არგენტინისა და ნიდერლანდების დრამატულ, მაგრამ უკვე ისტორიულ მატჩს, რომელშიც „ალბისელესტემ” „ორანიეს” პენალტების სერიაში მოუგო და მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდა, უსიამოვნო ეპილოგი ჰქონდა, — წერს იტალიური გაზეთი „კორიერე დელო სპორტი” და განაგრძობს: ფეხბურთელები ტრადიციისამებრ მოედნის ცენტრში შეგროვდნენ, რათა იქიდან დაეჭირათ მხარი თანაგუნდელებისთვის, რომლებიც პენალტებს არტყამდნენ. არგენტინამ გაიმარჯვა, ზეიმის დროს კი ნიკოლა ოტამენდიმ უღირსი ჟესტი იკადრა. „ბენფიკას”...
ჭდე: ნიკოლას ოტამენდი
ბარსელონას უცაბედი გამოჩენა
„მანჩესტერ სიტის” არგენტინელი მცველის ნიკოლას ოტამენდის სასწრაფოდ გადაბირება „ბარსელონას” მოუნდა. ოტამენდის ცუდი სეზონი აქვს, პეპ გვარდიოლამ პრემიერშიფის შეხვედრებში სულ ათჯერ ათამაშა და როგორც ჩანს 30 წლის ფეხბურთელზე იმედს აღარც ამყარებს, რადგან აიაქსელ მატის დე ლიხტზე უჭირავს თვალი და მის შესაძენად 50 მილიონი გირვანქა გადაუდია. აღსანიშნავია, რომ „სიტიმ” „ბარსელონასთან” ერთი „აიაქსური” ვაჭრობა უკვე წააგო — 21...
ცნობები არგენტინელთა ბანაკიდან
არგენტინული წყაროები იტყობინებიან, რომ ოქტომბერში ეროვნულ გუნდს შესაძლოა ნიკოლას ოტამენდი დაუბრუნდეს და „ალბისელესტეს” მაისურით ორ ამხანაგურ შეხვედრაში მიიღოს მონაწილეობა. არგენტინელთა მწვრთნელი ლიონელ სკალონი როგორც ჩანს ისევ აპირებს „მანჩესტერ სიტის” ცენტრალურ მცველზე დაყრდნობას. ეს საუდის არაბეთში მოხდება, სადაც მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ერაყისა და ბრაზილიის ნაკრებებს უნდა ესპარინგოს. „მუნდოალბისელესტე” წერს, რომ მის ხელთ არსებული ინფორმაციის თანახმად რამდენიმე...

