„პარიზიენმა’’ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც საკონტინენტთაშორისო თასზე „პარი სენ ჟერმენის’’ გამარჯვებას ეხება და „ფლამინგოსთან’’ მატჩს (1:1; პენალტებით პარიზელებმა მოიგეს) განსხვავებული კუთხით განიხილავს. წერილი კარში დარტყმების სტატისტიკით იწყება: დეზირე დუე – 1, კანგ ინ ლი – 1, ხვიჩა კვარაცხელია – 2, ბრედლი ბარკოლა – 1, ოსმან დემბელე – 4. ეს იმას ნიშნავს, რომ პარიზელთა 23 დარტყმიდან შემტევი...
ჭდე: საკონტინენტთაშორისო თასი
ხვიჩას წვლილი პარიზელთა მეექვსე ტიტულში
ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა შეხვედრაში, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „ფლამენგო’’ პენალტებით დაამარცხა და 2025 წლის მეექვსე ტიტული მოიგო. ეს ტიტულებია: ლიგა 1-ის ჩემპიონობა, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. პსჟ-ს და „ფლამენგოს’’ შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო დამთავრდა 1:1, პენალტების სერიაში კი მატვეი საფონოვმა ოთხი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ოსმან დემბელესა...
პარიზიენი: ერთი გმირი, დიდი სიხარული და ბევრი საფიქრალი
„ამ შეხვედრის გმირი ერთადერთი ადამიანი შეიძლება იყოს. ეს მატვეი საფონოვია, რომელმაც განაახლა დებატები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს „პარი სენ ჟერმენის’’ მთავარი მეკარე. პენალტების სერიაში ოთხი დარტყმის მოგერიებით მან პარიზულ კლუბს წლის მეექვსე ტიტული მოუტანა და ეს მოხდა იმ მატჩის შემდეგ, რომელიც მისმა თანაგუნდელებმა ცუდად ჩაატარეს’’ ― წერს „პარიზიენი’’ საკონტინენტთაშორისო თასის შეხვედრის მეორე დღეს....
საკონტინენტთაშორისო თასი ცოცხალია!
წარმატებული 2025 წლის მაღალ ნოტზე დასრულების თარიღად „პარი სენ ჟერმენის’’ ხელმძღვანელებმა 17 დეკემბერი დათქვეს. ლიგა 1-ის ჩემპიონატის მე-16 ტურში „პარკ დე პრენსზე’’ გიორგი წიტაიშვილისა და გიორგი აბუაშვილის „მეცთან’’ შეხვედრის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელიას პსჟ ცოტა ყავლგასული, მაგრამ მაინც ტიტულის, „საკონტინენტთაშორისო თასის მოპოვებას შეეცდება’’. „საკონტინენტთაშორისო თასი’’ წლების განმავლობაში იყო ევროპისა და სამხრეთ ამერიკის საუკეთესო გუნდების დაპირისპირება. ჩვეულებრივ...



