„პარი სენ ჟერმენს’’ ხვალ საკონტინენტთაშორისო თასზე ბრაზილიურ „ფლამენგოსთან’’ აქვს თამაში. ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა ყატარში გამგზავრების წინ გუნდური ფოტო გადაიღო, რომელსაც მითქმა-მოთქმა მოჰყვა. ფოტოზე ცუდად ჩანს რუსი მეკარე მატვეი საფონოვი (მას წინა რიგში მდგომი ხვიჩა კვარაცხელია ეფარება), რამაც გააჩინა ეჭვი, რომ პარიზელთა სოციალური მედიისა და მარკეტინგის ჯგუფმა ის განზრახ ამოშალა. გამოქვეყნებულ სურათზე რუსის მარტო ფეხები და...
ჭდე: პარი სენ ჟერმენი
წიტას ბენეფისი პარიზელთა გამარჯვების ფონზე
„პარი სენ ჟერმენმა’’ „მეცს’’ სტუმრად 3:2 მოუგო. ეს პარიზელთათვის ლიგა 1-ის ცხრილში პოზიციების შენარჩუნება-გამყარების თვალსაზრისით მნიშვნელოვანი გამარჯვება იყო. ის გახლდათ ლუის ენრიკეს გუნდის მხოლოდ მეორე მოგება ყველა შეჯიბრების ბოლო ოთხ შეხვედრაში, სტუმრებმა კი ზედიზედ მეოთხედ წააგეს და ბოლო ადგილზე არიან. ქართველი გულშემატკივრისთვის ეს შეხვედრა სხვა რამით იყო საინტერესო: საფრანგეთში გამართულ ქართულ დერბიში, მასპინძლეთა მხრიდან მონაწილეობა...
დემბელეს სიცხე ჰქონდა, შევალიე ვერ ითამაშებს
ხვალ „პარი სენ ჟერმენი’’ ჩემპიონთა ლიგის შეხვედრას გამართავს ბილბაოში. თუკი დღეს პარიზული გუნდის შესახებ რამეს ლაპარაკობენ, ეს მეკარის ამბავია ― პსჟ-ს კარს ზედიზედ მეორე შეხვედრაში რუსი მატვეი საფონოვი დაიცავს. ლუკა შეავალიე ჯერაც მარჯვენა კოჭის შემაწუხებელ ტკივილს გრძნობს. მას „მონაკოსთან’’ საფრანგეთის ჩემპიონატის შეხვედრაში ლამინ კამარას უხეში ვარდნის გამო ჯანმრთელობის პრობლემა აქვს. „რენთან’’ თამაში შევალიემ უკვე გამოტოვა....
კვარაცხელია არტისტული ფეხბურთელია
საფრანგეთის ჩემპიონმა და ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულმა „პარი სენ ჟერმენმა’’ გადაწყვიტა მისთვის შესაფერის კალაპოტში დაბრუნებულიყო და „რენს’’ 5:0 მოუგო. ამ გამარჯვებამ პარიზელები მაქსიმალურად მიუახლოვა „ლანსს’’, რომელსაც ახლა ერთი ქულით ჩამორჩება. შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად ერთხმად აღიარეს ორი გოლის ავტორი ხვიჩა რენკვარაცხელია. Maxifoot-მა ქართველს 10-დან 8 ქულა დაუწერა, სიტყვებით კი მისი თამაში ასე შეაფასა: „სეზონის დასაწყისიდან შედარებით ჩამქრალმა...
კვარას გაღვიძების დრო
ტრიბუნაზე იჯდა ეტან მბაპე, მოედანზე კი იყო შვიდი ნომერი, რომელმაც მთელი „პარკ დე პრენსი’’ როგორც ერთი კაცი ისე წამოაყენა ფეხზე. ფოტოს რომელიც თქვენ წინაშეა შეეძლო დროის მანქანის როლიც ეთამაშა, მაგრამ მან თანამედროვე თავდამსხმელების წყვილისკენ გამავალი ფანჯარა გახსნა. ახალგაზრდული გუნდის ყოფილი თავდამსხმელი, რომელმაც წინა დღეს „ლილის’’ შემადგენლობაში „მარსელს’’ გოლი გაუტანა, შაბათს თავისი ბავშვობის კლუბის სანახავად მივიდა,...
ბოლო ცნობები პარიზელთა ვარჯიშიდან
„პარი სენ ჟერმენს’’ ხუთშაბათის ვარჯიში პრესისთვის ღია ჰქონდა. შედეგად, პუასის საწვრთნელ ცენტრში მისულმა ჟურნალისტებმა იხილეს, თუ როგორ შეუერთდა თანაგუნდელებს გამოჯანმრთელებული დეზირე დუე, რომელმაც მათ თვალი მოსჭრა თავისი აჩქარებებით, ბურთის ფლობით და სხვა კომპონენტებით. ფრანგული მედია წერს, რომ თავდამსხმელი ახალი გამოჯანმრთელებულის კვალობაზე ჩინებულ ფიზიკურ ფორმაშია და ეჭვი არაა, ძალიან მალე საქმეშიც ვიხილავთ. რამდენიმე დღის წინ 2025...
შევალიემ ოთხშაბათს ვერ ივარჯიშა
იმას, რომ „პარი სენ ჟერმენის’’ მეკარე ლუკა შევალიემ „მონაკოსთან’’ შეხვედრაში ბოლომდე ითამაშა, სასწაული უწოდეს. მოგეხსენებათ, სენეგალელმა ლამინ კამარამ ფრანგ მეკარეს ფეხში ჩაარტყა. მატჩის დამთავრების შემდეგ შევალიემ თქვა: „დღეს ჩემი კარიერია შეიძლება სხვანაირად გაგრძელებულიყო. გამიმართლა’’. მსაჯებმა „მონაკოს’’ ფეხბურთელს ყვითელი ბარათი აკმარეს, რაც ლიგა 1-ის არბიტრთა დეპარტამენტმა ორიოდ დღის შემდეგ შეცდომად მიიჩნია. „ლილის’’ ყოფილი გოლკიპერი კი „პარიზიენის’’...
დეპარტამენტის დასკვნა: კამარა გასაგდები იყო
ლიგა 1-ის ბოლო ტურში, „მონაკოსა’’ და „პარი სენ ჟერმენის’’ შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 1:0 მოიგეს, იყო ერთი ეპიზოდი, რომელმაც დიდი კამათი გამოიწვია. ლაპარაკია მე-12 წუთზე ლამინ კამარას უხეშობაზე მეკარე ლუკა შევალიეს წინააღმდეგ. უფრო სწორად იმაზე, რომ მსაჯმა კლემენ ტურპენმა კამარა წითელი ბარათით არ დასაჯა. და აი, ლიგა 1-ის მსაჯთა ტექნიკურმა დეპარტამენტმა რამდენიმე დღის შემდეგ გამოაქვეყნა დასკვნა,...
ლუის ენრიკე: ეს იყო სეზონის ყველაზე ცუდი მატჩი
„მონაკოსთან’’ სტუმრად 0:1 წაგების შემდეგ „პარი სენ ჟერმენის’’ თავკაცი ლუის ენრიკე გაბრაზებული ჩანდა და საპრესკონფერენციო ოთახი მალე დატოვა. ესპანელმა სპეციალისტმა თქვა, რომ მისი გუნდის მარცხი ლოგიკური იყო, აღშფოთება გამოთქვა ლამინ კამარას უხეშობით ლუკა შევალიეს წინააღმდეგ და იმ ფაქტით, რომ მსაჯმა კამარას წითელი ბარათი არ ამოუღო. რას იტყოდით ლუკა შევალიეს წინააღმდეგ შესრულებულ ვარდნაზე და ამით ხომ...
დუნე თამაში მონაკოში
„მონაკომ’’ ტაკუმი მინამინოს მიერ 68-ე წუთზე გატანილი გოლით შინ 1:0 მოუგო „პარი სენ ჟერმენს’’, რითაც „მარსელს’’ ცხრილის სათავეში მოქცევის შესაძლებლობა მისცა, მაგრამ ზღვისპირელებმა ვერ ისარგებლეს, „ტულუზთან’’ 2:2 ითამაშეს და მეორე პოზიციაზე დარჩნენ, თუმც ქულებით გაუთანაბრდნენ დედაქალაქის გუნდს. დღეს „ლანსი’’ თამაშობს სტუმრად „ანჟესთან’’ და თუ მოიგებს ის გადავა პირველ ადგილზე. საინტერესოა, რომ ფრანგულმა საიტმა maxifoot-მა მატჩის...









