„ბარსელონას” სამედიცინო სამსახურმა გაავრცელა განცხადება, სადაც წერია, რომ მათი ფრანგი მცველი, მსოფლიოს ჩემპიონი სამუელ უმტიტი მკურნალობის გასაგრძელებლად კატალონიის დედაქალაქში ბრუნდება. ეს იმას ნიშნავს, რომ უმტიტი დაბრუნდება ყატარიდან, სადაც ის თერაპიის კურსს გადიოდა. კლუბში ფრანგის მდგომარეობა ფრიად აწუხებთ. 28 სექტემბრის შემდეგ მცველი დაშავებულია. ამ ხნის განმავლობაში მან მხოლოდ ერთხელ ითამაშა „ვანდა მეტროპოლიტანოზე”, „ატლეტიკოს” წინააღმდეგ. შეხვედრა 1:1 დასრულდა....
ჭდე: სამუელ უმტიტი
ბარსას დიდი წარმატება მსოფლიოს ჩემპიონატზე
კატალონიური „სპორტი” წერს, რომ საფრანგეთის ნაკრები მეტისმეტად მაღალი კლასის გუნდი იყო საიმისოდ, რომ ფინალში მისთვის ხორვატიას მოეგო და „ბარსას” ფეხბურთელების მსოფლიოს ჩემპიონობას ზეიმობს. „საფრანგეთმა მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ხორვატიას 4:2 მოუგო, რაც იმას ნიშნავს, რომ „ბარსელონას” ორი ფეხბურთელი შინ ოქროს მედლით ბრუნდება — სამუელ უმტიტი და ოსმან დემბელე საფრანგეთის გამარჯვებული ნაკრების წევრები იყვნენ. დაჯილდოების ცერემონიალზე ორივემ,...
ლეოს ყოველდღე ვხედავ
საფრანგეთის ნაკრების მცველი სამუელ უმტიტი ბარსელონელი თანაგუნდელის, ლეო მესის მიმართ უდიდესი სიმპათიით არის განწყობილი, მაგრამ ხვალ, ყაზანში, არგენტინის ნაკრებთან მერვედფინალურ შეხვედრაში მასთან დაპირისპირება მოუწევს. უმტიტი უკვე ორი წელიწადია რაც მესისთან ერთად „ბარსელონაში” თამაშობს. არგენტინის წინააღმდეგ ის ძირითად შემადგენლობაში იქნება, მითუფრო, რომ დანიასთან ჯგუფის ბოლო შეხვედრაში დიდიე დეშამმა რამდენიმე წამყვან ფეხბურთელთან ერთად დაასვენა. „ბარსელონაში მესის ყოველდღე ვხედავ....

