ლეო მესიმ თავის მილიონობით გულშემატკივარს საყვარელ ხალხთან ერთად შინ ჯდომისკენ მოუწოდა — COVID 19, რომელიც იშიფრება, როგორც „კორონავირუსის დაავადება (disease) 2019″, ჯერ კიდევ უტევს მსოფლიოს და ამ ეტაპზე უსაფრთხოების ზომების დაცვა აუცილებელია. მოგეხსენებათ, ახალმა გრიპმა სპორტს სერიოზულად დაარტყა. გაურკვეველი ვადით შეწყდა შეჯიბრებები. ბურთი, სულ მცირე, სამი კვირის განმავლობაში აღარ გაგორდება, თუმცა ეს დრო შესაძლოა გაცილებით მეტიც...
ჭდე: მატეის დე ლიხტი
დე ლიხტი ყველის ნაჭერია, იუვენტუსი კი ჰარვარდი
მატეის დე ლიხტის აგენტმა, მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საფეხბურთო საქმოსანმა და, რაა დასამალი, სკანდალურმა პიროვნებამ, მინო რაიოლამ „ბარსელონას” შეუტია. მას კატალონიელთა ბოსტანში კენჭების სროლა სჩვევია ხოლმე. ჰოლანდიური Voetbal International-თვის მიცემულ ინტერვიუში იტალიელმა თქვა, რომ „ბარსელონა” დე ლიხტს სათანადოდ ვერ აფასებდა და ის ფრენკი დე იონგის ხურდა ეგონა. „ბარსელონაში ფიქრობდნენ, რომ რაკი ფრენკი დე იონგს ყიდულობდნენ, მატეის...
ჯიჯიმ სკამიდან იმღერა
დიდი კლუბი მხოლოდ დიდი გამარჯვებები როდია – ტრადიციებიაა, რომელიც განუხრელად ყველამ უნდა დაიცვას. ზოგჯერ ეს ტრადიციები სახალისო და ღიმილის მომგვრელია, მაგრამ საკლუბო ისტორიის ნაწილს წარმოადგენს. ტურინის „იუვენტუსში“ ტრადიციაა: ახალწვეული გუნდის ვახშამზე სკამზე უნდა ავიდეს და იმღეროს. აბა, გონსალო იგუაინი და ჯიჯი ბუფონი რომელი ახალწვეულები არიან, მაგრამ კლუბში დაბრუნებულებს რიტუალის შესრულება მოუხდათ. პირველი სკამზე გონსალო იგუაინი ახტა...
რატომ ვერ იყიდა ბარსამ დე ლიხტი?
ჰოლანდიელ მატეის დე ლიხტს „ბარსელონა” სიამოვნებით იყიდდა, მაგრამ ის „იუვენტუსს” დარჩა. ყმაწვილი მცველი, რომელიც 12 აგვისტოს 20 წლისა გახდება, ბედნიერია და ცხოვრებით ტკბება (ეს ფოტოდანაც კარგად ჩანს) ესპანური გაზეთი „მარკა” კი, ამასობაში, ცდილობს ამოიცნოს, რატომ ვერ შეიძინა დე ლიხტი ლა ლიგის ჩემპიონმა. „მარკამ” შვიდი მიზეზი დათვალა. ხელფასი „ბარსელონას” არ უნდა იხადოს ისეთი ხელფასები, როგორზეც „იუვენტუსი” ...
ბარსელონას გაძარცვას უპირებდნენ
„ბარსელონას” ერთ-ერთი მთავარი სატრანსფერო მიზანი „აიაქსიდან” მატეის დე ლიხტის შეძენა იყო და თავად ჰოლანდიელ მცველსაც კატალონიის დედაქალაქზე ამოსდიოდა მზე და მთვარე, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონმა პროცესი შეაჩერა. მიზეზი: დე ლიხტში არაადექვატური ფულის გადახდა უწევს. როგორც ესპანური პრესა წერს, ახლა „აიაქსის” კაპიტანთან „იუვენტუსი” და „პარი სენ ჟერმენი” აწარმოებენ მოლაპარაკებებს. დავუბრუნდეთ თანხებს: როდესაც „ბარსამ” დათვალა და აღმოაჩინა, რომ...
ბარსელონას უცაბედი გამოჩენა
„მანჩესტერ სიტის” არგენტინელი მცველის ნიკოლას ოტამენდის სასწრაფოდ გადაბირება „ბარსელონას” მოუნდა. ოტამენდის ცუდი სეზონი აქვს, პეპ გვარდიოლამ პრემიერშიფის შეხვედრებში სულ ათჯერ ათამაშა და როგორც ჩანს 30 წლის ფეხბურთელზე იმედს აღარც ამყარებს, რადგან აიაქსელ მატის დე ლიხტზე უჭირავს თვალი და მის შესაძენად 50 მილიონი გირვანქა გადაუდია. აღსანიშნავია, რომ „სიტიმ” „ბარსელონასთან” ერთი „აიაქსური” ვაჭრობა უკვე წააგო — 21...
სატრანსფერო ამბები
ანტონი მარსიალი სამი წელიწადია რაც „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს, მაგრამ გუნდში ფეხი ვერა და ვერ მოიკიდა. მისგან აშკარად მეტს ელოდნენ. მას მერე, რაც 2015 წელს „მონაკოდან” „ოლდ ტრეფორდზე” გადაბარგდა, მარსიალი სათადარიგოთა სკამსა და ძირითად შემადგენლობას შორისაა. არცთუ იშვიათად მწვრთნელს ჯოკერის როლში ჰყავს. ბოლო ხანს გავრცელებული ხმების თანახმად კი ფრანგი თავდამსხმელი „იუნაიტედიდან” აბარგებას აპირებს. მისი სურვილი, რასაკვირველია...





