ჭდე: საბურთალო

Home საბურთალო
რუსთავური თრილერი
ჩანაწერი

რუსთავური თრილერი

ეროვნული ჩემპიონატის მე-11 ტური მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი გამოდგა. მეტოქეებმა ერთმანეთს 20 ბურთი გაუტანეს. ჯამში კი სულ 157 გოლია გასული. შესრულდა 3 დუბლი, რაც ასევე ერთ ტურში გატანილი ორგოლების რეკორდია. თავი დინამოელმა ზორან მარუშიჩმა, საბურთალოელთა მალელმა შეიკნე სილამ და გორელთა ბარბადოსელმა ტიერი გეილმა გამოიჩინეს. „დინამომ“ ლიდერ „ბათუმთან“ ორ ქულამდე შეამცირა სხვაობა (მანამდე 4 იყო). ზედიზედ...

კოხრეიძე უკან დაბრუნდა…
ჩანაწერი

კოხრეიძე უკან დაბრუნდა…

გიორგი კოხრეიძე საქართველოში დაბრუნდა და კარიერას  „საბურთალოში“ გააგრძელებს, – ინფორმაციას გუნდის პრესსამსახური ავრცელებს. 24 წლის თავდამსხმელი „საბურთალოს“ აღზრდილია და მის რიგებში 144 მატჩი აქვს ჩატარებული (32 გოლი და 20 საგოლე პასი). „საბურთალოსთან“ ერთად, 2018 წელს საქართველოს ჩემპიონი გახდა, 2019 და 2020 წლებში კი საქართველოს თასი და სუპერთასი მოიპოვა. შემდეგ კოხრეიძემ კარიერის გაგრძელება საფრანგთის ლიგა 2-ის...

გადასახდელია !
ჩანაწერი

გადასახდელია !

ცოტა არ იყოს სკანდალური ამბავი გვიამბო „სარბიელის პოდკასტში“ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისა და თბილისის „დინამოს“ ყოფილმა პრეზიდენტმა მერაბ ჟორდანიამ… ცნობილი ქართველი მწვრთნელის, ცხონებული შოთა ჭეიშვილის ოჯახს, თურმე, „საბურთალოდან“ გიორგი ხარაიშვილის გაყიდვით მიღებული სატრანსფერო თანხის წილი უნდა მიეღო. შოთა ჭეიშვილი ერთ-ერთი ყველაზე გამჭრიახი ქართველი მწვრთნელი გახლდათ. გახლდათ „დინამოში“ ნოდარ ახალკაცის თანაშემწე, საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების პირველი მწვრთნელი და...

ახალი მწვრთნელი, დირექტორი და სამი ახალწვეული
ჩანაწერი

ახალი მწვრთნელი, დირექტორი და სამი ახალწვეული

სიახლეებით იწყება ახალი წელი „საბურთალოში“. გუნდის მწვრთნელად ცოტა ხნის წინათ ომარ თეთრაძე დაინიშნა, ახალ კი კლუბმა ახალი სპორტული დირექტორიც წარადგინა – ამ პოსტზე საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ლევან სილაგაძე იმუშავებს. გარდა ამისა დედაქალაქურმა კლუბმა სამი ტრანსფერიც გააკეთა – „თელავიდან“ დაიმატა მარჯვენა მცველი ცოტნე კაპანაძე, მარტვილის „მერანიდან“ მალელი თავდამსხმელი შეიკნე სილა, ხოლო შვედეთიდან შემტევი ზაზა ციცქიშვილი...

ქართველი ბოსნიაშიც გვეყოლება…
ჩანაწერი

ქართველი ბოსნიაშიც გვეყოლება…

„საბურთალოს“ თავდამსხმელი გიორგი გულიაშვილი ბოსნია-ჰერცეგოვინაში გაემგზავრა, სადაც საფეხბურთო კლუბ „სარაევოს“ შეუერთდება. 21 წლის ფეხბურთელი სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტსაც გააფორმებს. გულიაშვილი „საბურთალოს“ აკადემიის აღზრდილია. მთავარ გუნდში დებიუტი 2018 წელს, 16 წლისას ჰქონდა. ეროვნული ლიგის გასულ სეზონში გულიაშვილმა „საბურთალოში“ 35 თამაში ჩაატარა და 4 გოლი გაიტანა. გიორგი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია.  

ვაგნერი დინამოში
ჩანაწერი

ვაგნერი დინამოში

თბილისის „დინამომ“ ბრაზილიელი შემტევი ვაგნერ გონსალვეში დაიმატა, მოთამაშე თბილისურ კლუბს მაკედონიური „შკენდიადან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. მხარეებს შორის კონტრაქტი 2024 წლის ბოლომდე გაფორმდა. ვაგნერი დინამოელთა შემადგენლობაში ოფიციალური მატჩების გამართავს 2023 წლიდან შეძლებს – ინფორმაცია თბილისის „დინამოს“ ვებ გვერდმა გაავრცელა. ბრაზილიელი შემტევი ფრანგული „ბასტიას“ აღზრდილია. უთამაშია უკრაინულ „კრივბასსა“ და „დნიპრო 1“-ში. რაც შეეხება მის ქართულ კარიერას....

სენსაცია მე-4 ლიგიდან
ჩანაწერი

სენსაცია მე-4 ლიგიდან

გაიმართა საქართველოს თასის ნახევარფინალური შევხედრები. ფინალში, ქართული ფეხბურთის  ისტორიაში პირველად, ლიგა 4-ის გუნდი ითამაშებს. „ლოკომოტივი 2“ –  „საბურთალოს“ შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო უგოლო ფრედ დასრულდა, პენალტები კი უფრო ზუსტად „ლოკომოტივი 2“-ის ფეხბურთელებმა შეასრულეს და ფინალის საგზური მოიპოვეს. მეორე ნახევარფინალურ მატჩში ერთმანეთს ტრადიციული მეტოქეები, „ტორპედო“ და თბილისის „დინამო“ შეხვდნენ. ზესტაფონში ქუთათურებმა 2:0 იმარჯვეს და დედაქალაქელების...

ვალენსია და კიდევ ერთი ქართველი
ჩანაწერი

ვალენსია და კიდევ ერთი ქართველი

ესპანური „მარკა” იტყობინება, რომ „ვალენსია” კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელის შეძენით არის დაინტერესებული. ლაპარაკია, „საბურთალოს” ნახევარმცველ გიორგი გოჩოლეიშვილზე. ფეხბურთელმა ქართულ ტელეკომპანია „იმედის” ეთერში თქვა: „ძალიან სასიამოვნოა, როდესაც ისეთი დიდი კლუბი, როგორიც „ვალენსიაა” შენით ინტერესდება”. გოჩოლეიშვილი საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების წევრია. ქართული წყაროების თანახმად, მისი ყიდვა „ღამურებს” 600 000 ევრო დაუჯდებათ. ესპანურ სააგენტო Efe-ს „საბურთალოსთან” დაკავშირებულმა ადამიანმა უთხრა,...

საბურთალო თავს და საქართველოს არ ეყო
ჩანაწერი

საბურთალო თავს და საქართველოს არ ეყო

კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე „საბურთალო“ ახლოს იყო შემდეგ ეტაპზე გასვლასთან, მაგრამ ბოლოს მაინც ქართული სენი ჩაერთო საქმეში და დედაქალაქელები ევროტურნირს მიღმა დარჩნენ. „საბურთალოს“ შინ, „სტიაუასთან“ 1:0 ჰქონდა მოგებული და ამ ანგარიშით ტაიმის ბოლოს ჩამორჩა. შესვენების შემდეგ, რუმინულმა გუნდმა მეორეც რომ მიაყოლა, თითქოს საქმე უიმედოდ იყო, თუმცა ლაშა ნოზაძის შეგირდებიდან ჯერ გურამ გოშთელიანმა თავით შეაგდო,...

შანსიანი და უშანსო
ჩანაწერი

შანსიანი და უშანსო

დღეს, UEFA-ს კონფერენციის ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩებია. საქართველოდან ორი გუნდი შემოგვრჩა – ბათუმის „დინამო“ და „საბურთალო“. შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი მხოლოდ დედაქალაქელებს აქვთ. „საბურთალომ“ შინ 1:0 მოუგო რუმინულ „სტიაუას“ და დღეს ესტუმრება. ექსპერტები ლაშა ნოზაძის გუნდის შანსს მცირედით აფასებენ, მაგრამ არც მეტოქეს ულხინს. გუნდმა სულ ახლახან მწვრთნელი შეცვალა, ნიკოლაე დიკამ კი, გუნდთან ერთად...