ჭდე: მარკუს რეშფორდი

Home მარკუს რეშფორდი
რეშფორდი ლუკაკუს ვერასდროს აჯობებს
ჩანაწერი

რეშფორდი ლუკაკუს ვერასდროს აჯობებს

მარკუს რეშფორდს „მანჩესტერ იუნაიტედში” დარჩენა უნდა და მზად არის ძირითად შემადგენლობაში ადგილის დასამკვიდრებლად თავდაუზოგავად იბრძოლოს. თუ თავდამსხმელი ამას ვერ შეძლებს, ზაფხულზე სერიოზული დაფიქრება მოუწევს — ხომ არ აჯობებს ისეთ გუნდში გადავიდეს, სადაც თამაში ყოველ ტურში გარანტირებული ექნება. რეშფორდის თემა იმიტომ წამოიწია, რომ „მანჩესტერ იუნაიტედში” მომუშავე მავანმა წყარომ „სანს” უთხრა: „მარკუსს ჩვენი კლუბი ძალიან კი უყვარს...

ფილ ბერდსლი ბოღმა ჰერბერტია
ჩანაწერი

ფილ ბერდსლი ბოღმა ჰერბერტია

ფილ ბერდსლი „მანჩესტერ იუნაიტედის” მოძულე ორპირა ჰერბერტიაო, თქვა მარკუს რეშფორდის ბავშვობის მწვრთნელმა დეივ ჰოროკსმა. აქამდე ვიცოდით, რომ ჰერბერტი კაცის სახელი იყო,  მაგრამ თურმე ჰოროკსის თაობის ინგლისელების ჟარგონზე ცუდ კაცსაც ნიშნავს. ამრიგად,  ლინგვისტურმა ძიებამ შედეგი მოგვიტანა, გავიგეთ, რანაირად შეიძლება ფილი ჰერბერტი ყოფილიყო და ყველაფერი თავის ადგილზე დადგა. ხოლო ის, თუ რატომ არის ფილი ჰერბერტი, „სარბიელის” მკითხველმა იცის: „ტარფ...

რეშფორდი ჩხუბისთვის ბოდიშს იხდის
ჩანაწერი

რეშფორდი ჩხუბისთვის ბოდიშს იხდის

მარკუს რეშფორდმა საჯაროდ მოიხადა ბოდიში — ის „ბარნლისა” და „მანჩესტერ იუნაიტედის” შეხვედრაში, რომელიც მანჩესტერელთა გამარჯვებით 2:0 დასრულდა, მოედნიდან გააძევეს. რეშფორდმა მოწინააღმდეგის მცველს, ფილ ბერდსლის საფეხბურთო უხეშობაზე ქუჩური ილეთით უპასუხა. რეშფორდს, რომელსაც მოედანზე ხეირიანად 10 წუთიც არ დაუყვია, ახლა სამი შეხვედრის გამოტოვება მოუწევს. ის მოედანზე 61-ე წუთზე ალექსის სანჩესის ნაცვლად შეუშვეს, 71-ე წუთზე კი უკვე ხსენებული ინციდენტი...

ესეც თქვენი რეშფორდი
ჩანაწერი

ესეც თქვენი რეშფორდი

ახლა ხომ გაიგეთ, რატომ ვათამაშებ მთელი წელიწადი რომელუ ლუკაკუს და არა მარკუს რეშფორდსო, მრავალმნიშვნელოვნად გაშალა მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ხელები „მანჩესტერ იუნაიტედის” თავკაცმა ჟოზე მოურინიუმ — „წითელმა ეშმაკებმა” ბრაიტონში 0:1 წააგეს. ლუკაკუს ტრავმის გამო 20 წლის რეშფორდს ძირითადში მოხვედრის და თავის გამოჩენის იშვიათი შანსი მიეცა, მაგრამ ვერ ივარგა. მოურინიუ: „მთელი სეზონის განმავლობაში ერთი და იგივე მესმის. მეკითხებიან,...