„ჩელსიში“ დაბრუნებული რომელუ ლუკაკუსგან ელიან, რომ ის პრემიერლიგაში გაცილებით მაღალი დონის ფეხბურთს ითამაშებს ვიდრე ბოლოს, იტალიაში წასვლამდე, „მანჩესტერ იუნაიტედში“ თამაშობდა. თავად ლუკაკუ დარწმუნებულია, რომ ასეც იქნება და მიზეზსაც ასახელებს — „ინტერში“ მას ანტონიო კონტე წვრთნიდა. კონტემ 28 წლის ფორვარდს განა მარტო საკუთარი თავის რწმენა დაუბრუნა, არამედ ბევრი პრაქტიკული რამ ასწავლა. საინტერესო დამთხვევაა: ბელგიელი „ჩელსიში“ იმიტომ...
ჭდე: ჩელსი
ლუკაკუს დაბრუნება
რომელუ ლუკაკუ ბედნიერია, „ჩელსიმ“ ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. ლონდონელებმა „ინტერს“ მის სანაცვლოდ 97,5 მილიონი გირვანქა გადაუხადეს. ბელგიელი მსოფლიო კლასის ვარსკვლავია, რომლის გადაბირებას ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულთა მწვრთნელი თომას ტუხელი მთელი ზაფხული ცდილობდა. 28 წლის თავდამსხმელმა „ინტერში“ ორი ჩინებული სეზონი ჩაატარა. ბოლოს, სერია A-ს ჩემპიონის ტიტულის მოპოვებაშიც დიდი როლი ითამაშა. „ნეროაძურის“ სკუდეტო ბოლოს 2009-10 წლების სეზონში ჰქონდა მოგებული....
ლუკაკუ აქეთ-იქით დაფრინავს
რომელუ ლუკაკუ ლონდონში ჩაფრინდა. 28 წლის ბელგიელის თვითმფრინავი ბიგინ ჰილის აეროპორტში დაჯდა. მან „ინტერიდან“ „ჩელსიში“ გადასვლის საკითხი უნდა მოაგვაროს. „ლურჯები“ მასში 98 მილიონ გირვანქას (115,6 მილიონ ევროს) იხდიან. უფრო სწორედ რომ ვთქვათ, ლუკაკუ „ინტერიდან“ „ჩელსიში“ კი არ გადადის, არამედ ბრუნდება. ის ლონდონურ კლუბს 2011-14 წლებში ეკუთვნოდა. დროის ამ მონაკვეთში „ლურჯებს“ ის ხან „ვესტ ბრომვიჩ ალბიონში“...
სუპერკეპამ სუპერთასი ჩელსის მოუტანა
ევროპის სუპერთასი „ჩელსიმ“ მოიგო. მან ბელფასტში, „უინძორ პარკზე“ „ვილიარეალი“ დაამარცხა. ძირითადი დრო დასრულდა 1:1, დამატებითში გოლი არ გასულა, პენალტებში კი ლონდონელთაგან მარტო კაი ჰავერცმა ვერ გაიტანა, ხოლო ესპანური გუნდის ფეხბურთელებიდან ალჟირელ აისა მანდისა და 35 წლის რაულ ალბიოლს მოეცარათ ხელი. ჩემპიონთა ლიგისა და ევროლიგის გამარჯვებულთა შეხვედრაში ყველაზე მეტად იმან მიიპყრო ყურადღება, რომ „ლურჯების“ მწვრთნელმა თომას...
ლუკაკუს ჩელსიში უნდა
ბელგიელმა რომელუ ლუკაკუმ „ინტერს“ სთხოვა „ჩელსის“ გულუხვ შემოთავაზებას დათანხმდეს და მას ლონდონში დაბრუნების ნება დართოს. აქამდე „ჩელსიმ“ მილანელებს ორჯერ მიმართა ლუკაკუსთან დაკავშირებით. „ლურჯების“ ბოლო შეთავაზება ასეთი იყო — 85 მილიონ გირვანქას პლუს განაპირა მცველი მარკოს ალონსო, მაგრამ იტალიის ჩემპიონი 100 მილიონ გირვანქას ითხოვს. ბოლო ცნობების თანახმად, კლუბები ინტენსიურად მუშაობენ საერთო ენის გამოსანახად. 28 წლის თავდამსხმელმა...
ტერიმ ვილა დატოვა
ლონდონის „ჩელსისა“ და ინგლისის ნაკრების ყოფილმა ვარსკვლავმა, ჯონ ტერიმ, „ასტონ ვილას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტის პოსტი დატოვა, – წერს ბირმინგემული კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი. ტერი თითქმის მთელი კარიერის განმავლობაში „ჩელსიში“ ირჯებოდა (1998-2017), თუმცა, მოთამაშეობა „ასტონ ვილაში“ დაასრულა, სადაც 2017-18 წლების სეზონი გაატარა. ბოლო დროს კი ბირმინგემელთა მთავარი მწვრთნელის, დინ სმიტის თანაშემწედ მუშაობდა. ერთი შეხედვით, მისი გადაწყვეტილება ყველას...
მილანმა თავდასხმა აამაღლა
იტალიურმა „მილანმა“ ოფიციალური განცხადება გაავრცელა ლონდონის „ჩელსიდან“ ოლივიე ჟირუს ტრანსფერის შესახებ. გარიგების დეტალები არ თქმულა. ცნობილია მხოლოდ ის, რომ 34 წლის ფრანგი ფორვარდი „სან სიროზე“ 2 წელიწადს ითამაშებს. ოლივიე ჟირუმ ფრანგული „ტურის“ და „მონპელიეს“ შემდეგ, 2012 წელს ინგლისს მიაშურა და ჯერ „არსენალში“ 6, მერე კი „ჩელსიში“ 3 წელიწადს იბურთავა. განსაკუთრებით შთამბეჭდავი „არსენალში“ გატარებული პირველი წლები...
ჩელსის ლევანდოვსკი მოუნდა
ინგლისური პრესის თანახმად „ჩელსი” „ბაიერნისგან” 50 მილიონ გირვანქად რობერტ ლევანდოვსკის გამოსყიდვას შეეცდება. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული პოლონელზე იმიტომ გადაერთო, რომ „დორტმუნდის” ერლინგ ჰოლანდთან ვერაფერი გააწყო. ჰოლანდის ფასი გახლდათ 150 მილიონი გირვანქა, თუმცა „ჩელსის” სურდა მასში ფულს პლუს ფეხბურთელი გადაეხადა. დასავლეთ ლონდონელთა გერმანელ თავკაცს თომას ტუხელს ცენტრალური თავდამსხმელი სჭირდება. და მართლაც ლევანდოვსკიზე უკეთესს ვის ინატრებს გუნდი, მაგრამ...
რობენი მართლა წავიდა
არიენ რობენმა სოციალური ქსელების მეშვეობით გაავრცელა განცხადება, რომ ფეხბურთიდან მიდის. მსგავსი განცხადება ორი წლის წინაც გააკეთა, მაგრამ თავის პირველ კლუბს ვერ უღალატა და პსვ – „ჩელსი“ – „რეალი“ – „ბაიერნის“ გავლით ჰოლანდიური მასშტაბებითაც კი მეტისმეტად მოკრძალებულ „გრონინგენში“ დაბრუნდა. გადაღლილმა ორგანიზმმა ბევრჯერ თამაშის საშუალება არ მისცა (სულ – 6), მაგრამ თანაგუნდელებმა და ქომაგებმა იცოდნენ, რომ ყოვლისშემძლე...
მანჩესტერ იუნაიტედს სანჩო გადაუბირებია
„სანი” ექსკლუზიურად აცხადებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” ევრო 2020-ის დამთავრების შემდეგ ჯეიდონ სანჩოს იყიდის. „იუნაიტედი” „დორტმუნდთან” მოლაპარაკებათა აქტიურ ფაზაში ყოფილა. მხარეები თურმე უკვე თავად სანჩოს პირობებს ათანხმებენ. ინგლისის ნაკრების გარემარბი „ოლდ ტრეფორდზე”, ხუთი წლის განმავლობაში, კვირაში 350 000 გირვანქას მიიღებსო. გერმანული კლუბი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” მას თავიდან 61 მილიონი გირვანქა შესთავაზა, მაგრამ იძულებული გახდა თანხა...









