თამაშს ნამდვილად ველოდით. ნიდერლანდელებმა პირველი პერიოდში იმხელა უპირატესობა მიიღეს, რომ...

6:18 იტალიასთან
ჩანაწერი

6:18 იტალიასთან

ბუდაპეშტში წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს ნაკრები ტურნირის ერთ-ერთ ფავორიტს – იტალიას შეხვდა. სამწუხაროდ, იტალიელებმა ჩვენი ნაკრები ოთხივე მეოთხედში დაამარცხეს – 1:4; 2:3; 3:5; 0:6, საბოლოოდ კი თამაში 6:18 დასრულდა. თუმცა ისიცაა, რომ ჩვენი ნაკრები პლეი ოფში უკვე გასულია და ამდენად ამ მატჩს ნაკლები სატურნირო დატვირთვა ჰქონდა. ქართველთა მხრიდან გოლები გაიტანეს: მაგრაქველიძე – 2; რურუა – 1;...