„დორტმუნდმა“ 98 მილიონ ევროზე უარი თქვა და ჯეიდონ სანჩო „მანჩესტერ იუნაიტედს“ არ მიჰყიდა. თუმცა, მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობა იმედს არ კარგავს, რომ ფეხბურთელის გადაბირებას მაინც შესძლებს. „წითელი ეშმაკებში“ მასშტაბური სატრანსფერო კომპანია აქვთ დაგეგმილი და სანჩო მისი ერთ-ერთი მთავარი ნაწილია. სულ მანჩესტერელთა გეგმებში რვა ახალი ფეხბურთელის მიყვანა იგეგმება. ოლე გუნარ სულშერს დაცვაში კალიდუ კულიბალის („ნაპოლი“), ტაირონ მინგსის...
ჭდე: ოლე გუნარ სულშერი
კლოპი გაისად ვეღარ გაისეირნებს
წარსულში ცნობილი ინგლისელი თავდამხმელი, ექსპერტი ალან შირერი ამბობს, რომ მართალია „ლივერპულმა” წლევანდელი პრემიერლიგა 18-ქულიანი უპირატესობით მოიგო, მაგრამ შემდეგ ჩემპიონატში ერთი ცხენის ჯირითი აღარ იქნება. „მანჩესტერ სიტის” „მანჩესტერ იუნაიტედი” და „ჩელსი” შეუერთდებიან, რათა იურგენ კლოპს ამაყად გასეირნების საშუალება აღარ მისცენ. ბოლო ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგას „დიდი ოთხეული” დაუბრუნდა. „იუნაიტედმა” დაუმარცხებლად განვლო 14 შეხვედრა და დამაგვირგვინებელ თამაშში...
პოგბას აკლია ხუთი წუთი
პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედთან” სადაცაა ხუთწლიან ხელშეკრულებას მოაწერს ხელს. „სანი” წერს, რომ კლუბი ახალ ამბავს სეზონის დასრულებისთანავე გამოაცხადებს. ინგლისურ პრესაში კმაყოფილებით აღნიშნავენ, რომ 27 წლის ფრანგმა ერთი წლის წინანდელთან შედარებით დამოკიდებულება შეცვალა. შარშან ზაფხულში ის „ოლდ ტრეფორდიდან” წასვლას აპირებდა, გაქცევაზე იყო. covid 19-ით გამოწვეული უქმობის შემდეგ, მწვრთნელმა ოლე გუნარ სულშერმა კოჭმორჩენილი მსოფლიოს ჩემპიონი კვლავ დააბრუნა...
მანჩესტერ იუნაიტედის პოლირება
ოლე გუნარ სულშერს იმედი აქვს, რომ ბოლოს და ბოლოს გაუგებრობა დასრულდება და პოლ პოგბა „მანჩესტერ იუნაიტედთან” ახალ ხელშეკრულებას გააფორმებს. ინგლისური მას-მედია იხსენებს, რომ შარშან ამ დროს მსოფლიოს ჩემპიონმა განაცხადა, „ოლდ ტრეფორდიდან” წასვლა და ძალების ახალ ადგილას მოსინჯვა მინდაო. მას მერე 27 წლის ნახევარმცველმა სეზონის შეწყვეტამდე მხოლოდ 8 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, რაც დიდწილად კოჭის ტრავმით იყო...
ასიანი ჯეიმი ვარდი
ასეთი რამ მილიონი ვარიანტიდან ერთხელ ხდება. ჯეიმი ვარდიმ ინგლისურ პრემიერლიგაში მეასე გოლი გატანა, რაც თავისთავად უნიკალური შედეგია, მაგრამ მომენტის სიდიადე სრულად რომ აღიქვათ, მცირეოდენ ინფორმაციას მოგაწვდით. დირკ კუიტმა ექვსი წელიწადი იბურთავა პრემიერლიგაში, „ლივერპულის“ ფანებში კეთილი მოგონებებიც დატოვა, მაგრამ სულ 51 გოლი მიითვალა; „მანჩესტერის“ დღევანდელმა დამრიგებელმა ოლე გუნარ სულშერმა 11 წლის განმავლობაში სულ 91-ჯერ გამოიჩინა თავი;...
ფერნანდეშმა და პოგბამ ერთმანეთი დაამტვრიეს
დღეს „მანჩესტერ იუნაიტედი” „ბორნმუთს” მასპინძლობს, მაგრამ დიდი შანსია ვერც ბრუნო ფერნანდეში ათამაშოს და ვერც პოლ პოგბა. ისინი ვარჯიშზე შეჯახებიან ერთმანეთს. უფრო ზუსტად, პოგბა შეეჯახა ფერნანდეშს. რასაკვირველია, შემთხვევით. როგორც ქერინგტონის საწვრთნელი ბაზიდან იტყობინებიან, ორივე ფეხბურთელი კოჭლობდა. შემდეგ ისინი შესამოწმებლად კლინიკაში წაუყვანიათ. ფერნანდეშის მდგომარეობა უფრო ცუდი იყოო. ინგლისური მას-მედია ვერ გვეუბნება, თუ რამდენად მძიმეა ერთის ან მეორის...
შოტლანდიელმა სერმა შოტლანდიელ სერს…
„ლივერპულის” ლეგენდამ სერ კენი დალგლიშმა თქვა, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდა, სერ ალექს ფერგიუსონი დაუკავშირდა და ჩემპიონობა მიულოცა. ფერგიუსონი „ოლდ ტრეფორდზე” მუშაობის 27 წლის განმავლობაში „ლივერპულის” მთავარი „მტერი” და გამღიზიანებელი იყო. ამ პერიოდში მან 13-ჯერ მოიგო ინგლისის ჩემპიონის ტიტული; მისი წყალობით „იუნაიტედმა” მერსისაიდელებს გადაასწრო, გახდა რა ოცგზის ჩემპიონი, მაშინ, როდესაც „ლივერპული” 18-ზე გაიყინა. მაგრამ „წითლები”,...
დამხმარე ლიდერი
ოლე გუნარ სულშერი პოლ პოგბას სთხოვს „მანჩესტერ იუნაიტედშიც” ისეთივე ლიდერის თვისებები გამომაჟღავნოს, როგორსაც საფრანგეთის ნაკრებში ავლენს ხოლმე. 2018 წელს, როდესაც „ლურჯებმა” მსოფლიო თასი აღმართეს, ნახევარმცველი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი მოთამაშე იყო, მაგრამ კლუბში იმავე თვისებებს ვერ ავლენს. დღეს „იუნაიტედი” ლონდონში, „ტოტენჰემს” ხვდება. ამით ამ ორი კლუბისთვის პრემიერლიგის შეწყვეტილი ჩემპიონატი გაგრძელდება. მატჩის წინ სულშერმა თქვა: „პოლი მსოფლიოს...
დიდი და გარეთ
ოლე გუნარ სულშერმა ქერინგტონში, „მანჩესტერ იუნაიტედის” საწვრთნელ ბაზაზე, 20 კვადრატულ მეტრიანი მონიტორი დააყენებინა. ასე ემზადება ნორვეგიელი მწვრთნელი 19 ივნისს „ტოტენჰემ ჰოთსპურთან” სათამაშოდ. შეხვედრა ლონდონში გაიმართება. „სფურზის” თავკაცი, მოგეხსენებათ, არც მეტი-არც ნაკლები „იუნაიტედის” ყოფილი თავკაცი ჟოზე მოურინიუა. ეკრანი, რომელიც ქერინგტონის ბაზაზე დააყენეს, ყველანაირ ამინდს უძლებს. ის ტაქტიკის გაკვეთილებისთვის სჭირდებათ. „იუნაიტედის” ბევრი თანამშრომელი მისმა ზომამ გააკვირვა. ერთ-ერთმა,...
მანჩესტერ იუნაიტედი გადარჩა
„მანჩესტერ იუნაიტედი” კორონავირუსს, პრემიერლიგა კი დაბრკოლებას გადაურჩა — „იუნაიტედისა” და „სტოკ სიტის” ამხანაგური თამაშის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე სტუმართა მწვრთნელ მაიკლ ონილს შეატყობინეს, რომ covid 19 სჭირს. ეს ამბავი გუშინ, სამშაბათს მოხდა. პრემიერლიგისა და ჩემპიონშიპის გუნდებს შორის საკონტროლო შეხვედრა მანჩესტერელთა ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე უნდა გამართულიყო. შეხვედრა ცხადია გადაიდო. ახლა, 50 წლის მაიკლ ონილი ერთკვირიან თვითიზოლაციაში...









