ბრაზილიელმა ვილიანმა ფრენკ ლემპარდს შეიძლება ფინალის გეგმა აურიოს. მიზეზი: ფეხბურთის ასოციაციის თასზე „ჩელსისა” და „არსენალის” გადამწყვეტი მატჩის წინ გარემარბის აგენტმა გამოაცხადა, რომ მისი კლიენტი „არსენალში” გადადის. ფინალი შაბათსაა. შემდეგ, ერთ კვირაში სეზონი მთავრდება, 31 წლის ფეხბურთელს კი მაგიდაზე „მეთოფეთა” გამზადებული ხელშეკრულება უდევს. ბრაზილიელს დარჩენას „ჩელსიც” სთავაზობს, მაგრამ მოთამაშე და კლუბი კონტრაქტის ხანგრძლივობაზე ვერ თანხმდებიან. ვილიანს...
ჭდე: ჩელსი
კლოპი გაისად ვეღარ გაისეირნებს
წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამხმელი, ექსპერტი ალან შირერი ამბობს, რომ მართალია „ლივერპულმა” წლევანდელი პრემიერლიგა 18-ქულიანი უპირატესობით მოიგო, მაგრამ შემდეგ ჩემპიონატში ერთი ცხენის ჯირითი აღარ იქნება. „მანჩესტერ სიტის” „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ჩელსი” შეუერთდებიან, რათა იურგენ კლოპს ამაყად გასეირნების საშუალება აღარ მისცენ. ბოლო ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას „დიდი ოთხეული” დაუბრუნდა. „იუნაიტედმა” დაუმარცხებლად განვლო 14 შეხვედრა და დამაგვირგვინებელ თამაშში...
ვეტერანი დებიუტანტი
იტალიური „ბენევენტოს“ პრეზიდენტმა ორესტე ვიტორიტომ დაადასტურა ინფორმაცია, რომ კლუბი აპირებს კონტრაქტი გაუფორმოს დენიელ სტარიჯს. მისი კანდიდატურა მას შემდეგ გახდა აქტუალური, რაც ლუკ რემიმ სამედიცინო შემოწმება ვერ გაიარა. სტარიჯი 30 წლისაა და როგორც ცენტრფორვარდად, ასევე მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში. მან უკვე მოასწრო „ლივერპულის“, „ჩელსის“ და „სიტის“ სახელით ბურთაობა, იტალიაში კი დებიუტი ექნება. სტარიჯის ბოლო გუნდი თურქული...
ფრენკს კლოპის ჭკუის სწავლება არ სჭირდება
ჰარი რედნაპმა თქვა, რომ ფრენკ ლემპარდი ტოპ-მწვრთნელი გახდება და ამ საქმეში ვინმეს რჩევა არ სჭირდება. ამასთან, ინგლისური ფეხბურთის ღვაწლმოსილმა ადამიანმა „ჩელსის” თავკაცსა და „ლივერპულის” მწვრთნელ იურგენ კლოპს ხმლების ქარქაშში ჩაგება და ცხოვრების ჩვეულებრივ გაგრძელება ურჩია. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ „ლივერპულმა” „ჩელსის” „ენფილდ როუდზე” 5:3 მოუგო, რომლის დროსაც ლემპარდს მასპინძელთა სათადარიგო სკამთან შელაპარაკება მოუვიდა. „ლურჯების”...
ჰენდერსონი დაბადებულიც არ იყო…
ეს, გამოცხადებული ტრიუმფის ქრონიკაა-„ლივერპული“ ინგლისის ჩემპიონია, უკვე ცხრამეტგზის… ძალიან ემოციური იყო საჩემპიონო თასის აღმართვა. მერსისაიდელთა კაპიტანმა, ეს პროცედურა ბოლო ორი წლის მანძილზე უკვე მეოთხედ შეასრულა. წინა სამის უშუალო შემსწრე ათასობით ქომაგი იყო, თუმც ცარიელი ტრიბუნების წინ, წუხანდელი თასაღმართვა, მაინც ყველასგან გამორჩეული გახლდათ, რაკიღა, ოცდაათი წელიწადი ელოდნენ მერსისპირა წითელ ნაწილში ამ ზეობას. კაპიტანი ჯორდან ჰენდერსონი დაბადებულიც...
ამპარტავანი ლივერპული და იმედიანი ჩელსი
„ლივერპულმა” „ჩელსის” 5:3 მოუგო! ამ საღამოს, როდესაც იურგენ კლოპის ბიჭებმა „ენფილდ როუდზე”, პრემიერლიგის ჩემპიონის თასი მეგობრებისა და ოჯახის წევრების წინაშე აღმართეს, ფრენკ ლემპარდმა საბოლოოდ დაალაგა ყველაფერი: კვირას, ბოლო ტურში, „ლურჯებს” შინ, „ვულვერჰემპტონთან” ერთი ქულაც აწყობთ, ჩემპიონთა ლიგაში თამაშის უფლება რომ მოიპოვონ. ამ თამაშიდან ექვს დღეში კი „ჩელსი” ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალში „არსენალს” ხვდება. თუკი დასავლეთლონდონელები...
1 აგვსტოს ჟირუ მეხუთეს ელოდება
ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის თასის ფინალი „არსენალსა” და „ჩელსის” შორის 1 აგვისტოს გაიმართება და მას მოემსახურება მსაჯი ენტონი ტეილორი. „უემბლისკენ” გზა „ჩელსიმ” „მანჩესტერ იუნაიტედის” ძლევით გაიკვალა, ხოლო „არსენალმა” „მანჩესტერ სიტის” სძლია. ამრიგად, ლონდონურმა გუნდებმა ნახევარფინალში მანჩესტერულებს აჯობეს და ახლა, მომდევნო კვირის შაბათ დღეს ერთმანეთს დაუპირისპირდებიან. აღსანიშნავია, რომ ამავე გუნდების სამი წლის წინანდელი ფინალიც ენტონი ტეილორმა იმსაჯა....
ძვირი სიამოვნება
„ჩელსის“ მეკარე კეპა არისაბალაგას კატასტროფული სეზონი აქვს., ამიტომაც მთავარი მწვრთნელი ფრენკ ლემპარდი უპირველეს ამოცანად უფრო მაღალი დონის მეკარის შეძენას მიიჩნევს. მისი ფავორიტი მადრიდის „ატლეტიკოს“ კარის დარაჯი იან ობლაკია. ტრანსფერის შემთხვევაში ლონდონელებს კლაუსულას, ანუ ობლაკის კონტრაქტში მითითებული გამოსასყიდი თანხის გადახდა მოუწევთ, რაც 120 მილიონი ევროა და მას ავტომატურად უძვირეს გოლკიპერად აქცევს. ისე, 2018 წელს კეპაში გადახდილი...
ლემპარდის სამი ფინალი
„ჩელსის“ მწვრთნელმა ფრენკ ლემპარდმა ინგლისის თასის ნახევარფინალში „მანჩესტერთან“ 3:1 გამარჯვების შემდეგ კმაყოფილება ვერ დამალა. „მე ვერ მოვთხოვდი ბიჭებს უკეთესად თამაშს. საქმისადმი მათი მიდგომა და თამაშის ხარისხი საკმარისზე მაღალი იყო. როცა მეტოქემ ტაქტიკა შეცვალა, უკეთაც კი ავთამაშდით. ახლა წინ სამი ფინალი გველის – ორი პრემიერლიგაში და ერთიც „არსენალთან“. ბოლომდე დავიხარჯებით, მაგრამ შედეგისგან დამოუკიდებლად ჩვენი პროგრესი აუცილებლად...
თასი მადრიში, ფული ლონდონში
ედენ აზარის ტრანსფერიდან ლონდონის „ჩელსიმ“ უფრო იხეირა, ვიდრე მადრიდის „რეალმა“… ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით ასეა. ბელგიელი შემტევი, ვინც „რეალის“ მაისურით მხოლოდ 21 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 7 საგოლე პასი გააკეთა, ესპანეთის ჩემპიონი გახდა. „არისტოკრატებმა“ კი ამისთვის 18 მილიონ ევრომდე მიიღეს. ის რომ, „ჩელსიმ“ წინა ზაფხულს აზარის „რეალში“ ტრანსფერით ბიუჯეტი 100 მილიონით შეივსო, ეს ცნობილი...









