კონფერენციის ლიგის გათამაშებაში „აპოლომ“ ჯგუფური ეტაპი სამი ფრის შემდეგ, ფრანგულ „მონპელიესთან“ 20:13 მოგებით დაასრულა, მაგრამ ეს ფლეი ოფში გასასვლელად საკმარისი არ გამოდგა. „აპოლომ“ პირველი მეოთხედი 5:3 მოიგო, რის შემეგ უპირატესობას მეთოდურად ზრდიდა და საბოლოოდ, შვიდი ბურთით იმარჯვა. ამ მოგებით შვიდი ქულა გაუხდა და გაირკვა, რომ ხუთგუნდიან, C ჯგუფში მესამე ადგილზე გავიდა. არადა, ძირითად დროში თამაში...
ჭდე: წყალბურთი
აპოლო პენალტებში დამარცხდა
წყალბურთელთა კონფერენციის ლიგაში „აპოლომ“ ძირითად დროში მესამე ფრე ითამაშა და პენალტების სერიაში მეორედ წააგო. ჩვენი გუნდი ამჯერად იტალიურ „დე აკერთან“ დამარცხდა – 15:16 და ჯგუფიდან გასვლა გაირთულა. არადა, მოსაგები თამაში იყო: პირველი მეოთხედში 5:3 წავიყვანეთ, მაგრამ ეს უპირატესობა მეორე მეოთხედში გავანიავეთ და დიდ შესვენებაზე გუნდები თანაბრად გავიდნენ – 7:7. კარგი გვქონდა მესამე მეოთხედიც და 10:8...
აპოლოს სენსაცია ჩაუშალეს
დაიწყო წყალბურთელთა კონფერეს ლიგა, სადაც ორი ქართული გუნდი გამოდის – თბილისის „აპოლო“ და „დინამო“. „აპოლო“ C ჯგუფშია, სადაც მეტოქედ უნგრული „ჰონვედი“ ჰყავდა და გამარჯვებასთანაც ახლოს იყო. თუმცა, საბოლოოდ, პენალტებში 19:20 დამარცხდა. „აპოლომ“ კარგად დაიწყო და მეორე მეოთხედის მიმდინარეობისას ორჯერ ოთხი ბურთით დაწინაურდა, დიდ შესვენებაზე კი, სამბურთიანი ჰანდიკაპით გავიდა. ბოლო ნაწილი უნგრელებმა უკეთ ჩაატარეს: მესამე მეოთხედში...
წყალბურთელთა მარტივი გამარჯვება
საქართველოს ნაკრებმა წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი გამარჯვებით დაიწყო – ჩვენმა გუნდმა ბულგარეთს 41:10 მოუგო. ანგარიშიდანაც ჩანს, რომ მატჩის პერიპეტიებზე საუბარს აზრი არ აქვს – საქართველოს ნაკრების უპირატესობა თვალსაჩინო იყო. გეტყვით იმას, რომ საქართველოს დედაქალაქში თავი ჩვენი გუნდის გარდა, ისრაელის, შვეიცარიისა და ბულგარეთის ნაკრებებმა მოიყარეს. ჯგუფში ორი საუკეთესო გუნდი ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს. ჩვენივე ჯგუფში ისრაელმა...
იაპონიამ საქართველო სუპერფინალში არ გაუშვა
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებმა მსოფლიო თასის სუპერფინალში გასვლა ვერ მოახერხა. საკვალიფიკაციო ეტაპზე საკის კეჩაგიასის გუნდმა გადამწყვეტი მატჩი იაპონიასთან წააგო – 18:19. თამაში ცუდად დავიწყეთ. პირველი ტაიმში ვაგებდით, ერთხელ სამი ბურთით ჩამოვრჩით, ორჯერ – ორით, მაგრამ გათანაბრებას ვახერხებდით, ბოლო წუთზე სულაც წინ გავედით – 8:7. თუმცა, ტაიმი მაინც ფრედ მორჩა. დიდი შესვენების შემდეგ 9:8 დავწინაურდით, მაგრამ შემდეგ...
დინამომ შვიდივე ააცილა…
თბილისის „დინამოს“ წყალბურთელთა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეშვიდე მატჩი წააგო. საქართველოს ჩემპიონმა იტალიურ „პრო რეკოს“ უმასპინძლა და 3:13 დამარცხდა. „პრო რეკო“ მსოფლიო წყალბურთის ერთ-ერთი გრანდია და ეს გასაკვირიც არ ყოფილა. იტალიელებმა უპირატესობა მატჩის დასაწყისშივე მოიპოვეს და საქმე ისე მიიყვანეს ბოლომდე, პრობლემები არ შექმნიათ. პირველი მეოთხედი აპენინელებმა 3:0 მოიგეს, შემდეგ კი, უპირატესობას მეთოდურად ზრდიდნენ. „დინამო“ 7...
დინამო თბილისი ჩემპიონთა ლიგას იწყებს
წყალბურთელთა შორის 2022/23 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის ძირითადი ტურნირის 16 საუკეთესო გუნდი ორ ჯგუფში გადანაწილდა და საპრიზო ადგილებისთვის ბრძოლას 15 ნოემბერს დაიწყებს. A ჯგუფი: „პრო რეკო“ (იტალია), „ბარსელონეტა“ (ესპანეთი), „ვასპო ჰანოვერი“ (გერმანია), „რადნიჩკი“ (სერბეთი), „დინამო თბილისი“ (საქართველო), „ოლიმპიაკოსი“ (საბერძნეთი), „ვულიაგმენი“ (საბერძნეთი), „იადრანი“ (ხორვატია). B ჯგუფი: „ნოვი ბელგრადი“ (სერბეთი), „ფერენცვაროში“ (უნგრეთი), „მარსელი“ (საფრანგეთი), „იუგი“ (ხორვატია), „საბადელი“...
უკეთაც შეიძლებოდა…
საქართველოს წყალბურთელთა ნაკრებს ჩინებული შანსი ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატზე მეცხრე ადგილი დაეკავებინა, მაგრამ კარგად დაწყებულ მატჩში მერედამერე აურია და 15:16 დამარცხდა. პირველი მეოთხედის შემდეგ ჩვენი გუნდი 6:3 დაწინაურდა, მეორეს დასაწყისში სხვაობა კიდევ ერთი ბურთით გაზარდა და… ტაიმი 9:10 წავაგეთ. ამის შემდეგად იყო შანსი მოგვეგო. განსაკუთრებით იმ ფონზე, რომ მეკარე კარგად ირჯებოდა და რამდენჯერმე გადაგვარჩინა და მეტოქე...
გართულებული ფლეი ოფი
ბუდაპეშტში მიმდინარე წყალბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მეორე მატჩი გამართა და მცირე სენსაციასთან ახლოს იყო. დეიან სტანოევიჩის გუნდი ჩერნოგორიას ეთამაშა და 9:10 დამარცხდა. მეტოქე უპირობო ფავორიტად ითვლებოდა და პირველი მეოთხედის შემდეგ სოლიდურადაც იგებდა 4:1. მეორე მეოთხედში ყველაფერი საჩვენოდ იყო – მეკარე, ძელი, ღმერთი და ანგარიშიც გათანაბრდა – 4:4. საქართველოს ნაკრების მეკარე ნიკოლოზ შუბლაძემ ყველაფერი მოიგერია,...
დინამომ ოლიმპიაკოსი დატოვა
თბილისის „დინამოს“ წყალბურთელებმა ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. ჩვენებმა ამჯერად ბერძნულ „ოლიმპიაკოსს“ 14:13 აჯობეს და ოთხეულში მოხვედრის შანსი გადაუწურეს. მთელი მატჩის განმავლობაში „დინამო“ მუდმივად წინ იყო. ორი მეოთხედის შემდეგ ჩვენები სამი ბურთითაც იგებდნენ, მაგრამ ბერძნებმა მესამე პერიოდში სხვაობა მინიმუმამდე დაიყვანეს და მოგების შანსი შეინარჩუნეს. თუმცა, „დინამომ“ ბოლო წამებზე მაინც მოახერხა და ბოლო რვაწუთეულს ორბურთიანი...









