11 დეკემბერს „ქორთიად მეტიოტში“ გამართულ საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად, ცხადია, სამთავრობო გუნდის ფავორიტი ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს. თავდაპირველად კანდიდატი ორი იყო – სანიკიძე და აწ უკვე ყოფილი პრეზიდენტი პაატა გურასპაული. თუმცა, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე ორივე სახელმწიფო კანცელარიაში დაიბარეს, მეორე დღეს კი გურასპაულმა კანდიდატურა მოხსნა. კრებას 39 დელეგატი ესწრებოდა და რა თქმა უნდა, მათ სანიკიძე ერთხმად...
ჭდე: პაატა გურასპაული
პრეზიდენტი არჩევნებამდე ცნობილია
მხოლოდ ფაქტები 🏀 30 ნოემბერი: ვეტერანი კალათბურთელი, საქართველოს პარლამენტის დეპუტატი ქართული ოცნებიდან ვიქტორ სანიკიძე კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატად დარეგისტრირდა. იმავე დღეს „სარბიელმა“ დაწერა: არჩევნების მდიდარი გამოცდილება გვკარნახობს, რომ პრეზიდენტი ის გახდება, ვისი არჩევაც დროის მოცემულ მონაკვეთში მმართველ პოლიტიკურ ძალას სურს 🏀 1 დეკემბერი: კალათბურთის ფედერაციის მოქმედმა პრეზიდენტმა პაატა გურასპაულმა საკუთარი კანდიდატურა მეორე ვადით დაარეგისტრირა. 🏀...
მიზანი: ბერლინი!
2022 წელს საქართველო ევრობასკეტს უმასპინძლებს. საამისო მზადება დაწყებულია, ჯგუფები ცნობილია. თბილისში ესპანეთის, რუსეთის, თურქეთის, ბელგიისა და ბულგარეთის ნაკრებები გაისად, სექტემბერში ჩამოვლენ. ოთხი საუკეთესო ფლეი ოფში მოხვდება და სხვა ჯგუფების 12 საუკეთესო გუნდთან ერთად ბრძოლას უკვე ბერლინში გააგრძელებს. რამდენად მისაღები ჯგუფია და რა სტადიაშია დარბაზის მშენებლობა, ამ თემებზე საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტი პაატა გურასპაული გვესაუბრა: –...
დარჩა პაატა!
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტობის კანდიდატმა შიო ხეცურიანმა არჩევნებამდე რამდენიმე წუთით ადრე კანდიდატურა მოხსნა. ეს კი ნიშნავს, რომ ფედერაციის პრეზიდენტის პოსტს პაატა გურასპაული დაიკავებს. ფედერაციის პირველკაცობისთვის სწორედ ეს ორი კანდიდატი იბრძოდა. საგანგებო პრესკონფერენციაზე შიო ხეცურიანმა, რომელსაც საქართველოს ნაკრების რამდენიმე წამყვანი კალათბურთელი უჭერდა მხარს განაცხადა, რომ მან და მისმა გუნდმა ვერ შეძლო იმ უსამართლობისა და განუკითხაობის დამარცხება,...



