ის, რომ „პარი სენ ჟერმენს’’ ლუის ენრიკესთან თანამშრომლობის გაგრძელება უნდა ბუნებრივია, მაგრამ ესპანელი მწვრთნელი ჯერჯერობით დათანხმებას არ ჩქარობს. „ბარსელონასა’’ და ესპანეთის ნაკრების ყოფილი თავკაცი პარიზში ძალიან პოპულარულია. კლუბის 2024-25 წლების სეზონის დიდი წარმატება მის სახელთან არის დაკავშირებული. ესპანელის პრინციპები ზუსტად მიესადაგება პარიზული კლუბის პროექტს, რომელიც ბუნებრივია კიდევ ბევრ წელიწადზეა გათვლილი. ცოტა ხნის წინ ესპანურმა AS-მა...
ჭდე: პარი სენ ჟერმენი
ვინ სად გაატარა შობის არდადეგები?
„პარი სენ ჟერმენი’’ 30 დეკემბერს ვარჯიშს განაახლებს, მანამდე კი „პარიზიენის’’ ინფორმაციით, მათი უმეტესობა შობის დღესასწაულს ოჯახთან ერთად ატარებს. კაპიტანმა მარკინიოსმა სოციალურ ქსელში ტრადიციულად მეუღლესთან და სამ შვილთან ერთად საახალწლო ნაძვის ხის ფონზე გადაღებული ფოტო დადო. ვეტერანმა სხვა ფოტოებიც დაპოსტა, რომლებზეც ჩანან ოჯახისა და დიდი საახლობლოს დანარჩენი წევრები. ისინი ბრაზილიიდან პარიზში საგანგებოდ ჩავიდნენ. ფეხბურთელმა მათ ბანკეტი...
რას ნიშნავს ეთიკის ბონუსი?
თუ კილიან მბაპე თავის ყოფილ კლუბს „პარი სენ ჟერმენს’’ სასამართლო დავას მოუგებს და დაამტკიცებს, რომ ხელფასი და პრემიები დააკლეს, მისი ჯიბე 60 მილიონი ევროთი შეივსება. დიდი ალბათობით საქმე აქეთკენაც მიდის, მაგრამ არის ერთი რამ, რამაც ცნობისწადილი გამოიწვია: პარიზულ კლუბს ავალდებულებენ ფეხბურთელისთვის ეგრეთწოდებული „ეთკის ბონუსის’’ სახით 1.5 მილიონი ევროს გადახდას, რაც საფრანგეთს გარეთ, ზოგ ქვეყანაში ცოტა...
რა ხდება დემბელეს და ბარკოლას თავს?
„პარი სენ ჟერმენს’’ ოსმან დემბელესა და ბრედლი ბარკოლასთან თანამშრომლობის გახანგრძლივება სურს. ეს ორი ფეხბურთელი ამჟამინდელი კონტრაქტების თანახმად „პარკ დე პრენსზე’’ 2028 წლის ივნისამდე ითამაშებს, მაგრამ რა მოხდება მერე? მედია ყურადღებას ამახვილებს, რომ ამ ეტაპზე პარიზული კლუბის სპორტული მრჩეველი ლუიშ კამპუში მოთამაშეთა ხელშეკრულებების მოწესრიგებით არის დაკავებული. ითქვა, რომ პსჟ-მ ურთიერთობა გაარკვია ორ ფეხბურთელთან, ოღონს ამის შესახებ...
საფონოვი შინაურია და შევალიე არა?
თუკი დღეს „პარი სენ ჟერმენის’’ გულშემატკივრები რამეზე ლაპარაკობენ ეს მეკარეების საკითხია. რუსმა მატვეი საფონოვმა ლუკა შევალიეს ტრავმით ისარგებლა და რამდენიმე შეხვედრაში ისე ეფექტურად ითამაშა, რომ როგორც Maxifoot წერს, კარში იერარქია შეარყია. შეგახსენებთ, რომ შევალიე ნოემბრის ბოლოს „მონაკოსთან’’ (0:1) შეხვედრაში დაშავდა და შემდეგ ტურში „რენთან’’ (5:0) ლუის ენრიკე იძულებული გახდა პსჟ-ს კარი საფონოვისთვის ჩაებარებინა. რუსმა ამ...
ლუის ენრიკე: გვიხარია არდადეგები რომ დაიწყო
„პარი სენ ჟერმენმა’’ საფრანგეთის თასის ოცდამეთორმეტედფინალში სტუმრად 4:0 მოუგო „ვენდე ფონტენეს’’ რომელიც ნასიონალ 3 ლიგაში თამაშობს. ეს გახლავთ საფეხური ლიგა 1-ის, ლიგა 2-ის, ნასიონალისა და ნასიონალ 2-ის შემდეგ. ადრე ამ ლიგას მოყვარულთა მეორე ლიგას ეძახდნენ. ქალაქ ვენდეს გუნდის წინააღმდეგ ხვიჩა კვარაცხელიას არ უთამაშია. „პარიზიენის” ინფორმაციით მას ვირუსული ინფექცია შეეყარა და განაცხადშიც არ იყო. პარიზელები ერთგვარად...
ის ბარსა თუ ეს პსჟ?
„პარი სენ ჟერმენმა’’ „ფლამენგოს’’ პენალტებით მოუგო და საკონტინენტთაშორისო თასს დაეუფლა. 2025 წელს ეს პარიზელთა გუნდის მეექვსე ტიტული გახლდათ. ასეთი შედეგისთვის ადრე მხოლოდ „ბარსელონას’’ და „ბაიერნს’’ მიუღწევია 2009 და 2020 წლებში. ფრანგული საიტის sofoot-ის ჟურნალისტ ტომა მოლერკს გაუჩნდა კითხვა: რომელი გუნდი სჯობია წლევანდელი პსჟ თუ 2009 წლის „ბარსელონა’’? მან თავისი მოსაზრებები გაგვაცნო, რომელთაც ქვემოთ გთავაზობთ. ისტორია...
რა მოუვიდა პარიზელთა თავდასხმას ფლამენგოსთან?
„პარიზიენმა’’ გამოაქვეყნა წერილი, რომელიც საკონტინენტთაშორისო თასზე „პარი სენ ჟერმენის’’ გამარჯვებას ეხება და „ფლამინგოსთან’’ მატჩს (1:1; პენალტებით პარიზელებმა მოიგეს) განსხვავებული კუთხით განიხილავს. წერილი კარში დარტყმების სტატისტიკით იწყება: დეზირე დუე – 1, კანგ ინ ლი – 1, ხვიჩა კვარაცხელია – 2, ბრედლი ბარკოლა – 1, ოსმან დემბელე – 4. ეს იმას ნიშნავს, რომ პარიზელთა 23 დარტყმიდან შემტევი...
ხვიჩას წვლილი პარიზელთა მეექვსე ტიტულში
ხვიჩა კვარაცხელიამ გოლი გაიტანა შეხვედრაში, რომელშიც „პარი სენ ჟერმენმა’’ „ფლამენგო’’ პენალტებით დაამარცხა და 2025 წლის მეექვსე ტიტული მოიგო. ეს ტიტულებია: ლიგა 1-ის ჩემპიონობა, საფრანგეთის თასი, საფრანგეთის სუპერთასი, ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერთასი და საკონტინენტთაშორისო თასი. პსჟ-ს და „ფლამენგოს’’ შეხვედრის ძირითადი და დამატებითი დრო დამთავრდა 1:1, პენალტების სერიაში კი მატვეი საფონოვმა ოთხი თერთმეტმეტრიანი მოიგერია და ოსმან დემბელესა...
პარიზიენი: ერთი გმირი, დიდი სიხარული და ბევრი საფიქრალი
„ამ შეხვედრის გმირი ერთადერთი ადამიანი შეიძლება იყოს. ეს მატვეი საფონოვია, რომელმაც განაახლა დებატები იმის შესახებ, თუ ვინ უნდა იყოს „პარი სენ ჟერმენის’’ მთავარი მეკარე. პენალტების სერიაში ოთხი დარტყმის მოგერიებით მან პარიზულ კლუბს წლის მეექვსე ტიტული მოუტანა და ეს მოხდა იმ მატჩის შემდეგ, რომელიც მისმა თანაგუნდელებმა ცუდად ჩაატარეს’’ ― წერს „პარიზიენი’’ საკონტინენტთაშორისო თასის შეხვედრის მეორე დღეს....









