ჭდე: მანჩესტერ სიტი

Home მანჩესტერ სიტი
ოლე ჟოზესა და პეპის მოლოდინში
ჩანაწერი

ოლე ჟოზესა და პეპის მოლოდინში

ოლე გუნარ სულშერმა თავის ფეხბურთელებს უთხრა, თუ ამ კვირაში „ტოტენჰემთან” და „სიტისთან” წავაგებთ, იცოდეთ, მომხსნიანო. დღეს, პრემიერლიგის ცხრილში „მანჩესტერ იუნაიტედი” მეცხრე ადგილზეა. მისი მდგომარეობა ბოლო ტურში „ასტონ ვილასთან” შინ ნათამაშებმა 2:2-მა დაამძიმა და სოლსკიაერის  გუნდში დარჩენა-არდარჩენაზეც კიდევ უფრო აქტიურად ალაპარაკდნენ. ამრიგად, სულშერმა ფეხბურთელების მოტივაციის კიდევ ერთ ხერხს მიმართა. მან ბიჭები შეკრიბა და შეახსენა, რომ ოთხშაბათს,...

ორი პენალტი ლივერპულის კარში
ჩანაწერი

ორი პენალტი ლივერპულის კარში

პეპ გვარდიოლა გაცხარდა. კატალონიელის აზრით „ლივერპულისა” და „მანჩესტერ სიტის” შეხვედრაში, რომელიც მასპინძლებმა 3:1 მოიგეს, მისი გუნდის სასარგებლოდ ორი პენალტი არ დანიშნეს. თან, პენალტის არდანიშვნა ერთია და ვიდეორეფერი მათ გადამოწმებასაც რომ არ ინებებს, მეორე. ამიტომაც, საფინალო სასტვენის შემდეგ გვარდიოლა მსაჯ მაიკლ ოლივერს ირონიული მადლობებით მივარდა. „სიტის” მწვრთნელისა და გულშემატკივრებისთვის ძნელი გადასატანი გამოდგა პირველი საეჭვო ეპიზოდი, როდესაც არბიტრმა...

ავტობუსში არავის შეშინებია
ჩანაწერი

ავტობუსში არავის შეშინებია

ვინსენტ კომპანი თავის ავტობიოგრაფიულ წიგნში „ტრებლის ტრიუმფი” ამბობს, რომ 2018 წლის აპრილში, „სიტის” ავტობუსზე ლივერპულელი ფანების თავდასხმამ „ქალაქელები” და მერსისაიდელები დიდ მოქიშპეებად აქცია. შეგახსენებთ, რომ „ენფილდ როუდისკენ” მიმავალ ავტობუსს ბოთლები, ქვები და მაშხალები დაუშინეს. იურგენ კლოპმა თქვა, რომ მაშინდელი უაზრო აგრესია სამარცხვინო იყო და მის კლუბს ბრბოს ასეთ საქციელზე პასუხი მართლაც უნდა ეგო. მერსისაიდის პოლიციამ პეპ...

შიშიანობა მანჩესტერში
ჩანაწერი

შიშიანობა მანჩესტერში

კვირას „ლივერპული” – „სიტია” ანუ არსებობს საშიშროება, რომ მერსის პირას ჩასულ მანჩესტერელებს ადგილობრივი ცხელთავიანები ავტობუსს დაუმტვრევენ. თუმცა, ავტობუსს ვინ ჩივის… შესაბამისად, ინგლისის ჩემპიონი პოლიციისგან განსაკუთრებულ დაცვას ითხოვს. „ქალაქელებს” სიფრთხილის საბაბი ნამდვილად აქვთ: სოციალურ მედიაში უკვე დაიპოსტა მუქარის არაერთი წერილი. „სიტის” ხელმძღვანელები დაუკავშირდნენ კიდეც ლივერპულელ კოლეგებს — კარგად მოიფიქრეთ, როგორ უნდა დაგვიცვათო. შეგახსენებთ წინაისტორიას: 2018 წლის აპრილში...

სიტყვათა ომი ლივერპული-სიტის წინ
ჩანაწერი

სიტყვათა ომი ლივერპული-სიტის წინ

პეპ გვარდიოლამ ლივერპულელ სადიო მანეზე თქვა „მყვინთავი” არისო, რაზეც კოლეგას იურგენ კლოპმა უპასუხა. თავის მხრივ, მერსისაიდელთა გერმანელმა თავკაცმა „მანჩესტერ სიტი” ტაქტიკურ ფოლებში დაადანაშაულა. „ის ხანდახან ყვინთავს”, — ასე თქვა მანეს შესახებ „ქალაქელების” კატალონიელმა მწვრთნელმა შაბათს, მას მერე რაც „ლივერპულმა” ბირმინგემში „ასტონ ვილას” 2:1 მოუგო. კონკურენტი გუნდის ფეხბურთელზე კრიტიკულად ლაპარაკი გამოწვევას ჰგავდა, მითუფრო, რომ ახლა კვირას,...

8 ქულა 8 თამაშის შემდეგ
ჩანაწერი

8 ქულა 8 თამაშის შემდეგ

ცხრილში ყურებას თავი დაანებეთო, უთხრა პეპ გვარდიოლამ „ვულვერჰემპტონთან” შინ დამარცხებულ „მანჩესტერ სიტის” ფეხბურთელებს. ადამა ტრაორეს მიერ მე-80 და 94-ე წუთებზე გატანილმა ორმა გოლმა „მგლებს” ინგლისის ჩემპიონთან დამსახურებული გამარჯვება მოაპოვებინა, რისი წყალობითაც „ლივერპული” პრემიერლიგაში 8 ქულით ლიდერობს. ცნობისათვის: რაც პრემიერლიგა არსებობს, 8 ტურის შემდეგ ასეთი უპირატესობა არავის ჰქონია. „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა თქვა: „ცუდი დღე იყო. წინა...

ფერი და ტუჩები არაფერ შუაშია
ჩანაწერი

ფერი და ტუჩები არაფერ შუაშია

გუშინ „მანჩესტერ სიტიმ” „ევერტონს” 3:1 მოუგო, მაგრამ რაჰიმ სტერლინგს მატჩისშემდგომ პრეს-კონფერენციაზე ფეხბურთზე იმდენი ლაპარაკი არ დასჭირვებია, რამდენიც პორტუგალიელი თანაგუნდელის ბერნარდო სილვას დაცვა. რა სჭირდა სილვას სტერლინგის დასაცავი? საქმე ის არის, რომ რამდენიმე დღის წინ მან სოციალურ ქსელში სახუმარო (თვითონ ასე ეგონა) ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ერთ მხარეს „სიტის” ფრანგი მცველის ბენჟამენ  მენდის ბავშვობის ფოტო იდო, ხოლო...

ისინი ალბიონზე ამინდს ქმნიან 
ჩანაწერი

ისინი ალბიონზე ამინდს ქმნიან 

ერთი თვე შესრულდა, რაც პრემიერლიგა დაიწყო. არაფერი არალოგიკური და არაპროგნოზირებადი – ტიტულის მთავარი მაძიებლები ლივერპული და მანჩესტერ სიტი კვლავაც დომინირებენ და ტიტულისთვის იბრძვიან, დიდი ექვსეულის გუნდები კი პოზიციებს ნელ-ნელა იმყარებენ. სანაკრებო პაუზისას, პრემიერლიგის ვებ-გვერდი გასულ თვეს აჯამებს და საუკეთესო ფეხბურთელებსა თუ მწვრთნელებს ავლენს. გამოქვეყნდა იმ ფეხბურთელთა სია, რომლებიც თვის საუკეთესოს წოდებისთვის იბრძოლებენ. სერხიო აგუერო –...

ასეთი მეგობრის პატრონს მტერი აღარ სჭირდებაო
ჩანაწერი

ასეთი მეგობრის პატრონს მტერი აღარ სჭირდებაო

გერმანული „შპორტ ბილდი” გაბრაზებულია. „დაუწერელი კანონია, როდესაც ფეხბურთელს ყიდი, აღარ უნდა ათამაშო, რადგან თუ ათამაშებ, ის შეიძლება დაშავდეს”, — წერს ჟურნალი, რომელიც ლეროი სანეს ტრავმას ეხმაურება. სანეს ყიდვაზე „ბაიერნი” მუშაობდა და მოლაპარაკებები კარგა შორსაც იყო წასული, მაგრამ „მანჩესტერ სიტის” მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ ფეხბურთელი „ლივერპულის” წინააღმდეგ, ინგლისის სუპერთასის შეხვედრაში ათამაშა, სადაც ის მე-13 წუთზევე დაშავდა და… ახლა...

ლივერპულის ტაიმი ოთხით
ჩანაწერი

ლივერპულის ტაიმი ოთხით

პარასკევ საღამოს პრემიერლიგა დაიწყო. მაგალითად, ბუნდესლიგისგან განსხვავებით, ინგლისში სეზონს ჩემპიონი არ ხსნის. გუშინ გაგვიმართლა და ისეთი გუნდი ვნახეთ, პირველივე ტურიდან რომ იტყვი – ნამდვილი ფავორიტი იქნებაო. ამას მხოლოდ „ნორვიჩის“ გაცამტვერება არ გვალაპარაკებს, არამედ ისტორიული ფონი და მონდომება. „ლივერპულის“ ფეხბურთელები უკვე ღიად ლაპარაკობენ, რომ მათთვის პრემიერლიგაში პირველობა უმთავრესი ამოცანაა. ფანებიც ამას მოითხოვენ. გუნდსაც შეეტყო, პირველ ტაიმში...