ინგლისური „სანის” ინფორმაციით „ჩელსი” სადაცაა „ნაპოლის” 85 მილიონ გირვანქად (99 მილიონი ევრო) ღირებულ ნიგერიელ ვარსკვლავ ვიქტორ ოსიმენს იყიდის. ლონდონელთა ყოფილი თავკაცი ანტონიო კონტე, რომელიც ახლა ნეაპოლელებს უდგას სათავეში ოსიმენის სანაცვლოდ რომელუ ლუკაკუს, 21 წლის იტალიელ ნახევარმცველ ჩეზარე კაზადეისა და კიდევ 39 მილიონ გირვანქას (45.5 მილიონი ევრო) ითხოვს. 25 წლის ოსიმენს სერია A-დან წასვლა უნდა, 31...
ჭდე: ჩელსი
ოსიმენის თემა ისევ გააქტიურდა
წუხელ ესპანეთში გავრცელდა ცნობა, რომელმაც შესაძლოა „ნაპოლის” სატრანსფერო საქმეებზე გავლენა მოახდინოს. „ელ ჩირინგიტოს” ცნობით „ჩელსი” „ატლეტიკოსგან” სამუ ომოროდიონს ვეღარ ყიდულობს და ლონდონელები ისევ ვიქტორ ოსიმენს მიუბრუნდებიან. „სამუ ომოროდიონთან დაკავშირებული მოლაპარაკებები „ჩელსისა” და „ატლეტიკოს” შორის დანამდვილებით ჩაიშალა. „ლურჯებმა” ომოროდიონის შეძენასთან დაკავშირებული პირობები შეცვალეს და ახლა ვიქტორ ოსიმენს დაუბრუნდებიან”, — დაწერა „ელ ჩირინგიტომ”. მოგეხსენებათ, ოსიმენის გაყიდვაზე პირდაპირ...
ჩელსიმ ოსიმენზე ხელი აიღო
ინგლისური „დეილი მეილი” წერს, რომ „ჩელსიმ” „ნაპოლის” თავდამსხმელის ვიქტორ ოსიმენის ყიდვაზე ხელი აიღო, თუმცა ნიგერიელს ჯერ კიდევ შეუძლია საოცნებო პრემიერლიგაში მოხვედრა. „ჩელსის” კი „ატლეტიკოს” სამუ ომოროდიონის შეძენაზე გადაუტანია ყურადღება. გაზეთის ცნობით მოლაპარაკებები ლონდონელებსა და მადრიდელებს შორის ინტენსიურად მიმდინარეობს. მართალია ომოროდიონმა გასული სეზონი იჯარით „ალავესში” გაატარა, სადაც მხოლოდ 9 გოლი გაიტანა, მაგრამ მისი ღირებულება 35 მილიონი...
დიეტური პეპის მიზნები
„ჩელსი” სეზონისწინა შეკრებაზე ამერიკის შეერთებულ შტატებში, კერძოდ ატლანტაში დაბანაკდა, სადაც ლონდონელთა იტალიელმა მწვრთნელმა 44 წლის ენცო მარესკამ პრეს-კონფერენციაც გამართა. dailymail წერს, რომ პრემიერლიგის მწვრთნელებს ჟურნალისტების როგორც წესი არ შურთ, მაგრამ მელოტმა მარესკამ მის წინ მჯდომ ქოჩორა რეპორტიორს აშკარად შურით შეხედა და უთხრა: „ასეთი თმა ჩემს ცოლს მოეწონებოდა. სამწუხაროდ მე როგორსაც მხედავთ ასეთი ვარ და ყველას...
იქნებ ნაპოლი პირდაპირ ჩელსის გაურიგდეს?
ახლა უკვე აშკარაა, რომ „პარი სენ ჟერმენი” ვიქტორ ოსიმენის ყიდვას ჭოჭმანობს. ამიტომ „ნაპოლიმ” გადაწყვიტა ტაქტიკა შეცვალოს და „ჩელსის” დაელაპარაკოს. ასეთია ცნობა, რომელიც ადრე ტრანსფერების ექსპერტმა ჟურნალისტმა ფაბრიციო რომანომ გაავრცელა, ახლა კი ინგლისურმა გაზეთმა „გარდიანმა” დაადასტურა. შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის” ახალ მწვრთნელს ანტონიო კონტეს „ჩელსისგან” ბელგიელი თავდამსხმელის რომელუ ლუკაკუს ყიდვა უნდა, ამისთვის კი ფული სჭირდება. „ნაპოლის” ამ...
სარეკლამო უფლებები კლუბს გადაეცემა
დღევანდელი ნეაპოლური საიტების მთავარი თემა რომელუ ლუკაკუა. „პარტენოპეელები” სატრანსფერო ბაზარზე ორი საკითხით არიან დაკავებულები: ცდილობენ ვიქტორ ოსიმენი რამენაირად „პარი სენ ჟერმენს” მიჰყიდონ და „ჩელსისთან” ლუკაკუს საქმე გაკვაჭონ. „ნაპოლის” პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი ოსიმენს 130 მილიონ ევროდ აფასებს, რაც საყოველთაო აზრით ბაზრის ჩარჩოებიდან ამოვარდნილი თანხაა. პარიზელები ამდენის გადახდას არ აპირებენ. ბოლო ინფორმაციით, „ნაპოლიმ” ნიგერიელის ფასი დაახლოებით...
ლუკაკუ მხოლოდ იყიდება
მას მერე, რაც „ნაპოლის” თავკაცად ანტონიო კონტე დაინიშნა, გახშირდა ლაპარაკი რომელუ ლუკაკუს შესახებ. ამბობენ, რომ ახალ მწვრთნელს 31 წლის ბელგიელი, რომელმაც წუხელ ამხანაგურ შეხვედრაში ლუქსემბურგის კარში ორი გოლი გაიტანა (ბელგიამ მოიგო 3:0), ვიქტორ ოსიმენის წასვლის შემდეგ ცენტრალურ თავდამსხმელად სჭირდება. ლუკაკუ მართალია ბოლოს „რომაში” თამაშობდა, მაგრამ „ჩელსის” საკუთრებაა, დასავლეთ ლონდონის კლუბი კი მისი გაყიდვით არის დაინტერესებული....
რეალი კეპას არ გამოისყიდის
სეზონის ბოლოს, კეპა „ჩელსიში“ დაბრუნდება. მადრიდის „რეალი“ ესპანელი მეკარის ლონდონელებისგან გამოსყიდვას აღარ აპირებს. „რეალს“ უკრაინელი ანდრეი ლუნინის თამაში იმდენად მოეწონა, რომ მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივებას გეგმავენ. ამჟამინდელი შეთანხმებით ლუნინი მადრიდში 2025-წლამდე უნდა დარჩეს, თუმც ახალი კონტრაქტი სავარაუდოდ გრძელვადიანი იქნება. სხვათა შორის, კეპას „ჩელსისთან“ კონტრაქტსაც 2025 წლის ზაფხულში გადის ყავლი და მერე თავისუფალი აგენტი გახდება.
ლუკაკუ საუდის არაბეთს აქებს
„ჩელსისა“ და ბელგიის ნაკრების თავდამსხმელმა რომელუ ლუკაკუმ, რომელიც „რომაში“ ერთწლიანი იჯარით თამაშობს, საუდის არაბეთის ჩემპიონატის პერსპექტივაზე ისაუბრა. „ვფიქრობ, მომდევნო ორი წლის განმავლობაში საუდის არაბეთის პრო ლიგა იქნება ერთ-ერთი საუკეთესო ლიგა მსოფლიოში, თუ არა ყველაზე საუკეთესო. ყველა საუდური კლუბი დიდ ძალისხმევას იჩენს იქ ცნობილი ფეხბურთელების გადასაბირებლად. ისინი მნიშვნელოვნად იხვეწებიან. მათ ჩემპიონატს აქვს ყველა შანსი, გახდეს მსოფლიოს საუკეთესო...
გიგზის შემდეგ ყველაზე ასაკოვანი
„ჩელსის“ მცველი ტიაგუ სილვა (39 წლისა და 109 დღის) გახდა ყველაზე ხანდაზმული მოთამაშე, რომელმაც მიიღო მონაწილეობა ინგლისის ლიგის თასის ნახევარფინალურ მატჩში, „მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილი ნახევარმცველის რაიან გიგზის შემდეგ (40 წელი და 39 დღე). 39 წლისა და 109 დღის სილვა მოედანზე „რივერსაიდის“ სტადიონზე გავიდა „მიდლსბროსთან“ მატჩში, რომელიც წინა დღეს გაიმართა. „ბორომ“ თამაში 21 წლის ნახევარმცველის ჰეიდენ...









