41 წლის ელ ჰაჯი დიუფი ამბობს, რომ მოჰამედ სალაჰს მის საკადრის კონტრაქტს მხოლოდ ერთი მიზეზით არ სთავაზობენ: იმიტომ, რომ ის აფრიკელია! მოგეხსენებათ, სალაჰსა და მის კლუბს „ლივერპულს“ შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა. ეგვიპტელ ვარსკვლავს მერსისაიდელებთან ხელშეკრულების ვადა 2023 წლის ზაფხულში გაუდის. ელ ჰაჯი დიუფი კი „ლივერპულის“ ყოფილი თავდამსხმელია. ეროვნებით ის სენეგალელია. დიუფმა „ენფილდზე“ 2002-05 წლებში ითამაშა....
ჭდე: მოჰამედ სალაჰი
ლივერპულმა კარგად ვერ ითამაშა, მაგრამ მოიგო
„ლივერპულმა“ მილანში, „ინტერის“ წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში, ციდან ვარსკვლავები ნამდვილად ვერ მოწყვიტა, მაგრამ 2:0 მოიგო. მერსისაიდელებმა მტკიცე ხასიათი და გამარჯვებისადმი ლტოლვა გამოამჟღავნეს. აშკარაა, რომ ისინი 28 მაისს, პეტერბურგში, ფინალში თამაშს უმიზნებენ. „მთავარი ის კი არ არის, რომ ყველა შეხვედრაში ათიანზე ითამაშო. ამა თუ იმ მატჩის მსვლელობისას რასაკვირველია იქნება მონაკვეთები, როდესაც გაგიჭირდება, იჯახირებ, მაგრამ უნდა გაუძლო,...
პატიოსანი აბუბაქარი
კამერუნის ნაკრების თავდამსხმელმა, აფრიკის ერთა თასის მიმდინარე გათამაშების ბომბარდირმა (6 გოლი), ვენსან აბუბაქარმა, ეგვიპტის ეროვნულ გუნდთან ნახევარფინალური მატჩის წინ, ჟურნალისტებს უთხრა, რომ მეტოქე მოჰამედ სალაჰის თამაშით აღფრთოვანებული არ არის. „სალაჰი შესანიშნავ სეზონს ატარებს პრემიერლიგაში და თავისი ქვეყნის ნაკრებს ხშირად ეხმარება ტურნირების გვიან ეტაპამდე გასვლაში. წარმატებებს ვუსურვებ. დაე, უძლიერესმა გაიმარჯვოს. მაგრამ ის არ ახდენს ჩემზე განსაკუთრებულ...
ნიუკასლი გამდიდრდა, მაგრამ ლივერპული იგებს
„ნიუკასლი“ რომ გამდიდრდა ყველამ იცის. მალე „კაჭკაჭები“ ალბათ კილიან მბაპესა და მსგავს გალაქტიკოებზე დაიწყებენ ნადირობას, მანამდე კი ჯონჯო შელვი და მისი ჯანი. „კაჭკაჭების“ ნახევარმცველმა, რომელიც ადრე „ლივერპულშიც“ თამაშობდა, „ენფილდ როუდზე“ ჩინებული დარტყმით გახსნა ანგარიში, მაგრამ მერე… შეცდა და მო სალაჰს შეხვედრის გადამწყვეტი გოლის გატანის საშუალება მისცა. დღეს, როდესაც კოვიდპანდემიის გამო პრემიერლიგა ლამისაა გაჩერდეს, შეხვედრის პირველმა...
პარტახი ოლდ ტრეფორდზე
ეს იყო ყველაზე შავი დღე ოლე გუნარ სულშერისთვის მას მერე, რაც „მანჩესტერ იუნაიტედის“ მწვრთნელი გახდა. მანკუნიანელებმა „ლივერპულთან“ შინ 0:5 წააგეს. ამ ისტორიულ მოქიშპესთან „იუნაიტედი“ შინ ასე მწარედ არასდროს დამარცხებულა და კიდევ — რაც პრემიერლიგაა, პირველი ტაიმი 0:4 არ წაუგია. მო სალაჰმა ჰეთ-თრიქი შეასრულა. შეცვლაზე შესვენებისას შესული პოლ პოგბა 15 წუთში გააძევეს — ფრანგმა პირდაპირ წითელი...
კლოპის აფროხლაფორთი
„ლივერპულმა“ გადაწყვიტა რაიმე იღონოს, რათა მისი აფრიკელი ფეხბურთელები თავიანთი კონტინენტის თასზე სათამაშოდ დიდი ხნით არ წავიდნენ. ბოლოს და ბოლოს მოჰამედ სალაჰსა და სადიო მანეზეა ლაპარაკი. გასულ სეზონში მერსისაიდელთა საჩემპიონო ამბიციებს ტრავმიანობამ მიაყენა დიდი ზარალი, ახლა კი კლუბი ფეხბურთელების გარეშე შესაძლოა აფრიკის ერთა თასმა დატოვოს. სალაჰი ეგვიპტელია, მანე — სენეგალელი და არის კიდევ ერთი ფეხბურთელი, რომელიც...
გიჟური მატჩი და გაქცეული მწვრთნელი
მთელმა მსოფლიომ მიაქცია ყურადღება, რომ „ატლეტიკოს“ მწვრთნელი დიეგო სიმეონე საფინალო სასტვენის შემდეგ გასახდელში გაიქცა. მას გამარჯვებული კოლეგისთვის, „ლივერპულის“ თავკაც იურგენ კლოპისთვის არ მოულოცავს. პრეს-კონფერენციაზე ჟურნალისტებმა არგენტინელს ასეთი საქციელის განმარტება სთხოვეს. სიმეონემ შორიდან დაიწყო: „ეს იყო რთული შეხვედრა ისეთი მეტოქის წინააღმდეგ, რომელსაც თამაში წაუვიდა. იმ შეხვედრებში, რომელთაც იგებს, „ლივერპულს“ ბევრი გოლი გააქვს. ჩვენ კი მატჩი ისე...
მანე დროგბას და სალაჰს დაედევნა
სანაკრებო პაუზიდან და საკარანტინე ზომებიდან გამომდინარე, ინგლისურმა „ლივერპულმა“ ალისონი და ფაბინიო კი მოისაკლისა, მაგრამ ამას „უოტფორდის“ 5:0 დამცირებაში ხელი არ შეუშლია. ლივერპულელები სწრაფი გოლით სადიო მანემ დააწინაურა, ვინაც მოჰამედ სალაჰის პასი შეირგო. ეს გოლი სენეგალელისთვის პრემიერლიგაში მე-100 იყო. ამაზე მეტი აფრიკელთაგან მხოლოდ დიდიე დროგბასა და მოჰამედ სალაჰს აქვთ გატანილი – 104. თუ მანემ ტემპი შეინარჩუნა,...
პსჟ-ის თადარიგი: კეინი ან სალაჰი
პარიზული კლუბი კილიან მბაპეს გაცილებისთვის ემზადება და რამდენიმე სათადარიგო ვარიანტს განიხილავს. ცოტა ხნის წინ პირადად მაურიციო პოჩეტინომ პირადად დაურეკა ჰარი კეინს, რომელთანაც „ტოტენჰემში“ წლები იმუშავა. ეს ვარიანტი დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ „ტოტენჰემი“ ჩემპიონთა ლიგის საგზურს ვერ მოიპოვებს. კიდევ ერთი ვარიანტია მოჰამედ სალაჰი. პარიზელთა წარმომადგენლები უკვე ერთი თვეა, კავშირზე არიან ეგვიპტელის გარემოცვასთან. ამ სავარაუდო ტრანსფერებზე...
შინ, ოღონდ შინიდან შორს
ბოლოს და ბოლოს „ლივერპულმა” შინ მოიგო. მართალია ეს 1700 კილომეტრის მოშორებით, ბუდაპეშტში მოხდა, მაგრამ ფორმალურად მასპინძლები მერსისაიდელები იყვნენ. ლაპარაკია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაზე „ლაიფციგის” წინააღმდეგ, რომელიც 2:0 დასრულდა და „ლივერული” მეოთხედფინალში გავიდა. არადა, პირველ ტაიმში ინგლისის ჩემპიონმა ხელსაყრელი მომენტები გაუშვა ხელიდან. ვინ იცის, ქომაგებმა კიდეც იფიქრეს, რომ ისევ ნავსთან და ხელის მოცარვასთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ...









