დღეს ჩემპიონთა ლიგაში ფრანგული დერბია, „ბრესტი’’ „პარი სენ ჟერმენს’’ მასპინძლობს. პარიზელთა თავკაცმა ლუის ენრიკემ თქვა, რომ „ბრესტთან’’ თამაში რთულია. ამ სიტყვებზე კომენტარი ბრესტელთა მწვრთნელს ერიკ რუას სთხოვეს. „თუკი ჩვენთან თამაში რთულია, მაშინ „პარი სენ ჟერმენთან’’ თამაშზე რაღა უნდა ითქვას? – უპასუხა რუამ, – დღეს ჩვენ იმ სამყაროში არ ვცხოვრობთ, რომელშიც „პარი სენ ჟერმენია’’. დააკვირდით ამ...
ჭდე: ჩემპიონთა ლიგა
საფრანგეთში მდიდრდები მდიდრდებიან
საფრანგეთში მდიდარ და რიგით საფეხბურთო კლუბებს შორის სხვაობა იზრდება. შემოსავლებზე, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დაძლევისთვის „ლილმა’’ და „ბრესტმა’’ მიიღეს (პსჟ ისედაც მდიდარია და შეგვიძლია მასზე აღარაფერი ვთქვათ), დანარჩენ კლუბებს არც დაესიზმრებათ. „ლილი’’ ჯგუფური ეტაპის ცხრილში მე-7 ადგილზე გავიდა (ლიგა 1-ში მეექვსეზეა), „ბრესტი’’ მეთვრამეტეზე (ლიგა 1-ში მერვეა), ხოლო პსჟ მეთხუთმეტეზე (ლიგა 1-ს ლიდერობს). შედეგად, „ლილი’’...
პეპი ფლეი-ოფში გავიდა და ისევ ცხვირი გაიფხაჭნა
პეპ გვარდიოლა ისევ თავის კაწვრაში შეამჩნიეს – მისი „მანჩესტერ სიტი’’ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურის შეხვედრაში „ბრიუგესთან’’ პირველ ტაიმში 0:1-ს აგებდა, რის გამოც კატალონიელმა მწვრთნელმა ინერვიულა. ფლეი-ოფში გასასვლელად „სიტის’’ ბელგიურ გუნდთან აუცილებლად უნდა მოეგო, მაგრამ სტუმრების ნიგერიელმა თავდამსხმელმა 23 წლის რაფაელ ონიედიკამ პირველი ტაიმის მიწურულს, 45-ე წუთზე გოლი შეაგდო. ამ ამბავმა 54 წლის მწვრთნელი...
კვარას ჩემპიონთა ლიგაში ბრესტი ან მონაკო შეხვდება
ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენჟერმენმა’’ სტუმრად მოუგო „შტუტგარტს’’ 4:1, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის საერთო ცხრილში მე-15 ადგილზე გავიდა და ჩემპიონთა ლიგის ფლეი-ოფში მოხვდა. კვარაცხელიას, დებულების თანახმად, ფლეი-ოფის ეტაპიდან შეჯიბრებაში მონაწილეობის უფლებას დართავენ, ამიტომაც ქართველი ქომაგისთვის ორმაგად მნიშვნელოვანია, თუ ვის შეხვდება პსჟ. ამ კითხვაზე პასუხს პარასკევის წილისყრა გაგვცემს, მაგრამ როგორც „პარიზიენი’’ წერს, გაფართოებულ-გადაკეთებული ჩემპიონთა ლიგის წესებიდან გამომდინარე...
ლუის ენრიკე: ჩვენ მეფური გუნდი გვყავს
„პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგის პირველი ეტაპის ბოლოსწინა ტურში „მანჩესტერ სიტისთან’’ 0:2 ჩამორჩენა შემოატრიალა, 4:2 მოიგო და ფლეი-ოფში გასვლის შანსი მნიშვნელოვნად გაეზარდა. შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის შეხვედრებში მონაწილეობის უფლებას მხოლოდ ფლეი-ოფის ეტაპიდან მისცემენ. ემოციური, მაღალი დონის მატჩის შემდეგ პარიზელთა მწვრთნელმა Canal + -ზე თავისი ფეხბურთელები შეაქო: „ეს იყო რთული, ინტენსიური მატჩი. პირველ ტაიმში...
რა არის საჭირო იმისთვის, რომ კვარამ ჩემპიონთა ლიგის ფლეი ოფში ითამაშოს
ხვიჩა კავარაცხელიას ახალმა გუნდმა „პარი სენ ჟერმენმა’’ ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ სიტის’’ უმნიშვნელოვანესი მატჩი მოუგო: 4:2. შეხვედრაში, რომელსაც ქართველი გარემარბი მეუღლესთან ერთად თვალყურს ტრიბუნიდან ადევნებდა მანჩესტერელები 2:0 დაწინაურდნენ, მაგრამ თითქოს სწორედ ამას ელოდნენო, მასპინძლებმა თავი ხელში აიყვანეს და ბრწყინვალე ფეხბურთით 4:2 გაიმარჯვეს. შედეგად პარიზელები 22-ე ადგილზე ავიდნენ. ბოლო შეხვედრაში ისინი 24-ე ადგილზე მყოფ „შტუტგარტს’’ სტუმრად ეთამაშებიან....
აბსურდი ლისაბონში
თითქოს ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშება ყველა ადრინდელ გათამაშებაზე მოსაწყენი უნდა ყოფილიყო: უამრავი თამაში; უცნაური ცხრილი, რომლის მონაწილე გუნდების დიდი ნაწილი ერთმანეთს არც კი ხვდება; სუსტი გუნდები, როგორებიც არიან „სლოვანი’’, „სპარტა’’ ან „შტურმი’’. მაგრამ, ფეხბურთი ფეხბურთია, ამის დასტური კი ბენფიკასა’’ და „ბარსელონას’’ გუშინდელი თამაში გახლდათ: 1:0, 1:1, 3:1, 3:2, 4:2 და… 4:5. ეს იყო ჩემპიონთა ლიგის...
დიდი მატჩის წინ – პსჟ ხვიჩას გარეშე
დებულების თანახმად ხვიჩა კვარაცხელიას „პარი სენ ჟერმენის’’ მაისურით ჩემპიონთა ლიგის მატჩებში მონაწილეობის უფლება ჯერ არ აქვს. ამის ნებართვას მას მხოლოდ ფლეი-ოფის სტადიიდან მისცემენ, მაგრამ პარიზელთა გუნდს ლიგის ფაზიდან ფლეი-ოფში გასასვლელად დიდი ბრძოლა ელის. გუშინ მდგომარეობა გართულდა. პსჟ-სა და „მანჩესტერ სიტის’’ დღევანდელი შეხვედრის წინ („სიტი” პსჟ-ს ერთი ქულით უსწრებს) ლუის ენრიკემ შეიტყო, რომ სამშაბათის თამაშები მისი...
ვის რა უქარაგმა კვარამ?
იანვრის სატრანსფერო ბაზარი გახურდა. ხვიჩა კვარაცხელია მოვლენათა ცენტრშია. მისი ყიდვა „პარი სენ ჟერმენს’’ უნდა. სწორედ ამ ცხელ დღეებში ქართველმა გარემარბმა ისეთი ვიდეო დაპოსტა, რომელმაც „ნაპოლის’’ გულშემატკივართა შორის კამათი გამოიწვია. ეს გახლავთ ხვიჩას ლამაზი მომენტების კრებული, ოღონდ ყველა მათგანი ჩემპიონთა ლიგის თამაშებიდან არის შერჩეული. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი’’ ჩემპიონთა ლიგაში ვერ მონაწილეობს, „პარი სენ ჟერმენს’’ კი მართალია...
პეპმა თავი დაიკაწრა
„სანი’’ ირონიულად წერს, რომ ერთი დადებითი რამ ნამდვილად გამოიკვეთა: „მანჩესტერ სიტიმ’’ მარცხიანი სერია დაასრულა, ზედიზედ მეექვსე შეხვედრა აღარ წააგო. სერიოზულად კი კრიზისი გრძელდება. პეპ გვარდიოლას მრისხანე გუნდმა მოახერხა და შინ „ფეიენოორდთან’’ სამგოლიანი უპირატესობა ქარს გაატანა – 3:3. თან, „ქალაქელებმა’’ გოლები ბოლო 14 წუთში გაუშვეს. ყვითელი პრესის დედოფალმა ყურადღება მიაქცია, რომ მატჩის შემდეგ გვარდიოლას სახე და...









