„ბილბაოსთან” შინ, სამეფო თასის მეოთხედფინალში 1:3 წაგების შემდეგ, „ვალენსიას” მწვრთნელმა ჯენარო გატუზომ პრეს კონფერენციაზე ასე ილაპარაკა: რა მოუვიდა გუნდს? ბოდიშს ვუხდი „მესტალიაზე” მოსულ 45 000 გულშემატკივარს. ჩვენ შეშინებულები ვთამაშობდით, ხოლო როდესაც გუნდი შეშინებული თამაშობს, პასუხისმგებლობა მწვრთნელმა უნდა იკისროს. თუ თასის მეოთხედფინალში ასე თამაშობ, პირველი დამნაშავე მწვრთნელია. მთელი 96 წუთის განმავლობაში გუნდი წარმოუდგენლად შეშინებული იყო. ყველაფერს...
ჭდე: სამეფო თასი
ბრაზისა და თასის გემო
დღეს „ვალენსია” და „ბილბაო”, ჯენარო გატუზო და ერნესტო ვალვერდე სამეფო თასის ნახევარფინალში გასასვლელად შეებრძოლებიან ერთმანეთს, თუმცა AS წერს, რომ ფსონი უფრო დიდია. ორივე მწვრთნელს აქვს საათნახევარი (პლუს, თუ საჭირო იქნება დამატებითი დრო და პენალტები) თავისი პროექტის სერიოზულობის დასამტკიცებლად — გატუზომ „მესტალიაზე” უნდა მოახდინოს შთაბეჭდილება, ვალვერდემ კი „სან მამესზე”. ესპანური გაზეთი მართალია. ერთი შეხედვით ამ ერთმა...
მეოთხედფინალში მამარდა ბილბაოს შეხვდება
ცნობილია ესპანეთის სამეფო თასის მეოთხედფინალის წყვილები და შეხვედრების დრო. შეგახსენებთ, რომ ნახევარფინალისტების ვინაობა გაირკვევა თითო თამაშით. მასპინძელი წილისყრამ ბრმად დაასახელა — შინ თამაშობს გუნდი, რომელიც კალათიდან პირველი ამოვიდა. ნახევარფინალები უკვე ორმატჩიანი იქნება. ყველაზე დიდი ყურადღება მადრიდული გუნდების „რეალისა” და „ატლეტიკოს” დაწყვილებამ მიიპყრო. ისინი სამეფო თასზე 42-ჯერ შეხვედრილან. ამ თამაშებიდან „რეალმა” 17 მოიგო, 11-ჯერ გაიმარჯვა „როხიბლანკომ”,...
რეალმა მოატრიალა, ანჩელოტიმ კი როდრიგოს თითი უქნია
ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში „რეალი” ვილიარეალში 0:2-ს აგებდა. მე-4 წუთზე ეტიენ კაპუმ გახსნა ანგარიში, 42-ეზე კი სამუელ ჩუკვუეზემ მეორეც შეაგდო. ასე დასრულდა პირველი ტაიმი, შესვენების შემდეგ კი ვინისიუს ჟუნიორმა, ედერ მილიტაომ და დანი სებალოსმა სამი გოლი გაიტანეს და „თეთრები” მეოთხედფინალში გავიდნენ. ვინისიუსის გოლამდე ერთი წუთით ადრე, 56-ეზე, მადრიდელთა თავკაცმა კარლო ანჩელოტიმ ტონი კროოსი და როდრიგო...
მამარდას გასეირნება
ესპანეთის სამეფო თასის მერვედფინალში გიორგი მამარდაშვილმა და მისმა „ვალენსიამ” სტუმრად იოლად დაამარცხეს „ხიხონი” — 4:0. გიორგის მთელი შეხვედრის განმავლობაში ნახტომი არ დასჭირვებია, თუმცა იმ ეპიზოდებში, როდესაც მასპინძლები „ჩეების” მიხრჩობას საჯარიმოსთანვე ცდილობდნენ, მცველები თამამად უგორებდნენ ბურთს და ფეხით თამაშის კარგი პრაქტიკა მიიღო. მამარდაშვილი ერთი-ორჯერ გამოსვლაზეc ჩაერთო საქმეში. 12 დღის წინ „კადისთან” დამარცხების შემდეგ, „ღამურები” მოყოჩაღდნენ —...
გატუზოს ეშინოდა და კარში მამარდაშვილი დააყენა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” ესპანეთის სამეფო თასის გათამაშებაში ჩაერთო. მეთექვსმეტედფინალში მისი მეტოქე იყო ქვეყნის საფეხბურთო პირამიდის მესამე ლიგის გუნდი „ლა ნუსია”, რომელიც ვალენსიისავე ავტონომიის ამავე დასახელების ქალაქიდან არის. ჯენარო გატუზოს შეგირდებმა სტუმრად მოიგეს 3:0. ყურადღება მიიქცია იმ ფაქტმა, რომ „ვალენსიას” შემადგენლობა ფრიად გადახალისებული იყო, მაგრამ კარში მაინც ქართველი მეკარე იდგა. ამის შესახებ გატუზოს ესპანელმა ჟურნალისტებმა მატჩის...
ვალენსიამ და რეალმა როდისღა ითამაშონ?
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთვის” იანვარი რთული თვე რომ იქნება, ეს ფაქტია. „ღამურები” სამ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას. 31 დეკემბრის შეხვედრაზე სტუმრად „ვილიარეალთან” აქ არაფერს ვიტყვით, რადგან ფორმალურად ის 2022 წლის კალენდარშია. ნაახალწლევს გუნდს ჯერ „ლა ნუსიათან” უწევს სამეფო თასზე თამაში, შემდეგ, 6 იანვარს „მესტალიაზე” „კადისი” ჩადის სტუმრად, 22-ში ისევ „მესტალიაზე” „ალმერიასთან” არის შეხვედრა, 29-ში კი სტუმრად „ვალიადოლიდთან”,...
სხვა თაობა თერთმეტი მეტრიდან
ფეხბურთში, პენალტების სერიაში, ასაკი და სტატუსი გადამწყვეტი არ არის. რთული ამოცანისთვის თავის გასართმევად ფსიქოლოგიური ფაქტორები უფრო მნიშვნელოვანია: სითამამე, საკუთარი თავის რწმენა, ცივსისხლიანობა და სხვა. პენალტები ვარსკვლავებსაც გაუცუდებიათ. აშშ-ში, მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში, თერთმეტი მეტრიდან მიზანს ვერ მიაღწიეს იტალიელებმა ფრანკო ბარეზიმ და რობერტო ბაჯომ. თასების მფლობელთა თასის 1980 წლის ფინალში, „არსენალთან”, ვალენსიელთაგან თვით მარიო კემპესმა ვერ შეაგდო,...
ბურთი და თასი ზეცაში
„რეალ ბეტისმა” „ვალენსიას” პენალტებით მოუგო და ესპანეთის სამეფო თასს დაეუფლა. ქალაქ სევილიის გუნდმა ეს ჯილდო ისტორიაში მესამედ აღმართა — ფინალიც სევილიაში, ოღონდ „ლა კარტუხას” სტადიონზე ჩატარდა. მატჩის შემდეგ ბედნიერმა ვეტერანმა, 40 წლის ხოაკინმა ზეცისკენ აღმართა თასი. როგორც AS წერს, ეს სწორედ ის ზეცა იყო, რომელსაც იუნუს მუსამ „ღამურების” მეოთხე პენალტი დაუმიზნა. პრესტიჟული ესპანური გამოცემა იმასაც...
სამეფო თასის ფინალი: ორი სტილის ბრძოლა
დღეს, შუაღამისას ესპანეთის „სამეფო თასის” ფინალია: ერთმანეთს ორი განსხვავებული სტილის გუნდი, „ბეტისი” და გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” შეხვდება. „ბეტისს” ბურთის კონტროლი და ინიციატივა უყვარს, რასაც ხოსე ბორდალასი ალბათ პრესინგს, სისწრაფეს, ზონაში შეგდებულ პასებს, ბურთის მინიმალურად დაყოვნებასა და სიზუსტეს დაუპირისპირებს. superdeports აზრით, დღევანდელი მეტოქე განსხვავდება იმ გუნდებისგან, რომელთაც „ღამურები” ბოლო პერიოდში შეხვდნენ. „კადისი”, „რაიო” და „ოსასუნა” ცდილობდნენ...









