ინგლისური „სანი’’ წერს, რომ „ჩელსის’’ მწვრთნელობა უმადური საქმეა, რაც ენცო მარესკას მოხსნამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა. გაზეთის მტკიცებით, როგორც კი მარესკამ დასავლეთ ლონდონელებს კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატი მოაგებინა, მეპატრონე ბეჰდად ეგბალმა და მისმა ამალამ დაასკვნეს, რომ მათ მიერ შემუშავებული მოდელი იდეალურია: მათ შეუძლიათ ფეხბურთელები აქციებივით იყიდონ და გაყიდონ, გუნდი კი მაინც კონკურენტუნარიანი დარჩება და პრემიერლიგასა და ჩემპიონთა...
ჭდე: ჩელსი
წიტას და აბუს კლუბი ფიქრობს ვინმეს ხომ არ მიეყიდოს
თანამედროვე ფეხბურთი სხვანაირია, ბიზნესი მასში დასაქმებულ ადამიანებს უწინდელისგან განსხვავებულ მოწყობას სთავაზობს და ხშირად ისე აგვარებს საქმეებს ადრე რომ ვერავის წარმოედგინა. ასე მაგალითად, ფრანგული კლუბი „სტრასბურგი’’ 2023 წლის ივნისში მიეყიდა კომპანიას, რომელსაც ჰქვია BlueCo და რომელიც ლონდონის „ჩელსის’’ მფლობელია. მარტივად რომ ვთქვათ, ფრანგული კლუბი ინგლისურის სატელიტი გახდა, რაც ერთი შეხედვით აბსურდულად ჟღერს, მაგრამ მეორე მხრივ BlueCo-ს...
კარგი დებიუტი უიღბლო შეხვედრაში
ახალ სეზონში შეხვედრის მიწურულს გაშვებული გოლის გამო „ლივერპული’’ უკვე მეორედ დამარცხდა. ამჯერად ეს „სტემფორდ ბრიჯზე’’ „ჩელსისთან’’ მოხდა. შეხვედრის პირველი გოლიც ლონდონელებმა გაიტანეს, ეკვადორელმა მოისეს კაისედომ საჯარიმოს მისადგომებიდან ცხრიანში ჩაჭედა ბურთი. მეორე ტაიმში სტუმართა ნიდერლანდელმა თავდამსხმელმა კოდი გაკპომ ანგარიში გაათანაბრა (ბურთი მარჯვენა ფრთიდან დომინიკ სობოსლაიმ ჩააწოდა, საჯარიმოში კი ის ალექსანდერ ისაკმა მიიღო მოხერხებულად), მაგრამ 90+5 წუთზე...
მანჩესტერ იუნაიტედს დონარუმა არ უნდა
„მანჩესტერ იუნაიტედი’’ ჯანლუიჯი დონარუმასთვის ომში არ ჩაერთვება. ამრიგად, ინგლისური კლუბებიდან იტალიელი მეკარის შეძენას „ჩელსი’’ და „მანჩესტერ სიტი’’ შეეცდებიან. მოგეხსენებათ, 2020 წლის ევროპის ჩემპიონი და 2025 წლის ჩემპიონთა ლიგის მფლობელი „პარი სენ ჟერმენთან’’ ხელფასზე ვერ შეთანხმდა. გოლკიპერის ახლანდელი გასამრჯელო კვირაში 242 000 ათასი ევროა, მაგრამ ის მნიშვნელოვან მომატებას ითხოვს. „სიტიმ’’ შეიძლება თავისი ბრაზილიელი მეკარე ედერსონი დაკარგოს,...
ლუის ენრიკე: ვიღაცები გამომწვევად იქცეოდნენ
ლუის ენრიკეს შვებულებაში გასვლის წინ ნამდვილად არ აწყობდა გულშემატკივარს ასე რომ დამახსოვრებოდა. სამწუხაროდ, კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალის დამთავრების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელი შარში გაეხვა: მან განრისხებული გამომეტყველებით „ჩელსის’’ ბრაზილიელ თავდამსხმელ ჟოაო პედროს სახეში გაარტყა. ეს არ იყო ძლიერი დარტყმა, მაგრამ 3:0 დამთავრებული შეხვედრის მესამე გოლის ავტორი წაიქცა, რითაც ეპიზოდს უთუოდ შეჰმატა დრამატიზმი. მწვრთნელს პრესნელ...
პალმერის დაგეგმილი გოლები და ლუის ენრიკეს ალიყური
„ლუის ენრიკემ კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ჟოაო პედროს სილა გააწნა, რითაც მასობრივი ჩხუბი გამოიწვია’’, – წერს ინგლისური „სანი’’, რომლის საიტზეც ჩხუბის ამბავი საკუთრივ თამაშის მიმოხილვაზე მაღლა ჰქონდათ გამოტანილი. ინგლისური ტაბოლიდი ამბობს, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ მწვრთნელმა მატჩის 0:3 წაგების შემდეგ თავი დაკარგა და „ჩელსის’’ ახალ ვარსკვლავს თავს დაესხა. ჟოაო პედრომ პარიზელთა კარში მესამე გოლი შეაგდო,...
ლუის ენრიკე: ვარსკვლავი არასდროს ვყოფილვარ
დღეს ნიუ იორკის MetLife Stadium-ზე კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალია. ერთმანეთს ხვდებიან „პარი სენ ჟერმენი’’ და „ჩელსი’’. შეხვედრის წინა დღეს პარიზელთა მწვრთნელმა ლუის ენრიკემ პრეს-კონფერენცია გამართა. ახლა ბევრს ლაპარაკობენ თქვენი ფეხბურთელების შესახებ. ხომ ვერ გვეტყვით, როგორ განწყობაზე არიან ისინი ფინალის წინ? არც კი ვიცი რა გიპასუხოთ. სეზონის ბოლო თამაშს მგონი ჩინებული განწყობით ვხვდებით. ძალიან კარგი წელიწადი...
უბედური, ბედნიერი ჟოაო პერდო
კლუბთა მსოფლიოს ჩემპიონატის პირველ ნახევარფინალში „ჩელსიმ’’ „ფლუმინენსეს’’ 2:0 მოუგო. ორივე გოლი 23 წლის ჟოაო პედრო ჟუნკუეირა დე ჟესუსმა გაიტანა, რომელიც ფიფას ოფიციალური საიტის თქმით სულ რაღაც ათი დღის წინ კოპაკაბანას პლაჟზე ნებივრობდა და როგორც „ფლუმინენსეს’’ თავგადაკლული გულშემატკივარი ამ გუნდის ქომაგთა მიერ მოწყობილ წვეულებებზე ერთობოდა. მოდი განვმარტოთ კონკრეტულად რა მოხდა: ჟოაო პედრო „ფლუმინენსეში’’ ცხრა წლისა მივიდა...
როკენCole მუდრიკის გარეშე
„ჩელსიმ’’ „ბეტისს’’ კონფერენციის ლიგის ფინალში 4:1 მოუგო და ჯილდო აღმართა. თავიდან „ბეტისი’’ იგებდა, მაგრამ კოულ პალმერმა ორი საგოლე პასით ლონდონელები გამარჯვების ტალღაზე მომართა: გოლები ენცო ფერნანდესმა და ნიკოლას ჯექსონმა გაიტანეს. შემდეგ კი ჯეიდონ სანჩომ და მოისეს კაისედომ თითო დაამატეს. პალმერის გამორჩეული წვლილი „სანმა’’ გამორჩევით დააფასა და ლონდონელთა გამარჯვებისადმი მიძღვნილ წერილს „როკენ კოლი’’ დაარქვა. ამრიგად, „ჩელსიმ’’...
შამანმა ოსიმენი გააფრთხილა
ვიქტორ ოსიმენის „ჩელსიში” გადასვლა რეალურია, მაგრამ გამოჩნდა ხალხი ვისაც ეს მიზანშეწონილად არ მიაჩნია. როგორც ESPN-ის აფრიკულმა X პლატფორმამ დაწერა, მავან ნიგერიელ შამანს „ნაპოლის” თავდამსხმელისთვის მესიჯის გაგზავნა უნდოდა. „მსურს ოსიმენი ჩქარა და მიკიბ-მოკიბვის გარეშე გავაფრთხილო, რომ „ჩელსიში” არ უნდა გადავიდეს. თუ ის „ჩელსიში” გადავა, მისი ვარსკვლავი ჩაქრება, ხოლო კარიერა მოკვდება. თუ ოსიმენი „ჩელსიში” გადავა, მას აღარ...









