ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი

Home მანჩესტერ იუნაიტედი
მერე რა, მაინც დარჩება ერერა
ჩანაწერი

მერე რა, მაინც დარჩება ერერა

ანდერ ერერამ როგორ ჩანს სურვილი აისრულა — „მანჩესტერ იუნაიტედი” მას ორი წლით გაუხანგრძლივებს ხელშეკრულებას. მიუხედავად იმისა, რომ ჟოზე მოურინიუს ხელში ძირითად შემადგენლობაში მოხვედრის პრობლემა აქვს, 29 წლის ბასკ ნახევარმცველს „ოლდ ტრეფორდზე” უნდოდა დარჩენა და აი, კლუბის ხელმძღვანელები სექტემბერში, სანაკრებო წყვეტის პერიოდში მას მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომას დაჰპირდნენ. ამჟამად მოქმედი კონტრაქტის ვადა ფეხბურთელს სეზონის ბოლოს, მაისში ეწურება. თუკი...

იანვარში ჟოზეს ბაზარში გაუშვებენ
ჩანაწერი

იანვარში ჟოზეს ბაზარში გაუშვებენ

„სანმა” გაარკვია: ჟოზე მოურინიუ იანვარში სატრანსფერო ბაზარს დაუბრუნდება. ვის შეძენას შეეცდება „მანცესტერ იუნაიტედის” პორტუგალიელი მწვრთნელი, ჯერ არ ამბობენ. ცნობილი გახდა ისიც, რომ „იუნაიტედის” ბოსები „განსაკუთრებულს” ფულს მხოლოდ იმ შემთხვევაში მისცემენ თუ შერჩეული ფეხბურთელის დონე და ფასი ერთმანეთის შესაბამისი იქნება. შეგახსენებთ, რომ ამ ზაფხულს „იუნაიტედის” სატრანსფერო პოლიტიკამ მოურინიუ ცენტრალური მცველის გარეშე დატოვა. „განსაკუთრებულს” სამიდან ერთი სურდა:...

კრიშტიანუ, სერ ალექსი და ფუჭი ფინტები
ჩანაწერი

კრიშტიანუ, სერ ალექსი და ფუჭი ფინტები

კრიშტიანუ რონალდუმ გაიხსენა, როგორ აუკრძალა სერ ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის წლებში ზედმეტი ფინტების კეთება, კერძოდ კი ბურთზე ფეხის ბევრჯერ გადატარება. „სანი” წერს, რომ სერ ალექსისთვის რონალდუ მის 26 წლიან ეპოქაში ალბათ ყველაზე ძვირფასი მარგალიტი იყო, რომელიც ლეგენდარულ მწვრთნელს გამორჩევით უყვარდა. პორტუგალიელი ვარსკვლავი „მანჩესტერ იუნაიტედში” ლისაბონის „სპორტინგიდან” 2003 წელს გადავიდა. მაშინ ის 18 წლისა იყო...

მანჩესტერ იუნაიტედის ფანები იქით კვირას ააფრენენ
ჩანაწერი

მანჩესტერ იუნაიტედის ფანები იქით კვირას ააფრენენ

„მანჩესტერ იუნაიტედის” ფანებმა პატარა თვითმფრინავი დაიქირავეს, რომელსაც ბანერს ჩამოჰკიდებენ. ბანერზე ეწერება: ED OUT — LUHG! ჯერ განვმარტოთ ეს რას ნიშნავს. ED OUT სხვა არაფერია თუ არა „წავიდეს ედი”, ხოლო ედი კლუბის ვიცე-თავმჯდომარე და აღმასრულებელი შეფი ედ ვუდვორდი  გახლავთ. სწორედ ის კაცია, ჟოზე მოურინიუს ამ ზაფხულს მცველი რომ არ უყიდა. რაც შეეხება LUHG-ს ეს არის: Love United Hate Glazer ანუ...

პოლ სქოულზი ჩერჩილის წინაშე
ჩანაწერი

პოლ სქოულზი ჩერჩილის წინაშე

„მანჩესტერ იუნაიეტდის” „ბრაიტონთან” 2:3 დამარცხების შემდეგ „წითელი ეშმაკების” ლეგენდამ პოლ სქოულზმა პოლ პოგბა გააკრიტიკა, რასაც ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონის აგენტმა მინო რაიოლამ „ტვიტერით” გასცა პასუხი: „სქოულზი სერ უინსტონ ჩერჩილის წინ რომ დააყენო, მაინც ვერ მიხვდება რომ ლიდერის წინაშე დგას. არის ხალხი, რომელსაც ლაპარაკი სჭირდება, რათა არ დაივიწყონ”. არადა, სქოულზის ნათქვამში თითქოს ისეთი არაფერი ყოფილა რაიოლას თავი...

ნევილი იუნაიტედის ბოსს უტევს
ჩანაწერი

ნევილი იუნაიტედის ბოსს უტევს

გარი ნევილმა „მანჩესტერ იუნაიტედის” ვიცე-თავმჯდომარეს, აღმასრულებელ შეფს ედ ვუდვორდს ბრალი ჟოზე მოურინიუსთვის ძირის თხრაში დასდო. ნევილი გააღიზიანა ვუდვორდის სეზონისწინა პრესკონფერენციამ, სადაც მან ჟურნალისტებს განუმარტა, თუ რატომ არ იყიდეს „წითელმა ეშმაკებმა” მცველი, რომელიც პორტუგალიელ მწვრთნელს ასე სჭირდებოდა. ნევილმა თქვა: „ვუდვორდმა ახსნა, რატომ არ იყიდა „მანჩესტერ იუნაიტედმა” ჟოზესთვის სასურველი მცველები. მან თქვა ფრაზა, „ამიტომაც არ დავუჭირეთ მოურინიუს...

მოურინიუ და პოგბა ვერ შერიგდებიანო
ჩანაწერი

მოურინიუ და პოგბა ვერ შერიგდებიანო

ჟოზე მოურინიუსა და პოლ პოგბას მორიგი კონფლიქტი მოუვიდათ. ამბობენ, რომ ახლა მწვრთნელისა და ფეხბურთელის ურთიერთობა საბოლოოდ გაფუჭდა. მოურინიუ პოგბას აფრთხილებდა, პრესასთან ჩივილს თავი დაანებოს და თუ კლუბიდან წასვლა სურდა, ოფიციალურად ეთხოვა ტრანსფერი. ამაზე ფრანგმა ნახევარმცველმა უპასუხა, ამიერიდან ჩემთან ოფიციალურ საკითხებზე დალაპარაკება რომ მოგინდება აგენტ მინო რაიოლას მიმართეო. კინკლაობა მას მერე დაიწყო, რაც პრემიერლიგის პირველი ტურის...

პოგბა ფულს ითხოვს
ჩანაწერი

პოგბა ფულს ითხოვს

პოლ პოგბამ „მანჩესტერ იუნაიტედის” აღმასრულებელ ვიცე-თავმჯდომარეს ედ ვუდვორდს დაურეკა და უთხრა, რომ თუ მისი გუნდში დარჩენა უნდათ, ყოველკვირეული ჯამაგირი 200 ათასი გირვანქით უნდა გაუზარდონ. სხვა სიტყვებით, სადღეისოდ ფრანგის ხელფასი კვირაში 180 ათასი გირვანქაა და ის 380 ათასამდე გაზრდას ითხოვს. ასეთი თანხა 25 წლის მსოფლიოს ჩემპიონს როგორც ჩანს თავმოყვარეობასაც დაუკმაყოფილებს და სტატუსით „წითელი ეშმაკების” ყველაზე დიდხელფასიან...

პოგბა ბარსელონაში გასხლტება?
ჩანაწერი

პოგბა ბარსელონაში გასხლტება?

პოლ პოგბას მანჩესტერული მომავალი კვლავ ეჭვქვეშაა. გუშინ, ფრანგის აგენტმა, ცნობილმა მინო რაიოლამ მსოფლიოს ჩემპიონის „ოლდ ტრეფორდიდან” წაყვანაზე დაიწყო მუშაობა და ამის გასაკვაჭად კლუბის ოფისშიც კი მივიდა. პოგბა ქერინგტონის საწვრთნელ ბაზაზე სულ ახლახანს, ორშაბათს დაბრუნდა, მაგრამ ეტყობა ხეირიანად მომზადებას არ აცლიან — ამბობენ, რომ მისი შეძენით „ბარსელონა” დაინტერესდა. რაიოლა ამ ტრანსფერის გახერხებიტ ძალიან ყოფილა დაინტერესებული, თუმცა...

ბოატენგი, მანჩესტერელთა მორიგი სამიზნე
ჩანაწერი

ბოატენგი, მანჩესტერელთა მორიგი სამიზნე

მორიგ საკონტროლო შეხვედრაში „ბაიერნმა” „მანჩესტერ იუნაიტედს” 1:0 მოუგო. ინგლისური პრესა წერს, რომ „წითელმა ეშმაკებმა” საშინლად მოსაწყენი ფეხბურთი ითამაშეს. მატჩის ერთადერთი გოლი მეორე ტაიმის დასაწყისში ხავი მარტინესმა გაიტანა და… „იუნაიტედმა” ბავარიელებს მათთვის ჯერომ ბოატენგის მიყიდვა შესთავაზა — მოგეხსენებათ, ინგლისის ოცგზის ჩემპიონს ცენტრალური მცველი სჭირდება. ბოატენგმა „იუნაიტედთან” მეორე ტაიმში ითამაშა. პრემიერლიგაში სატრანსფერო სეზონი დანარჩენი ევროპისგან განსხვავებით სამ...