ჭდე: სერია A

Home სერია A
ერთხელ გარსია და პიოლი შესასვლელში შეეჯახენ ერთმანეთს
ჩანაწერი

ერთხელ გარსია და პიოლი შესასვლელში შეეჯახენ ერთმანეთს

რუდი გარსიას „ნაპოლიმ” ჩემპიონთა ლიგაში, ბერლინის „ოლიმპიაშტადიონზე” მეორე გამარჯვება იზეიმა — ხვიჩა კვარაცხელიას ფენომენალური საგოლე პასისა და ჯაკომო რასპადორის გოლის წყალობით შეხვედრა 1:0 დასრულდა. გერმანიაში მიღწეული გამარჯვებით „აძურის” ფლეი-ოფში გასვლის კარგი შესაძლებლობა გამოუჩნდა, მაგრამ მანამდე გარსიამ, რომლის კვალიფიკაციას იტალიაში ბოლოხანს ეჭვის თვალით შეხედეს, მორიგი მნიშვნელოვანი გამოცდა აქვს ჩასაბარებელი: მისი გუნდი კვირას სტეფანო პიოლის „მილანს” ხვდება....

ხვიჩა სამ სიმბოლურში…
ჩანაწერი

ხვიჩა სამ სიმბოლურში…

ხვიჩა კვარაცხელია იტალიის სერია A-ს ტურის სიმბოლურ ნაკრებში რამდენიმე ანალიტიკურმა საფეხბურთო ვებგვერდმა და სერია A-ს ოფიციალურმა გვერდმა დაასახელა. ხვიჩამ ბოლო ტურში, „ვერონასთან“გასვლით შეხვედრაში დუბლი შეასრულა და წარმატებული თამაშის შემდეგ მაღალი შეფასებები მიიღო. Whoscored-მა საბოლოოდ 8,6 ქულა დაუწერა, Sofascore-მ კი 8,9 ქულა. იტალიის ჩემპიონატის ვებგვერდმა, Fantacalcio-მ 22 წლის ქართველი ფეხბურთელის თამაში 7,5 ქულით შეაფასეს. სამივე ვებგვერდმა...

ალეგრიმ სან სიროზე ტრადიციული ისტერიკა მოაწყო
ჩანაწერი

ალეგრიმ სან სიროზე ტრადიციული ისტერიკა მოაწყო

ეს მასიმილიანო ალეგრის პირველი შოუ არ იყო. ალბათ, არც ბოლო. მიუხედავად იმისა, რომ წუხელ „სან სიროზე” მისი „იუვენტუსი” მასპინძელ „მილანს” 1:0-ს უგებდა და საბოლოოდ მოუგო კიდეც, მან ბოლო წუთებზე მაინც მოაწყო ისტერიკა, წიხლი ურტყა სარეკლამო დაფას, ისროლა წყლის ბოთლები, იყვირა, ჯერ თავისი პიჯაკი დაანაცხ მიწაზე, მერე კი ჰალსტუხი. მიზეზი? მწვრთნელმა როგორც ყოველთვის ჩათვალა, რომ შეხვედრის...

ნავსიანი პერიოდი: ზოგი დაშავდა, ზოგმა გონი დაკარგა
ჩანაწერი

ნავსიანი პერიოდი: ზოგი დაშავდა, ზოგმა გონი დაკარგა

სანაკრებო კვირის შემდეგ სიმონე ინძაგის „ინტერმა” სერია A-ს შეწყვეტილი ჩემპიონატი დიდებულად განაახლა: მარკუს ტურამის, ლაუტარო მარტინესისა და ჰაკან ჩალჰანოღლუს (პენალტი) გოლებით ტურინში, „სტადიო ოლიმპიკოზე” საბა საზონოვის „ტორინოს” 3:0 მოუგო. საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი მოედანზე 51-ე წუთზე დაშავებული ნიდერლანდელი პერ შუურსის ნაცვლად შევიდა. ის, რომ ამის შემდეგ მასპინძლებმა სამი გოლი გაუშვეს საბას ბრალი არ ყოფილა, მაგრამ...

კაცმა ქალს ხელი არ ჩამოართვაო
ჩანაწერი

კაცმა ქალს ხელი არ ჩამოართვაო

იტალიელი მსაჯი ხუან ლუკა საკი შეიძლება ერთთამაშიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ, რადგან მან თავის ქალ-ასისტენტს მატჩის წინ ხელი არ ჩამოართვა. „ლეჩესა” და „სასუოლოს” შეხვედრის წინ სერია A-ს არბიტრის საქციელი კამერამ დააფიქსირა. ჩანაწერის მიხედვით რჩება შთაბეჭდილება, თითქოს საკიმ თანამსაჯ ფრანჩესკა დი მონტესთვის ხელის ჩამორთმევას თავი აარიდა. ჩანაწერში კარგად ჩანს, ინციდენტის შემდეგ რაოდენ მრავალმნიშვნელოვნად გააქნია თავი დი მონტემ. არადა...

ნაპოლი კლუბია თუ სამკერვალო ფაბრიკა?
ჩანაწერი

ნაპოლი კლუბია თუ სამკერვალო ფაბრიკა?

ჟურნალისტმა, წარსულში „გაძეტა დელო სპორტის” წამყვანმა მიმომხილველმა როსარიო პასტორემ „ფიორენტინასთან” „ნაპოლის” 1:3 მარცხის შემდეგ მკაცრი კომენტარი გააკეთა. „მოკლედ რომ ვთქვათ, ჯერ 10 ტურიც არ არის ჩემპიონატის დაწყებიდან გასული და „ნაპოლი” უკვე იმ გუნდის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომელსაც დაკარგული პოზიციის დასაბრუნებლად ძალა არ შესწევს. და ამ დროს ვხედავთ, რომ მდგომარეობის გამოსწორებაზე მეტად ფულის კეთებაზე ზრუნავენ. აწყობენ ახალი...

გარსიას უცნაური გადაწყვეტილებები და იტალიანოს გაკვეთილი
ჩანაწერი

გარსიას უცნაური გადაწყვეტილებები და იტალიანოს გაკვეთილი

საფინალო სასტვენი. სკეპტიკური სახეები — ფეხბურთელებისა მოედანზე და გულშემატკივრისა ტრიბუნებზე. „ფიორენტინასთან” „ნაპოლის” მარცხის სურათებმა მწარე გემო დატოვა. ის რაც „მარადონაზე” მოხდა უბედურ შემთხვევას არ ჰგავდა: შეხვედრები „უდინეზესა” და „ლეჩესთან” და კარგი თამაში „რეალთან” გადაიხაზა. ის გააბათილა მორიგმა მალე დასავიწყებელმა შეხვედრამ, რომელიც ძალიან ცუდად რუდი გარსიას გადაწყვეტილებების გამოც დასრულდა: მორიგი მოუთმენლობა მატეო პოლიტანოს შეცვლისას (გაუგებარი იყო...

ორივე მეკარე გააგდეს
ჩანაწერი

ორივე მეკარე გააგდეს

„მილანი” გენუაში შეხვედრის ბოლოს, 87-ე წუთზე გატანილი გოლის წყალობით სერია A-ს ცხრილიში პირველ ადგილზე გადავიდა. გოლი, რომელიც კრისტიან პულიშიჩმა შეაგდო ამ შეხვედრაში ერთადერთი იყო. ეპიზოდი VAR-მა შეამოწმა, მაგრამ დაადგინა, რომ პულიშიჩს ბურთისთვის ხელი არ შეუხია. „როსონერის” ბრწყინვალედ ნამდვილად არ უთამაშია, მაგრამ მეტწილად მოსაწყენი ფეხბურთი საკმარისი აღმოჩნდა საიმისოდ, რომ მილანელებს 21 ქულა დაეგროვებინათ და 19-ქულიანი „ინტერის”...

ხუთი შესაძლო ცვლილება ნაპოლის შემადგენლობაში
ჩანაწერი

ხუთი შესაძლო ცვლილება ნაპოლის შემადგენლობაში

კვირას, საქართველოს დროით 22 საათსა და 45 წუთზე „ნაპოლი” „ფიორენტინას” მასპინძლობს. როგორც „კორიერე დელო სპორტი” წერს, მოსალოდნელია, რომ რუდი გარსიამ ამ შეხვედრაში „რეალთან” ჩატარებული მატჩისგან განსხვავებით შემადგენლობა ხუთი ფეხბურთელით შეცვალოს. „ელმასის გამოყენება შეიძლება როგორც ნახევარდაცვაში, ასევე ფრთაზე. „რეალთან” ის მარჯვენა ფრთაზე პოლიტანოს ნაცვლად შევიდა. ფლანგზე თამაშის კანდიდატია რასპადორიც. ის მიმდინარე სეზონში ნამდვილი ჯოკერია. მარიო რუიმ მადრიდელებთან...

დიოსკურები არსად წასულან
ჩანაწერი

დიოსკურები არსად წასულან

ვინაიდან იტალიური ფეხბურთი შედეგზეა დაფუძნებული, ბოლონიაში ვიქტორ ოსიმენის მიერ თამაშის დამთავრებამდე თხუთმეტიოდე წუთით ადრე პენალტის ვერ-გატანა დიდ შეცდომად ჩათვალეს. არადა, ყველას ვისაც აღმოაჩნდა კეთილი ნება წაეკითხა ჩემი წერილი კარგად მოეხსენება, რომ მე „ნაპოლის” თამაში პოზიტიურად აღვიქვი და მიუხედავად იმისა, რომ განსაკუთრებულ პატივს არ ვცემ, შედეგზე მთელი პასუხისმგებლობის რუდი გარსიასთვის დაკისრებას მოვერიდე. წუხელ, დამტკიცდა, რომ რასაც...