პრემიერლიგაში სამი ტური დარჩა. ლიდერი „მანჩესტერ სიტი” „ლივერპულს” სამი ქულით უსწრებს. დღეს „ლივერპული” ბირმინგემში „ასტონ ვილასთან” თამაშობს, ხვალ კი „მანჩესტერ სიტის” ელის მატჩი სტუმრად „ვულვერჰემპტონთან”. 15 მაისს „სიტი” ლონდონში მიდის „ვესტ ჰემთან”, ხოლო „ლივერპული” საუთჰემპტონში 17 მაისს თამაშობს. და ბოლოს, 22 მაისს, „მანჩესტერ სიტი” „ასტონ ვილას” მასპინძლობს, ხოლო „ლივერპული” „ვულვერჰემპტონს”. საინტერესოა, რომ „ვილა” და „ვულვზი”...
ჭდე: მანჩესტერ სიტი
ბრიუსელში გადაწყდა!
ერლინგ ჰოლანდის „მანჩესტერ სიტიში” გადასვლა გადაწყვეტილია. „ქალაქელები” ამის შესახებ მიმდინარე კვირაში გამოაცხადებენ. „დორტმუნდმა” 21 წლის ნორვეგიელს ნება დართო ინგლისურ კლუბთან პირადი საკითხები შეათანხმოს. ჰოლანდი ბრიუსელში შეხვდა „სიტის” წარმომადგენლებს და იქვე, „ერასმუს ჰოსპიტალში” სამედიცინო შემოწმებაც გაიარა. შეგახსენებთ, რომ ლაპარაკია თავდამსხმელზე, რომელმაც ამ სეზონში დორტმუნდელთა მაისურით 88 შეხვედრაში 85 გოლი გაიტანა და მსოფლიოში ყველაზე სასურველ ახალგაზრდა ფეხბურთელად...
ცამეტნახევარა
„მანჩესტერ სიტის“ პრემიერლიგის გადამწყვეტი მატჩების წინ გაუჭირდა. საკადრო დანაკლისებია. ტრავმირებულები არიან კაილ უოკერი, რუბენ დიაში და ჯონ სტოუნზი. სამივე მცველია. პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ გუნდში ცამეტნახევარი ფეხბურთელი დარჩა, თუმცა წუწუნს არ აპირებს. „სამი მატჩი და სამი მცველი დაგვრჩა. როდრის შეუძლია დაცვაში თამაში. გვაქვს აკადემია, სადაც გვყავს ფეხბურთელები, რომლებსაც საჭიროების შემთხვევაში დავეყრდნობით. პლუს, ფერნანდინიომ „ნიუკასლთან“ კარგად...
სიტი?
თუ პოლ პოგბა ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, მის გადაბირებას არც მეტი-არც ნაკლები „მანჩესტერ სიტი” შეეცდება. ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი ამჟამად „სიტის” მოქიშპე, თანაქალაქელ „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშობს და ექვსწლიანი თანამშრომლობის შემდეგ კლუბის დატოვებას აპირებს. აქამდე ცნობილი იყო, რომ 29 წლის ნახევარმცველის აყვანის ყველაზე აქტიური მსურველები „პარი სენ ჟერმენი” და მისი ყოფილი კლუბი „იუვენტუსი” იყვნენ, მაგრამ „სანმა” შეიტყო,...
ბირთვული აფეთქება ფეხბურთში
ექვსი წელია, რაც პეპ გვარდიოლა „მანჩესტერ სიტის” უდგას სათავეში და ამ ხნის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგას ხან ერთი დრამატული სცენარით გამოეთიშა, ხანაც მეორეთი, მაგრამ ასეთი მწარე ადრე არასდროს არაფერი მომხდარა. თამაში მთავრდებოდა, თან სად, „სანტიაგო ბერნაბეუზე”, სადაც ის ყოველთვის მოქიშპე და მოწინააღმდეგე იყო, როდესაც მისმა გუნდმა მიჯრით ორი გოლი გაუშვა — 90-ე და 91-ე წუთებზე. ორი...
რაკი კლოპი რჩება…
„სანმა” ექსკლუზიურად შეიტყო, რომ პეპ გვარდიოლა პრინციპში დათანხმდა „მანჩესტერ სიტის” დირექტორატს და 2025 წლამდე აპირებს „ეტიჰედზე” დარჩენას. რაკი ეს ასეა, ნორვეგიელი თავდამსხმელი ერლინგ ჰოლანდიც, სავარაუდოდ, სწორედ „სიტიში” გადავა და არა „რეალში”. კატალონიელი მწვრთნელის მოქმედ კონტრაქტს ვადა ერთი წლის შემდეგ ეწურება. როგორც გაზეთმა შეიტყო, ის და „სიტის” შეფები სიტყვიერად შეთანხმებულან, რომ თუ კონტრაქტს კიდევ ორი წლით...
წერტილი ბენზემას პანენკამ დასვა
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალიც ასეთი უნდა: „მანჩესტერ სიტიმ” „რეალს” 4:3 მოუგო. ეს იყო ოსტატობით, სანახაობითა და დრამატიზმით სავსე შეხვედრა, რომელისაც წერტილი ქარიმ ბენზემას დარტყმულმა „პანენკამ” დაუსვა. იმის შეხსენებას, რომ „პანენკას”, ჩეხი ვეტერანის ანტონინ პანენკას პატივსაცემად პენალტის მის მიერ მოგონებულ დარტყმას უწოდებენ, ჩვენს მკითხველს არ ვაკადრებთ. ფრანგი თავდამსხმელი კი ასეთ ფორმაში არასდროს ყოფილა. მან „ქალაქელებს” ორი გოლი...
გვარდიოლა: ისტორიას არ უნდა ვეთამაშოთ, თორემ წავაგებთ
დღეს, „მანჩესტერ სიტი” „რეალს” მასპინძლობს. ეს არის ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალი. „ეტიჰედზე” ევროპული ფეხბურთის ორი გიგანტის საინტერესო ბრძოლაა მოსალოდნელი. „რეალმა” მერვედფინალში „პარი სენ ჟერმენი” გამოთიშა შეჯიბრებას, მეოთხედფინალში — „ჩელსი”. ორივე დაპირისპირება დრამატული იყო. „სიტიმ” კი ჯერ „სპორტინგის” ბარიერი გაიარა, ხოლო შემდეგ „ატლეტიკოს” აჯობა. მძიმე თამაშები ჰქონდა. „სიტი” და „რეალი” ბოლოს ერთმანეთს 2020 წელს, პანდემიის გამო სახეცვლილ...
ხელფასზეც შეთანხმდნენ
„დეილი მეილის” ექსკლუზიური ინფორმაციით „მანჩესტერ სიტიმ” ერლინგ ჰოლანდის ყიდვის საქმეში დიდი ნაბიჯი გადადგა — „ქალაქელები” 21 წლის ნორვეგიელს კვირაში 500 000 გირვანქის გადახდას დაყაბულდნენ. ჰოლანდს პრემიერლიგაში ყველაზე დიდი ჯამაგირი ექნება. ახლა, მანკუნიანელებს „დორტმუნდისთვის” თავდამსხმელის გამოსასყიდი 63 მილიონი გირვანქა (76 მილიონი ევრო) აქვთ გადასახდელი და თუ რაიმე მოულოდნელმა დაბრკოლებამ არ იჩინა თავი, ხუთწლიანი კონტრაქტი დაახლოებით ერთ...
მაქსიმუმ ორ კვირაში
„დეილი მეილის” ინფორმაციით ერლინგ ჰოლანდი თავის ახალი კლუბს ორი კვირის განმავლობაში დაასახელებს, „მანჩესტერ სიტი” კი დარწმუნებულია, რომ ეს კლუბი თავად იქნება. 21 წლის ნორვეგიელი თავდამსხმელის გადაბირებით „ქალაქელების” გარდა დაინტერესებულები არიან „პარი სენ ჟერმენი”, „ბარსელონა” და „რეალი”. მარტში იმავე „დეილი მეილმა” დაწერა, რომ „დორტმუნდის” ფორვარდი „სიტისთან” უკვე პირად საკითხებს ათანხმებს. „ეტიჰედზე” ჰოლანდის ხელფასი იქნება კვირაში 500...









