„ლივერპული’’ კვირას სეზონის პირველი ტიტულის, „ქომუნითი შეილდის’’ ანუ იგივე ინგლისის სუპერთასის მოპოვებას შეეცდება. ინგლისის ჩემპიონი „უემბლიზე’’ ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელს „კრისტალ პალასს’’ დაუპირისპირდება. მოგების შემთხვევაში მერსისაიდელები ამ ჯილდოს ოთხ წელიწადში მეორედ აღმართავენ. 2022 წელს „ლივერპული’’ „მანჩესტერ სიტის შეხვდა და 3:1 მოუგო. იმ დღეს შედგა დარვინ ნუნიესის დებუტი „წითლების’’ შემადგენლობაში. მან 90+4 წუთზე გოლიც გაიტანა, მაგრამ...
ჭდე: ქომუნითი შილდი
ლივერპულის მეთექვსმეტე შილდი
„ლივერპულმა” „მანჩესტერ სიტის” 3:1 მოუგო და ისტორიაში მეთექვსმეტედ დაეუფლა „ქომუნითი შილდს” ანუ ინგლისის სუპერთასს. თამაში ლესტერში „კინგ ფაუერ სთედიუმზე” გაიმართა. მერსისაიდელთაგან გოლები გაიტანეს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, მოჰამედ სალაჰმა და ახალწვეულმა დარვინ ნუნიესმა — ინგლისში სეზონი გაიხსნა. ზაფხულში ორივე გუნდმა შეიძინა ახალი ფეხბურთელები, ტრანსფერებში ფული არც ერთს დაუნანია და არც მეორეს, მაგრამ სასტარტო შემადგენლობებში ახალ შენაძენთაგან მხოლოდ...
ჯეიმი კაზინოშიც ვარდია
„ქომუნითი შილდის“ ანუ ინგლისის სუპერთასის მოგების შემდეგ, იმავე საღამოს, „ლესტერის“ 34 წლის ვარსკვლავმა ჯეიმი ვარდიმ კაზინოში 30 000 გირვანქა მოიგო. „ლესტერმა“ სუპერთასი „მანჩესტერ სიტის“ 1:0 ძლევით მოიპოვა. ვარდი კაზინოში მარტო არ გაქცეულა, გამარჯვებულ გუნდს ზეიმი „ლესტერის“ მეპატრონემ აიავატ სრივადჰანაპრაბჰამ მოუწყო. აიავატი ვიჩაი სრივადჰანაპრაბჰას ვაჟია, რომელიც ლონდონში, ავიაკატასტროფაში დაიღუპა. ის 2018 წელს „ლესტერის“ და „ვესტ ჰემის“ მატჩის...
მელიებმა მანჩესტერ სიტი დაამარცხეს
ინგლისის „ქომუნითი შილდი“ ანუ სუპერთასი „ლესტერმა“ მოიგო. ფეხბურთის ასოციაციის თასის მფლობელმა „მელიებმა“ ჩემპიონ „მანჩესტერ სიტის“ 1:0 აჯობეს. შეხვედრის ერთადერთი გოლი, 89-ე(!) წუთზე, მანჩესტერელთა ყოფილმა „ოქროს ბიჭმა“, 24 წლის ნიგერიელმა კელეჩი იჰენაჩომ პენალტით გაიტანა. 2015-17 წლებში „ეტიჰედის“ იმედმა, თავისი ყოფილი გუნდის კარში შეგდებული შოკისმომგვრელი ბოლო წუთის გოლით სრულიად გადაფარა ჯეკ გრილიშის დებიუტი „მანჩესტერ სიტიში“. ეს დებიუტი...
კლოპი და სხვისი ჯიბე
იურგენ კლოპმა „მანჩესტერ სიტის” სიმდიდრეზე და სატრანსფერო ხარჯებზე გაამახვილა ყურადღება — აბა, ჩვენ, „ლივერპულს” მაგდენი სად გვაქვსო. „სიტიმ” გერმანელი მწვრთნელის ეს განცხადება მის ავტოგოლად მიიჩნია — თურმე, ბოლო ორი წელიწადია, „ლივერპული” მეტს ხარჯავს. კვირას ინგლისში „ქომუნითი შილდია” ანუ სუპერთასი. ერთმანეთს სწორედ „სიტი” და „ლივერპული” ხვდებიან და კლოპმა ამ შეხვედრის წინ მანჩესტერელთა სიმდიდრის თემა თითზე დაიხვია;...
აგუერო კეინზე უკეთესია
ინგლისის სუპერთასზე რომელსაც „ქომუნითი შილდი” ჰქვია სერხიო აგუეროს მიერ გატანილი ორი გოლით „მანჩესტერ სიტიმ” „ჩელსი” დაამარცხა — 2:0. „უემბლიზე” შეხვედრას 73 ათასი მაყურებელი ესწრებოდა. აგუეროს ოთხი გოლის გატანაც კი შეეძლო. ლონდონელთაგან კვლავ ვერ შეაგდო ალვარო მორატამ, რომელზეც უკვე დაჟინებით წერენ, რომ საკუთარი თავის რწმენა აქვს დაკარგული. ეს გახლდათ „ჩელსის” ახალი მწვრთნელის მაურიციო სარის ოფიციალური დებიუტი....





