ჭდე: ჩელსი

Home ჩელსი
ენფილდი ჩემპიონებს ელის
ჩანაწერი

ენფილდი ჩემპიონებს ელის

„ლივერპული“ 2019-20 წლების სეზონში პრემიერლიგის გამარჯვებულისთვის განკუთვნილ თასს, საკუთარ, „ენფილდ როუდზე“ „ჩელსისთან“ 37-ე ტურის მატჩის შემდეგ, 22 ივლისს  ჩაიბარებს, – გვამცნობს კლუბის ოფიციალური გვერდი. ფეხბურთელები, მწვრთნელები და პერსონალი თასს და ოქროს მედლებს, ფანატთა სექტორში (the Kop) საგანგებოდ მოწყობილ პოდიუმზე მიიღებენ. ამჟამად პოდიუმის დამონტაჟება უკვე მთავრდება. ჟურნალისტ ჯონათან ჰიგინსის ცნობით, უმაყურებლო სტადიონზე დაგეგმილია ფოიერვერკის მოწყობა და...

ალაბას ცალმხრივი სიყვარული
ჩანაწერი

ალაბას ცალმხრივი სიყვარული

წლების წინ ქართულ რესტორნებში მღეროდნენ ხოლმე – „ვისაც ვუყვარვარ, მე ის არ მიყვარს, ვინაც მე მიყვარს – არ მეკარება“… დაახლოებით იგივე სჭირს მიუნხენის „ბაიერნის“ მცველ დავიდ ალაბას. მის კონტრაქტს 2021 წელს გასდის ყავლი, მაგრამ ახალზე შეთანხმება ვერ ხერხდება. ფეხბურთელი წლიურად 20 მილიონ ევროზე მეტს ითხოვს. გერმანული კლუბის ბოსებმა მას აგრძნობინეს, ამხელა ხელფასი აშკარად გაწყენსო და,...

სალომონ არაბრძენი
ჩანაწერი

სალომონ არაბრძენი

წლების წინ ლონდონურ „ჩელსიში“ ბურთაობდა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულიც კი გახდა. სალომონ კალუ ფეხბურთის ყველა ქომაგისთვის ნაცნობი პერსონაა. მას გაცილებით მეტის მიღწევა შეეძლო, რომ არა ცეტი ხასიათი. ჯერ იყო და აყლაყუდა კოტ დივუარელი კარიერის პიკზე გაუშვეს „ჩელსიდან“. მერე ცოტა ხანს ფრანგულ „ლილში“ ითამაშა და 2014 წლიდან გერმანულ „ჰერტაში“ ჩაუშვა ღუზა… თითქოს ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ...

უეფამ ლიგა დაალაგა
ჩანაწერი

უეფამ ლიგა დაალაგა

უეფას შტაბ-ბინაში ჩემპიონთა ლიგის 2019-20 წლების ფლეი ოფის, მეოთხედფინალური და ნახევარფინალური ეტაპების წილისყრა გაიმართა. ევროპის ყველაზე პრესტიჟული ტურნირი შეწყვეტილი იყო და ჯერ კიდევ გასამართია ოთხი მერვედფინალური მატჩი, მაგრამ უეფამ შესაძლო მეოთხედფინალური წყვილი უკვე დაალაგა: მეოთხედფინალში ერთმანეთს შეხვდებიან: „რეალი“ (ესპანეთი) VS „მანჩესტერ სიტი“ (ინგლისი)  და „ლიონი“ (საფრანგეთი) VS „იუვენტუსი“ (იტალია) წყვილებში გამარჯვებული (1); „ლაიფციგი“ (გერმანია)–„ატლეტიკო“ (ესპანეთი)...

მოწმენდილ ცაზე ვესტ ჰემის გავარდნა
ჩანაწერი

მოწმენდილ ცაზე ვესტ ჰემის გავარდნა

„ჩელსის” თავკაცი ფრენკ ლემპარდი „ვესტ ჰემთან” 2:3 შოკისმომგვრელი წაგების მიუხედავად ამბობს, რომ მისი გუნდი პრემიერლიგის ოთხეულში შევა. არადა, ლონდონურ დერბიში წაგება იმას ნიშნავდა, რომ „ლურჯებმა” „მანჩესტერ იუნაიტედი” ორქულიან დისტანციამდე მიუშვეს. თავიდან, „ჩაქუჩებმა” საჯარიმოში კრისტიან პულიშიჩი წააქციეს და ვილიანმა პენალტით გახსნა ანგარიში, მაგრამ შესვენებაზე გუნდები მაინც თანაბრად გავიდნენ — ტომაშ სუჩეკმა „ჩელსის” თავისი გოლი, როგორც იტყვიან,...

თქვენი აღარა ვარ, მორჩა…
ჩანაწერი

თქვენი აღარა ვარ, მორჩა…

24 წლის ტიმო ვერნერი „ლაიპციგს” გულიანი თამაშით გამოეთხოვა. აწ უკვე „ჩელსის” თავდამსხმელმა, როგორც „შპორტ ბილდი” წერს, მარტომ მოუგო „აუგსბურგს” — 2:1. მიმდინარე სეზონში გატანილი 27-ე და 28-ე გოლებით ის ბუნდესლიგას დაემშვიდობა და „სქაი სპორტს” ინტერვიუ მისცა. „რასაკვირველია, დღევანდელი გამარჯვება მახარებს, — თქვა ვერნერმა რომელიც „საქსონების” შემადგენლობაში 2016 წლიდან გამოდიოდა, — ჩემთვის სეზონი დიდებულად დასრულდა. მთელი...

რობენი მოედანს უბრუნდება
ჩანაწერი

რობენი მოედანს უბრუნდება

არიენ რობენმა კარიერის განახლება გადაწყვიტა. 36 წლის ნახევარმცველმა თავისი ბავშვობის კლუბ „გრონინგენთან“ გააფორმა კონტრაქტი. სწორედ ამ კლუბში გაატარა რობენმა პროფესიული კარიერის პირველი ორი წელი (2000-2002). მერე იყო პსვ, „ჩელსი“, „რეალი“ და „ბაიერნი“. არიენმა ყველა იმ ქვეყნის ჩემპიონობა მოიპოვა, სადაც ითამაშა, გაიმარჯვა ჩემპიონთა ლიგაში, დასახელდა ნიდერლანდების წლის სპორტსმენად… ნაკრებში ჩატარებულ 94 შეხვედრაში მის ანგარიშზე 37 გოლია,...

ფანატები ლივერპულს წვავენ
ჩანაწერი

ფანატები ლივერპულს წვავენ

30-წლიანი პაუზის შემდეგ „ლივერპულმა“ როგორც იქნა, ნაინანატრი ჩემპიონობა მოიპოვა. გულშემატკივარიც, როგორც სჩვევია, ზეიმს ქუჩაში შეუდგა, მაგრამ ქალაქის მერმა სამართალდამცავ ორგანოებს მათი დაშლა დაავალა. ამის მიზეზი ქალაქის ერთ-ერთ ისტორიულ შენობაში, Royal Liver Building-ში გაჩენილი ხანძარია. გავრცელებული ვერსიით, ხანძარი გულშემაკივრების მიერ ნასროლმა პეტარდებმა გამოიწვია. ამასთან, კორონავირუსის გამო 28 ივნისამდე შეზღუდვებია და მასობრივი აღნიშვნები აკრძალულია. მერსისაიდში კვლავინდებურად პროპორციულად...

ლივერპული! ლივერპული! ლივერპული!
ჩანაწერი

ლივერპული! ლივერპული! ლივერპული!

„ლივერპული” ინგლისის ჩემპიონია! 30 წლიანი უიღბლობა და წარუმატებლობა დასრულდა. მერსისაიდელები კვლავ მწვერვალზე ავიდნენ. სამი ათწლეული… საკმაოდ დიდი ხანი ალოდინა განგებამ. „წითლების” პირველობა გაფორმდა ლონდონში, სადაც „ჩელსიმ” „მანჩესტერ სიტის” 2:1 მოუგო — ძველ ჩემპიონს ტიტული ჩამოართვა, ახალს კი გადაულოცა. ოთხშაბათს, „კრისტალ პალასთან” 4:0 გამარჯვების შემდეგ „ლივერპულს” ერთადერთი რამ სჭირდებოდა — პეპ გვარდიოლასა და მის „ქალაქელ” კომპანიას...

მონაკო დაიცალა
ჩანაწერი

მონაკო დაიცალა

კლუბის ოფიციალურ საიტზე უკვე დაიდო ინფორმაცია, რომ „მონაკოს“ ერთბაშად ექვსი ფეხბურთელი დატოვებს. წამსვლელთა შორის ორი მეკარეა. დიეგო ბენალიოს და სეიდუ სის კონტრაქტის ვადა ამოეწურათ და თავისუფალი აგენტის სტატუსით მიდიან, ისევე როგორც ნახევარმცველი მუსა სილა. კიდევ სამი ფეხბურთელი საიჯარო ვადის გასვლის შემდეგ საკუთარ კლუბებს უბრუნდება. ნახევარმცველი ტემუე ბაკაიოკო ლონდონურ „ჩელსის“ ეკუთვნის, კიდევ ერთი ნახევარმცველი ადრიენ სილვა...