მადრიდის „ატლეტიკოს“ ერთ-ერთი უპირობო ლიდერი საული ის ფეხბურთელია, რომლის ტრანსფერიც კლუბს ფინანსური კრიზისის დაძლევაში სერიოზულად წაადგება. 25 წლის ნახევარმცველი ლონდონურ „ჩელსის“ სურდა, მაგრამ მადრიდელები კონტრაქტში გამოსასყიდად მითითებულ 150 მილიონს ფეხს არ უცვლიდნენ. ნათქვამია, ვინც მოითმენს, ის მოიგებსო – „მანჩესტერ იუნაიტედის“ მენეჯმენტმა საათის მექანიზმივით იმუშავა და მიზანთან ერთ ნაბიჯშია. კლუბებმა პრაქტიკულად უკვე შეათანხმეს ტრანსფერი. „ატლეტიკო“ საულის...
ჭდე: ჩელსი
არავინ ლივერპულის გარდა
გერმანიის ეროვნული გუნდისა და „ლაიფციგის“ 24 წლის ფორვარდ ტიმო ვერნერს მსურველები ნამდვილად არ აკლია. „ჩელსიში“ ან „მანჩესტერში“ გადასვლის პერსპექტივა (შესაბამისი სახელფასო წახალისებით) ნებისმიერ ფეხბურთელს დაახვევდა თავბრუს, თუმც არა ტიმოს. ვერნერი აქამდეც აცხადებდა, რომ მისი ოცნების გუნდი „ლივერპულია“, დამატებითი მოტივაცია კი თანამემამულე იურგენ კლოპთან მუშაობის პერსპექტივა. ეს სიმპათია ორმხრივია, რაც ტიმო ვერნერმა და იურგენ კლოპმა პირადი...
გავუფრთხილდეთ მამებს
ტამი აბრაჰამი შიშობს, რომ თუ პრემიერლიგაში თამაშები მალე განახლდება, ის თავის ასთმიან მამას კორონავირუსს მიუტანს. აბრაჰამი ოჯახთან ერთად ცხოვრობს. ის ამბობს, რომ თუ უსაფრთხოების გარანტიას მისცემენ, მზად არის ხვალვე ჩაიცვას „ჩელსის” მაისურა და მოედანზე გავიდეს. იმავე აზრისაა 22 წლის ფეხბურთელის მამა, ენტონიც. მას ძალიან უნდა, მისი ვაჟი მოედანს რაც შეიძლება მალე დაუბრუნდეს, მაგრამ ფაქტი, რომ...
ჩელსის იყო და არა იყო რა ფეხბურთელი
ზოგს შეიძლება გაუგია, ზოგს კი არა. არის ასეთი ფეხბურთელი ჯორდან ჰაფტონი, რომელიც 2018 წლის შემდეგ ინგლისის პირველი ლიგის (ზემოდან მესამე დონეა) „დონზში” თამაშობს, ადრე კი „ჩელსიში” იყო. უფრო სწორედ, მთლად „ჩელსიშიც” ვერ იყო… მოკლედ, ისტორია ასეთია: — „უიმბლდონთან” ამხანაგურს ვთამაშობდით, — იგონებს 24 წლის ნახევარმცველი, — მაშინ „ჩელსის” მწვრთნელი იყო ჟოზე მოურინიუ. და შესვენებაზე ჟოზემ...
ლამპარდს მერტენსი სურს
იტალიური „ნაპოლის“ ფორვარდი დრის მერტენსი ლონდონის „ჩელსიში“ გადასვლასთან ახლოს არის. ამის შესახებ ინფორმაციას ბრიტანული მედია ავრცელებს. როგორც ირკვევა, ფეხბურთელს თავად ფრენკ ლამპრადი დაუკავშირდა და მის გადაბირებას ცდილობს. 33 წლის ბელგიელი წინააღმდეგი არ არის. ლონდონელებს მერტენსის ხელში ჩაგდება უფასოდ შეეძლებათ, რადგან ფეხბურთელს „ნაპოლისთან“ კონტრაქტი ზაფხულში უმთავრდება. მიმდინარე სეზონში ბელგიელმა შემტევმა 29 მატჩში ითამაშა, 12 გოლი გაიტანა...
მოგატყუეთ!
ჯეიმი კარაგერმა ჯონ ტერისთან ლაპარაკში ფერნანდო ტორესის „ლივერპულიდან” „ჩელსიში” გადასვლის ამბავი გაიხსენა და თქვა, მაშინ, ჩვენ, ლივერპულელებმა, ძალიან კარგად ვიცოდით, რომ გატყუებდით, ტორესი 50 მილიონი ნამდვილად აღარ ღირდა და რომ მოტყუვდით, გაოცებისგან პირი დავაღეთო. „ენფილდის” ლეგენდამ დასძინა, რომ 2011 წელს „ელ ნინო” უკვე თავისი თავის ჩრდილიღა იყო. ფერნანდო ტორესი „ლივერპულში” „ატლეტიკოდან” 2007 წელს გადავიდა და...
ჩელსის გადაწყვეტილება
„ჩელსის” ფეხბურთელებმა ფარული კენჭისყრა ჩაატარეს და გადაწყვიტეს, რომ შემდეგი ოთხი თვის განმავლობაში 10 მილიონ გირვანქას მოიკლებენ. ეს ყოფილა თითოეული მათგანის მიერ თვეში გასამრჯელოს 10 პროცენტზე უარის თქმა, რასაც მაისიდან დაიწყებენ. დასავლეთლონდონელებს იმედი აქვთ, რომ სექტემბერში ინგლისის სტადიონებზე ბურთი თავიდან გაგორდება და ახალი სეზონი დაიწყება, მანამდე კი ქამრებს მოიჭერენ. ზემოხსენებული გადაწყვეტილება გუნდის სახელით კაპიტანმა სესარ ასპილიკუეტამ...
კატა წავიდა
78 წლისა გარდაიცვალა ინგლისის ნაკრებისა და „ჩელსის“ ყოფილი მეკარე პიტერ ბონეტი. მას 600-ზე მეტი მატჩი ჩაეტარებინა არისტოკრატთა მაისურით და 7-ჯერ დაეცვა „სამი ლომის“ ღირსება. რატომ ასე ცოტა? იმიტომ, რომ მაშინ პირველი ნომერი გორდონ ბენქსი გახლდათ. ბონეტი 1966 წლის მსოფლიო ჩემპიონი გუნდის წევრიც იყო, თუმცა ყველა მატჩში კარს ბენქსი იცავდა. აი, შემდგომ, 1970 წლის მონდიალზე კი...
კრესპოს მესი
საერთაშორისო სარბიელზე მესის წარუმატებლობა ყოველთვის მის ნაკლად განიხილება და როცა საქმე ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელის განხილვაზე მიდგება, არგენტინელის წინააღმდეგ სწორედ ამ არგუმენტს იყენებენ ხოლმე. სამაგიეროდ, ასე არ თვლის, მისი ყოფილი თანანაკრებელი ერნან კრესპო. „ძალიან რთულია იყო მესი. არავის შეუძლია მის ადგილას თავის წარმოდგენა, იგივეს ვიტყვი მარადონაზეც. თქვენთვის წარმოუდგენელია რას ფიქრობენ და როგორ ცხოვრობენ ისინი. ლეო...
ისეთივე მწვრთნელი, როგორი ფეხბურთელიც ვიყავი
ფრენკ ლემპარდის აზრით ბოლო 20 წელიწადში ფეხბურთის მწვრთნელის, ინგლისურად კი მენეჯერის საქმიანობა ძალიან გართულდა. „ჩელსის” თავკაცს ფეხბურთელობის წლებში ბევრი თავკაცი გამოუცვლია და ამბობს, რომ მათგან უამრავი რამ ისწავლა. იმ მენეჯერთაგან, ვისთანაც თანამშრომლობა მოსწევია, ლემპარდს მჭიდრო, კარგი ურთიერთობა ჰქონდა ჟოზე მოურინიუსთან, ანდრე ვილაშ-ბოაშთან კი ვერ გამონახა საერთო ენა. თუმცა, წიგნში რომელსაც ჰქვია „ბოსი — ჩელსის მენეჯერები...









