სერია A-ს 2022-23 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელის ჯილდო მიენიჭა „ნაპოლის” თავკაც ლუჩანო სპალეტის. დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება „ნაპოლისა” და „სამპდორიას” შეხვედრის წინ, ნეაპოლში, „დიეგო არმანდო მარადონას” სახელობის სტადიონზე. ხსენებული წოდება სპალეტის მიანიჭა ჟიურიმ, რომელიც სპორტული გაზეთების რედაქტორებისგან შედგებოდა. ისინი მწვრთნელებს ტექნიკური და სპორტული კრიტერიუმების მიხედვით აფასებდნენ, ითვალისწინებდნენ მათი გუნდების თამაშის ხარისხს და ფეარ-ფლეის პრინციპებს. საბოლოო დასკვნის...
ჭდე: სერია A
იტალიაში ჩემპიონები ხდებიან და მიდიან
ლუჩანო სპალეტიმ „ნაპოლი” ჩემპიონი გახადა და მიდის. ასეთი რამ — ჩემპიონი მწვრთნელის გუნდიდან წასვლა — იტალიაში პირველად არ ხდება. „ილ მატინო” წერს, რომ ეს მეჩვიდმეტე შემთხვევაა და დასძენს, მსგავსი რამ მარტო ადრეულ ეპოქაში კი არა, ბოლო ოცი წლის განმავლობაშიც ბევრჯერ მომხდარაო. ნეაპოლური დილის გაზეთი იხსენებს ფაბიო კაპელოს, რომელმაც 1996 წელს „მილანს” სკუდეტო მოაგებინა და დატოვა....
ნაპოლი უდინეზეს შეესია
„სქაი სპორტის” ინფორმაციით „ნაპოლი” „უდინეზეს” თავდამსხმელის ბეტოს გადაბირებას აპირებს. „შავ-თეთრებს” იტალიის ჩემპიონთაგან უკვე მიუღიათ პირველი წინადადება. დე ლაურენტისი ბეტოს სანაცვლოდ 25 მილიონ ევროს იძლევა, თუმცა უდინელები 25 წლის პორტუგალიელში 35 მილიონს ითხოვენ. 35 მილიონი ზუსტად ის რიცხვია, რაც ლისაბონელს გამოსასყიდ თანხად უწერია. ამბობენ, რომ ორ კლუბს შორის კარგი ურთიერთობაა და ამის გამო ბეტოს ტრანსფერზე მუშაობა...
სპალეტის განკარგულებაში უძლიერესი შემადგენლობაა
იტალიურ პრესაში წერენ, რომ „ნაპოლის” ის შემადგენლობა, რომელმაც სკუდეტო მიმდინარე სეზონის დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე მოიპოვა, „ინტერთან” სათამაშოდ მზად არის. გამოჯანმრთელდა მარიო რუი, რომელიც ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში, „მილანთან” თამაშის დროს დაშავდა. ერთადერთი, ვინც 36-ე ტურის შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, არის მექსიკელი ირვინგ ლოსანო, რომელიც ისეა დაშავებული, რომ მოედანზე მომავალ სეზონამდე ვეღარ ვიხილავთ. ბოლო ხანს ყურადღების...
ოსიმენს გრიპი შეეყარა
იტალიის ჩემპიონი ჩემპიონთა ლიგის ფინალისტის წინააღმდეგ — კვირას „მარადონაზე” „ნაპოლი” – „ინტერია”. ლუჩანო სპალეტის „აძური”, რომელმაც ტრიკოლორი სეზონის დამთავრებამდე ხუთი ტურით ადრე შემოიხვია, ეთამაშება სიმონე ინძაგის „ნერაძურის”, რომელმაც სამშაბათს ნახევარფინალში „მილანი” დაამარცხა. „ილ მატინო” წერს, რომ სატურნირო ცხრილიდან გამომდინარე, კვირის შეხვედრას პრაქტიკული მნიშვნელობა მხოლოდ მილანელებისთვის აქვს — ფინალში „მანჩესტერ სიტისთან” წაგების შემთხვევაში ხომ უნდა მოიპოვონ...
შვიდი ნეაპოლელი ნომინანტი სერია A-ს სიმბოლურ ნაკრებში
შვიდი ნეაპოლელი შვიდ სხვადასხვა პოზიციაზე ჩინებული შედეგია. შესაძლოა შვიდივემ ვერ გაიმარჯვოს, მაგრამ ისინი EASports Fifa-ს Lega Calcio-ს თერთმეტეულის ნომინანტები არიან. მეკარეთა შორის გახლავთ ალექს მერეტი, მცველებს შორის — კაპიტანი ჯოვანი დი ლორენცო და კიმ მინ-ჯაე, ნახევარდაცვაში — სტანისლავ ლობოტკა და ანდრე-მარკ ზამბო ანგისა, თავდასხმაში კი ხვიჩა კვარაცხელია და ვიქტორ ოსიმენი. არჩევანს უახლოეს კვირებში EASports-ის ვებგვერდზე...
სპალეტი: გასახდელში ასეთი რამ არასდროს მინახავს
„მონცამ” „ნაპოლის” მიერ სკუდეტოს მოგებას ლამაზი ჟესტი მიუძღვნა. ეს კვირას, გუნდების დაპირისპირების წინ მოხდა. ტელეეკრანიდან ყველამ ნახა, თუ როგორ მოუწყეს მასპინძლებმა სტუმრებს საჩემპიონო დერეფანი, მაგრამ აქ სხვა რამეს ვგულისხმობთ — იმას, რის შესახებაც მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე „აძურის” მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავად ილაპარაკა. „როდესაც გასახდელში შევედით, კედელზე დაგვხვდა წარწერა: კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, ნაპოლი!. ასეთი რამ არასდროს...
ეტყობოდა, რომ წაგებას ვერ ეგუებოდა
„ნუთუ გუშინდელს მერე არავის გაგიჩნდათ „ნაპოლისთვის” ლოცვის სურვილი? ეს გუნდი ხომ ბოლო დროს ამუხრუჭებს და ამუხრუჭებს. მონცაში იტალიის ჩემპიონი გაზარმაცებული და უზუსტო იყო. თუმცა, როგორ გინდა არ გშთანთქას იმ კლიმატმა, რომელიც გარშემო მეფობს. მერედა, თავად თამაში იყო იმდენად არაფრისმომცემი, რომ სპალეტიმ მეორე შემადგენლობის ფეხბურთელებს დაუთმო ასპარეზი” — წერს ნეაპოლური გაზეთი „ილ მატინო”, მაგრამ იქვე დასძენს,...
სპალეტი: ხვიჩა სტრატოსფეროდან არის
„ნაპოლიმ” მონცაში წააგო, „ლა გაძეტა დელო სპორტმა” კი ამ წაგებას უმტკივნეულო უწოდა. მეორე მხრივ, მილანური გაზეთი აქებს მასპინძელთა გუნდს, რომელმაც ჩემპიონს თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა. მატჩის შემდგომ პრეს-კონფერენციაზე ნეაპოლელთა თავკაც ლუჩანო სპალეტის საგანგებოდ ჰკითხეს ხვიჩა კვარაცხელიაზე. ქართველი გარემარბი მოედანზე მეორე ტაიმში შევიდა, რათა თავისი გუნდის ჩამქრალი თამაში აენთო. „როდესაც ბურთი სხვებს აქვთ, მან რაღაც...
ოსიმენისთვის საგოლე პასის მიწოდება ძებრინს მოუწევს
დღეს, სერია A-ს 35-ე ტურში იტალიის ჩემპიონი „ნაპოლი” მონცაში თამაშობს. ამ შეხვედრას პრაქტიკული თვალსაზრისით მნიშვნელობა არც ერთი გუნდისთვის აქვს და არც მეორესთვის. ერთადერთი, 83 ქულიანი „აძური” 2018 წელს მაურიციო სარის ხელმძღვანელობით დამყარებულ საკუთარ რეკორდს თუ შეუტევს — მაშინ გუნდმა ჩემპიონატი 91 ქულით დაასრულა. თავის მხრივ, ბრიანცელებს მიუხედავად იმისა, რომ თავი ქუდში აქვთ, შეიძლება ცხრილში რაც...









