საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა „ავჭალაზე“ რუმინეთი ისტორიაში 21-ედ დაამარცხა (53:30), ანთიმოზ ივერიელის საზიარო თასი 20-გზის მფლობელი გახდა და მადრიდის საგზურიც მოიპოვა. მოგეხსენებათ, 15 მარტს ესპანეთის დედაქალაქში „რაგბი ევროპის“ 2026 წლის ჩემპიონატის გადამწყვეტი მატჩი გაიმართება, რომლის მეორე მონაწილეც მოგვიანებით, პორტუგალიისა და ესპანეთის მატჩში გამოვლინდება. მარკო ბორტოლამის მიერ მომზადებულმა ბორჯღალოსნებმა 3-ის წილ 8 ლელო გაიტანეს, რომელთაგან ერთი საჯარიმო...
ჭდე: შალვა მამუკაშვილი
ირლანდიური კოშმარი – 0:52
დიახ, ასეა. სხვა ეპითეტს ძნელად თუ მოუძებნი იმას, რაც „შავ ლომს“ ირლანდიის ქალაქ გალუეის „დექსკომ სთედიუმზე“ შეემთხვა. ჩელენჯ თასის 2025/2026 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ქართული სარაგბო ფრენჩაიზი ირლანდიის მწვანე კუნძულს სტუმრობდა და ეს სტუმრობა მართლაც კატასტროფული შედეგით დასრულდა – იქაურმა „კონახტმა“ საქართველოს ნაკრების საბაზო გუნდს 8 უპასუხო ლელო გაუტანა, მათ შორის 3 –...
კატასტროფა!
სხვა სიტყვას ვერც მიუსადაგებ იმ 40 წუთს, რომელიც საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა პორტუგალიის წინააღმდეგ მატჩში გაატარა. ასეთი უსუსური ჩვენი ეროვნული გუნდი ბოლოს როდის გვინახავს, გახსენებაც ჭირს. ოდესღაც ბორჯღალოსნები ასე უკბილოდ ახალ ზელანდიასთან, ინგლისთან თუ სამხრეთ აფრიკასთან თამაშობდა, მაგრამ მას მერე ბევრ წყალს ჩაუვლია, მოთამაშეთა ბევრი თაობა გაიზარდა და დღევანდელი საქართველოს ნაკრები იმდენ ავტორიტეტს კი ატარებს, რომ...
ზღაპრული ტაიმი და… 6:33 შოტლანდიაში
… როცა „მარიფილდზე“ პირველი ტაიმი დასრულლდა, ედინბურგის ჰაერში უდიდესი სენსაციის სურნელი ტრიალებდა. გულს ბორჯღალოსანთა მორიგი ტრიუმფი სურდა, მაგრამ ცივი გონება გკარნახობდა, რომ შოტლანდიელები ასე მარტივად არ დათმობდნენ თამაშს. ასეც მოხდა – პირველი ტაიმის 0:6-ის მერე „ნარშავებმა“ კოსმოსური სიჩქარეები ჩართეს და რა სამწუხაროდაც უნდა ჟღერდეს, მაგრამ ქართული დაცვა წალეკეს. 33:6 – ასეთია შოტლანდიისა და საქართველოს მორაგბეთა...
რეკორდების საღამო ვაკეში
ვაკეში, „მიხეილ მესხის“ სახელობის სტადიონზე საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ფეერიული სანახაობა მოაწყო. აფსუს, რომ აგვისტოა, აუტანელი სიცხეა და სტადიონის ტრიბუნებზე იმდენი ხალხი არ შეკრებილა, რასაც ეს თამაში იმსახურებდა. მაგრამ ვინც მივიდა, მათ ალალად გაიხარეს – სეირი მართლაც უიშვიათესი გამოვიდა! 56:6 – ასეთი ანგარიშით მოუგო საქართველოს ნაკრებმა თავის ოდინდელ და უკვე თამამად შეიძლება ითქვას – ყოფილ...
ესპანეთში, მგლებზე სანადიროდ
კვირას, თბილისის დროით 23 საათზე, ესპანეთის ქალაქ ბადახოსში ფრანგი რეფერი ლუდოვიკ კეირი სასტვენს ჩაბერავს, რაც იმის მანიშნებელი იქნება, რომ დაიწყო „რაგბი ევროპის“ 2023 წლის ჩემპიონატის ფინალური მატჩი. ევროპაში ფინალები მხოლოდ სარაგბო საკლუბო ევროტურნირებზე იმართება, მაგრამ 19 მარტის შემდეგ ევროპის ჩემპიონატიც ამ მარაქაში გაერევა. აქამდე, ანუ 2000-დან 2022 წლის ჩათვლით ევროპული რაგბის მეორე ეშელონი პირველის მსგავსად,...
ტორელავეგაში აღდგენილი სამართლიანობა
ეს იყო ძლიერისა და სუსტის შერკინების კლასიკური მაგალითი. საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ესპანეთის ქალაქ ტორელავეგაში ისე ითამაშა, რომ კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რომ ბორჯღალოსნები ამ დონეს კარგა ხანია და კარგა მანძილით გაცდნენ. 41:3 და გარდა ამ შთამბეჭდავი სტატისტიკისა, გამოუყენებელი მომენტების მთელი რიგი. მარტო ის ფაქტი, რომ 7 ლელოდან დამრტყმელებმა მხოლოდ 3 გარდასახეს, ჩვენს ნაკრებს 8...
შავი ლომი კვლავ ფინალშია!
პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ზედიზედ მეორედ გააღწია „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ფინალში. ტურნირის აღმოსავლეთ კონფერენციის გამარჯვებულმა „შავმა ლომმა“ დასავლეთის მეორეადგილოსან „იბერიანსს“ „ავჭალაზე“ უმასპინძლა და მიუხედავად პირველ ტაიმში მეტოქის მხრიდან გაწეული წინააღმდეგობისა, საბოლოოდ გამანადგურებელი ანგარიშით იმარჯვა. 41:9 სრულად ასახავს ძალთა შეფარდებას. ქართველები ესპანელებს ყველა სათამაშო კომპონენტში აშკარად აღემატებოდნენ და შედეგიც აბსოლტურად სამართლიანია. აკა ტაბუცაძემ მატჩი საკუთარ ბენეფისად...
შავმა ლომმა ბათუმით დაიწყო
პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა თავისი არსებობის მეორე წელიწადი „რაგბი ევროპის“ სუპერთასის მატჩით დაიწყო, რომელიც ბათუმის სარაგბო სტადიონზე გაიმართა. „შავმა ლომმა“ თავისი მაღალი რენომე დაადასტურა და ტურნირის ახალბედა, საქართველოს მოქმედი ჩემპიონი „ბათუმი“ დიდი ანგარიშით – 29:3 დაამარცხა, თანაც 4 ლელო გაიტანა და ამისთვის ბონუს-ქულაც მიიღო. ამ 5-მა ქულამ სუპერთასის მოქმედი მფლობელი სტარტიდანვე აღმოსავლეთ კონფერენციის ცხრილის სათავეში...
შავი ლომი სუპერთასის მფლობელია
პირველმა ქართულმა სარაგბო ფრენჩაიზმა ახალი ევროპული საკლუბო ტურნირი მოიგო და „რაგბი ევროპის“ სუპერთასის ახალშექმნილ ისტორიაში პირველი გამარჯვებულის გრაფაში გენიალური ნიკო ფიროსმანის შედევრის სახელწოდება ჩაიწერა. „შავმა ლომმა“ ლისაბონში ადგილობრივი „ლუზიტანუში“ 17:14 დაამარცხა და საკმაოდ ლამაზი თასი დაისაკუთრა. როგორც წინასამატჩო მიმოხილვაში მოგახსენებდით, პორტუგალიის ეროვნული ნაკრების საბაზო გუნდად ჩაფიქრებულმა „ლუზიტანუშმა“ სუპერთასის ჯგუფური ტურნირი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა – ექვსივე...









