ჭდე: შალვა მამუკაშვილი

Home შალვა მამუკაშვილი
აკა-შოუ ავჭალაზე
ჩანაწერი

აკა-შოუ ავჭალაზე

„შავმა ლომმა“ წარმატებით ჩაატარა „რაგბი ევროპის“ სუპერთასზე თავისი სადებიუტო მატჩი. პირველი ქართული სარაგბო ფრენჩაიზი ისრაელის „თელ-ავივ ჰითს“ 33:10 მოერია, ბონუსი მოინადირა და სატურნირო ცხრილის მეორე საფეხურზე აინაცვლა. პირველი ტაიმი 18:10 დასრულდა. ისრაელის ფრენჩაიზის ბირთვს საკმაოდ მაღალკვალიფიციური ლეგიონერები შეადგენენ – სამხრეთააფრიკელები, ფიჯელები, ინგლისელები, და პირველ ნახევარში მათ ჩვენს ბიჭებს შედარებით მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს. თელავიველებმა ერთადერთი ლელო...

ქართული პირველი ხაზი
ჩანაწერი

ქართული პირველი ხაზი

პრო დ2-ის მე-7 ტურში ქართველებს თავი არაფრით გამოუჩენიათ, მაგრამ ერთი-ორი საინტერესო მომენტი მაინც დაფიქსირდა. ასე, მაგალითად, „გრენობლის“ შემადგენლობაში „ბეზიესთან“ საშინაო მატჩის (19:21) დასკვნითი 17 წუთი მასპინძელთა შერკინების პირველი ხაზი სრულად ქართველებისგან შედგებოდა, თანაც მთელი ეს დრო სტუმართა შორისაც იყო ერთი ჩვენებური პირველხაზელი ფორვარდი. ალპელთა სასტარტო შემადგენლობაში მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა იყო, ვისაც მე-15 წუთზე ტვინის...

შავი ლომი ევროპის სუპერთასზე
ჩანაწერი

შავი ლომი ევროპის სუპერთასზე

„რაგბი ევროპამ“ საკლუბო ტურნირი დააანონსა, სახელწოდებით „რაგბი ევროპის სუპერთასი“. შეჯიბრებაში 6 ფრენჩაიზი და ორი რუსული კლუბი მონაწილეობას მიიღებს. 8 მონაწილე ორ ჯგუფად გაიყოფა – დასავლეთ და აღმოსავლეთ დივიზიონებად და ამ უკანასკნელში  ისრაელის „თელ ავივ ჰიპთან“, კრასნოიარსკის „ენისეისა“ და „ლოკომოტივ-პენზასთან“ ერთად მონაწილეობას ახლახან შექმნილი ქართული პროფესიული ფრენჩაიზი „შავი ლომიც“ მიიღებს. ჯგუფური ეტაპი ორ წრედ გაიმართება, სტარტს...

ბორჯღალოსნებს გაუმარჯოს!
ჩანაწერი

ბორჯღალოსნებს გაუმარჯოს!

ესეც ასე! საქართველოს ბორჯღალოსნებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ მეორე სარაგბო დონეს ერთი თავით აღემატებიან! როგორც იქნა, „მიხეილ მესხზე“ ხალხი დაუშვეს, თორემ წელიწადზე მეტია, ვაკის სტადიონს გულშემატკივარი არ უნახავს. როგორც რეგულაცია მოითხოვდა, ტრიბუნები მესამედით შეივსო და სტადიონზე მისულებთან ერთად კარგი, თვალსასეირო თამაში მრავალრიცხოვანმა ტელემაყურებელმაც იხილა. 28:17 – ასე მოიგო საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუმინეთთან, არადა შალვა მამუკაშვილის...

ბორჯღალოსნები ბეწვის ხიდზე
ჩანაწერი

ბორჯღალოსნები ბეწვის ხიდზე

რასაკვირველია, ესპანეთს უფრი მაღალი კლასის სარაგბო ნაკრები ჰყავს, ვიდრე პორტუგალიას. ამიტომაც იყო, რომ ყველა ელოდა ბორჯღალოსნები მხრიდან დასკვნით 20 წუთში მომატებას და „ლომებისთვის“ კუთვნილი ადგილის მიჩენას, მაგრამ კინაღამ პირიქით მოხდა. „რაგბი ევროპის“ მიმდინარე ჩემპიონატის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები მადრიდის „სენტრალ უნივერსიტარიოს“ გაზონზე მასპინძელთა ეროვნულ გუნდს ერკინებოდა და ფავორიტადაც მიიჩნეოდა მიუხედავად იმისა, რომ რეალურად ევროპის მოქმედი...

5 ქულა პორტუგალიიდან
ჩანაწერი

5 ქულა პორტუგალიიდან

შედეგი ისეთი მივიღეთ, როგორსაც ვგეგმავდით – ჩვენებმა პორტუგალიის ნაკრები ლისაბონშივე დაამარცხეს, ბონუს-ქულაც აიღეს და პირველი ტურის შემდეგ „რაგბი ევროპის“ 2021 წლის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს სათავეშიც ჩაუდგნენ. მაგრამ, თუ გვერდით გადავდებთ დაუწერელ კანონს, რომლის ძალითაც გამარჯვებულს არ ასამართლებენ, ბორჯღალოსნების მისამართით საყვედურის თქმის არაერთ საბაბს მოვიყვანდით. თუმცა, გამარჯვებაა და ვიზეიმოთ. 29:16, თან გასვლაზე და თან 5 ლელოს...

სენსაცია საქართველოს არ ეხება – ესპანეთიც განზეა
ჩანაწერი

სენსაცია საქართველოს არ ეხება – ესპანეთიც განზეა

რაგბი ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის მე-2 ტურში საქართველოს ნაკრებმა კვლავ მოიგო და სატურნირო ცხრილში უკვე ერთპიროვნულად გალიდერდა. სასტარტო ტურის შემდეგ მეორე ევროპული დონის პირველობას ორი ლიდერი ჰყავდა  ბორჯღალოსნები და ესპანელები, ორივეს 5-5 ქულა ჰქონდა, მაგრამ რაკიღა კვირას ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, ერთ-ერთს მოწინავის როლთან განშორება არ აცდებოდა. ქართველება მადრიდის საუნივერსიტეტო სარაგბო არენაზე 23 :10 იმარჯვეს და...