მსოფლიოს ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე, ბელგიელი ტიბო კურტუა გაიფიცა. ამ ხერხით ის ცდილობს „ჩელსი” აიძულოს „რეალთან” საერთო ენა გამონახოს და მის მადრიდში ტრანსფერს დაყაბულდეს. წინასწარი გეგმის თანახმად კურტუა ორშაბათს „ლურჯების” ახალ მწვრთნელს მაურიციო სარის უნდა შეხვედროდა, მაგრამ გოლკიპერი კობჰემის საწვრთნელ ცენტრში არ მივიდა. მოგეხსენებათ, პრემიერლიგაში სატრანსფერო ბაზარი ხუთშაბათს იხურება, ამიტომ დასავლეთ ლონდონელებს პრობლემის სწრაფად მოგვარება ჰმართებთ....
ჭდე: პეპე რეინა
Home
პეპე რეინა
ჩანაწერი
24/07/2018 | 07:2419/05/2026 | 05:44კატეგორიის გარეშე
კურტუას ნაცვლად რეინა მიჰყავთ
პეპე რეინა „მილანიდან” „ჩელსიში” გადასვლასთან არის ახლოს. დასავლეთ ლონდონელები მას 9 მილიონ გირვანქად ყიდულობენ, რაც ევროებში 10,08 მილიონს უდრის. რამ გაახსენათ „ლურჯებს” 35 წლის ესპანელი მეკარე? საქმე ის არის, რომ მათი ახალი მწვრთნელი მაურიციო სარი და რეინა „ნაპოლიში” მუშაობდნენ ერთად. უცნაურია: „რეინა თავისუფალი აგენტის სტატუსით „მილანში” ამ ზაფხულს მივიდა, მაგრამ გუნება ეცვალა და თავის ყოფილ მწვრთნელთან...

