ჭდე: მოჰამედ სალაჰი

Home მოჰამედ სალაჰი
სალაჰმა თამაში ჩააგდო
ჩანაწერი

სალაჰმა თამაში ჩააგდო

2025 წელს „ლივერპული’’ მეორედ დამარცხდა „უემბლიზე’’. პირველად ეს 16 მარტს ლიგის თასის ფინალში მოხდა, როდესაც მერსისაიდელებს „ნიუკასლმა’’ 2:1 მოუგო, მეორედ კი გუშინ სუპერთასზე ანუ იგივე „ქომუნითი შელდზე’’, პენალტებით ― თავად შეხვედრა 2:2 დასრულდა. გიორგი მამარდაშვილს ამ შეხვედრაში მონაწილეობა არ მუღია, ის არ ათამაშეს. ლივერპულის პრესაში წერენ, რომ მარტის ფინალთან შედარებით „ქომუნითი შილდის’’ თამაში „წითლებმა’’ უკეთ...

მამარდას მოგერიება და სალაჰის ორი პასი
ჩანაწერი

მამარდას მოგერიება და სალაჰის ორი პასი

„ლივერპულმა’’ „იოკოჰამას’’ ამხანაგურ შეხვედრაში 3:1 მოუგო. ქართველ გულშემატკივარს უპირველეს ყოვლისა გიორგი მამარდაშვილის თამაში აინტერესებდა და ის ყველაზე კარგად საიტმა liverpoolecho-მ აღწერა: „პირველი ტაიმის ბოლოს შესანიშნავად მოიგერია მეტოქის თავური დარტყმა და რამდენიმე პირდაპირი პასით თანაგუნდელების ხელსაყრელ პოზიციაზე გაყვანა სცადა. მისი მარცხენა ფეხი ნამდვილად სასარგებლოა’’. პორტალმა საქართველოს ნაკრების მეკარეს 10-დან 7 ქულა დაუწერა. სხვა მხრივ კი „ლივერპულის’’...

სალაჰი ლივერპულიდან მიდის
ჩანაწერი

სალაჰი ლივერპულიდან მიდის

„ლივერპულის’’ ეგვიპტელმა ვარსკვლავმა, 32 წლის მოჰამედ სალაჰმა მკაფიოდ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს კლუბიდან წავა. ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი გახდება. მერსისაიდელებთან მისი კონტრაქტის ვადის ამოწურვამდე ექვსი თვე რჩება და მას ოფიციალურად აქვს უფლება მსოფლიოს ნებისმიერ კლუბთან დაიწყოს წინასწარი მოლაპარაკებები. აქამდე სალაჰი ბუნდოვნად ამბობდა. ის იმეორებდა, რომ შეიძლება წავიდეს „ლივერპულიდან’’ ახლა კი დააზუსტა, რომ „ენფილდზე’’ აღარ დარჩება....

ალ-იტიჰადმა სალაჰსაც დაადგა თვალი
ჩანაწერი

ალ-იტიჰადმა სალაჰსაც დაადგა თვალი

საუდური „ალ-იტიჰადი“ „ლივერპულის“ თავდამსხმელის, მოჰამედ სალაჰის შეძენით დაინტერესდა. „ალ-იტიჰადი“ შეეცდება დაარწმუნოს „ლივერპულის“ ხელმძღვანელობა სალაჰი გაყიდოს. ქალაქ  ჯიდას კლუბი 31 წლის ეგვიპტელს 90 მილიონ ევროზე მეტს შესთავაზებს – გარიგება ყველაზე ძვირი იქნება საუდის არაბეთის ჩემპიონატის ისტორიაში, თუ წითლები დათანხმდებიან. 31 წლის სალაჰს „ლივერპულთან“ კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ ადრე საუდის არაბეთში მოთამაშე ვარსკვლავთა სია...

სპალეტიმ ხვიჩა და სალაჰი შეადარა
ჩანაწერი

სპალეტიმ ხვიჩა და სალაჰი შეადარა

დადგა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო დღე. ხვიჩა კვარაცხელია და „ნაპოლი” ლივერპულში თამაშობენ, „ენფილდზე”. „აძურიმ”  წინა ხუთი მატჩი მოიგო და ის უკვე მერვედფინალშია, მაგრამ გასარკვევი დარჩა საბოლოო ცხრილში პირველ ადგილს დაიკავებს თუ მეორეს. ამას წილისყრისთვის აქვს მნიშვნელობა. ლუჩანო სპალეტი პრეს-კონფერენციაზე როგორც მოსალოდნელი იყო იმედიანიც ჩანდა და ფრთხილიც. გარდა ამისა, მას კვარაცხელიასა და მერსისაიდელთა კერპის, მოჰამედ...

ლივერპულის მეთექვსმეტე შილდი
ჩანაწერი

ლივერპულის მეთექვსმეტე შილდი

„ლივერპულმა” „მანჩესტერ სიტის” 3:1 მოუგო და ისტორიაში მეთექვსმეტედ დაეუფლა „ქომუნითი შილდს” ანუ ინგლისის სუპერთასს. თამაში ლესტერში „კინგ ფაუერ სთედიუმზე” გაიმართა. მერსისაიდელთაგან გოლები გაიტანეს ტრენტ ალექსანდერ-არნოლდმა, მოჰამედ სალაჰმა და ახალწვეულმა დარვინ ნუნიესმა — ინგლისში სეზონი გაიხსნა. ზაფხულში ორივე გუნდმა შეიძინა ახალი ფეხბურთელები, ტრანსფერებში ფული არც ერთს დაუნანია და არც მეორეს, მაგრამ სასტარტო შემადგენლობებში ახალ შენაძენთაგან მხოლოდ...

მო-რჩა! გადაწყდა!
ჩანაწერი

მო-რჩა! გადაწყდა!

მო სალაჰმა „ლივერპულთან” ახალი კონტრაქტი გააფორმა. ის მერსისაიდულ კლუბში კიდევ სამი წლით, 2025 წლამდე რჩება, ხელფასი კი ფაქტობრივად უორმაგდება. ეს „წითლების” თავკაცისთვის იურგენ კლოპისთვის დიდი შვებაა, რადგან ცოტა ხნის წინ სალაჰის მეწყვილე, სენეგალელი ფორვარდი სადიო მანე „ბაიერნში” გადავიდა. მანამდე ინგლისურ პრესაში გავრცელდა ცნობა, რომ „ლივერპულის” მფლობელი კორპორაცია „ფენევეი სპორტ გრუპი” თანახმა იყო გაეყიდა ეგვიპტელი —...

სანი: ლივერპული სალაჰსაც გაყიდის
ჩანაწერი

სანი: ლივერპული სალაჰსაც გაყიდის

„სანი” წერს, რომ ექსკლუზიურ ინფორმაციას ფლობს: „ლივერპული” სადიო მანეს შემდეგ მოჰამედ სალაჰის გაყიდვასაც აპირებს. კლუბის მეპატრონეები სენსაციურ ნაბიჯს იმ შემთხვევაში გადადგამენ, თუ ეგვიპტელი ვარსკვლავის სანაცვლოდ 60 მილიონი გირვანქის ანუ 70 მილიონი ევროს ფარგლებში იხეირებენ. კლუბი, რომელმაც შეიძლება სალაჰის შეძენა სხვებზე მეტად იჩქაროს გახლავთ „რეალი”, თუმცა, ცხადია, მადრიდელების გარდა მსურველები სხვებიც იქნებიან. ზემოხსენებული სანე „ლივერპულმა” „ბაიერნს”...

მო შურისძიების ჟინით არის შეპყრობილი
ჩანაწერი

მო შურისძიების ჟინით არის შეპყრობილი

მოჰამედ სალაჰს შურისძიება სწყურია. წუხელ გაირკვა, რომ ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშების ფინალი 2018 წლის გამეორება იქნება — „ლივერპული” „რეალს” შეხვდება — ეგვიპტელს კი მადრიდელებთან თავისი ანგარიში აქვს. შეხვედრა 28 მაისს, პარიზში გაიმართება. სალაჰმა თავის ტვიტერსა და ინსტაგრამზე დაწერა: „ჩვენ ანგარიში გვაქვს გასასწორებელი”! მერსისაიდელთა თავდამსხმელს ინსტაგრამზე დაახლოებით 50 მილიონი გამომწერი ჰყავს. პოსტის დადებიდან 45 წუთში მას...

სალაჰი: ვერც ჰოს გეტყვით და ვერც არას
ჩანაწერი

სალაჰი: ვერც ჰოს გეტყვით და ვერც არას

მოჰამედ სალაჰი არ მალავს, რომ „ლივერპულთან“ მისი საკონტრაქტო ურთიერთობა ძალიან მყიფეა. ფეხბურთელი ჯერ ვერ ამბობს პრობლემა მოგვარდება თუ ვერა. ეგვიპტელ ვარსკვლავს მერსისაიდელებთან თანამშრომლობის ვადა 2023 წლის ივნისში ეწურება. ამბობენ, რომ ის კლუბს გასამრჯელოს მომატებას სთხოვს — კვირაში 400 000 გირვანქა უნდა. თუმცა, თავდამსხმელი ცდილობს გულშემატკივარი დაარწმუნოს, რომ მასა და კლუბს შორის გამართული ვაჭრობა მის თამაშზე არ...