გამოვიდა წიგნი, რომელსაც ჰქვია „ლვგ — მწვრთნელი და ტოტალური პიროვნება”, რომელიც ლუის ვან გაალზეა. ამ წიგნში თავისი წილი მოგონება ვეტერან თავდამსხმელ რობინ ვან პერსისაც ეკუთვნის და ინგლისურმა „მირორმა” ეს ნაწილი გადაბეჭდა. ჰოლანდიელი ბოსისა და ფეხბურთელის ურთიერთობა ძალიან საინტერესო და წინააღმდეგობრივი ყოფილა, რასაც ქვემოთ ნახავთ. ვან პერსის მოგონება 2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატით იწყება, რომლის მეოთხედფინალშიც ნარინჯისფერები...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
ჩელსის იყო და არა იყო რა ფეხბურთელი
ზოგს შეიძლება გაუგია, ზოგს კი არა. არის ასეთი ფეხბურთელი ჯორდან ჰაფტონი, რომელიც 2018 წლის შემდეგ ინგლისის პირველი ლიგის (ზემოდან მესამე დონეა) „დონზში” თამაშობს, ადრე კი „ჩელსიში” იყო. უფრო სწორედ, მთლად „ჩელსიშიც” ვერ იყო… მოკლედ, ისტორია ასეთია: — „უიმბლდონთან” ამხანაგურს ვთამაშობდით, — იგონებს 24 წლის ნახევარმცველი, — მაშინ „ჩელსის” მწვრთნელი იყო ჟოზე მოურინიუ. და შესვენებაზე ჟოზემ...
მანჩესტერ იუნაიტედი გამოსავალს ეძებს
ვინაიდან კორონავირუსით გამოწვეული უფულობის გამო ახლანდელი შემადგენლობის შენარჩუნება და პლუს გუნდის გაძლიერება არ ხერხდება, „მანჩესტერ იუნაიტედს” მავანთა გაყიდვა და ახლების შეძენა ნავაჭრი ფულით მოუწევს. როგორც ჩანს, ერთ-ერთი პირველი, ვისაც ხეირიანი შემოთავაზების შემთხვევაში გაყიდვა არ ასცდება, ფრანგი მსოფლიოს ჩემპიონი პოლ პოგბაა. მანჩესტერელთა ვიცე-თავმჯდომარემ ედ ვუდვორდმა ორიოდ დღის წინ თქვა, რომ პანდემიამ ფეხბურთის კლუბებს, მათ შორის „იუნაიტედსაც”, სატრანსფერო...
მანჩესტერმა, ტრანსფერებზე ბოდიშიო
ამ ზაფხულს, „მანჩესტერ იუნაიტედისგან” დიდ სატრანსფერო აქტიურობას ელოდნენ, მაგრამ კლუბის ვიცე-თავმჯდომარემ ედ ვუდვორდმა თქვა, კორონავირუსის პანდემიის გამო სრულიად შესაძლებელია ფეხბურთელების ბაზრობაზე ძალიან წყნარად მოვიქცეთო. უფრო ზუსტად, ვუდვორდმა თქვა, რომ მისი აზრით, ფულის ხარჯვისგან თავს მარტო „მანჩესტერ იუნაიტედი” კი არ შეიკავებს, არამედ, ზოგადად, ფეხბურთის კლუბები შეიკავებენ, რადგან ისინი ფინანსურად დაზარალდნენ. ვერ გეტყვით, ასეთი განცხადებით „ოლდ ტრეფორდის”...
მეტოქეების ანგარიშები არ აინტერესებდა
ჰოლანდიელი რუუდ ვან ნისტელროი დღეს 43 წლისაა, მაგრამ იყო დრო, როდესაც მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო თავდამსხმელი გახლდათ. ვან ნისტელროიმ კარიერა 2011/12 წლების სეზონის შემდეგ დაამთავრა. ის ჩინებულად თამაშობდა „რეალში”, „ჰამბურგში”, მაგრამ კარიერის მწვერვალს, რასაკვირველია, „მანჩესტერ იუნაიტედში” მიაღწია. ოღონდ, ერთიცაა, ის ყოველთვის თავისებული კაცი იყო; განსხვავებული ქცევისა და ხასიათის. თავის პოდკასტში „მანჩესტერ იუნაიტედის” 45 წლის ლეგენდამ პოლ...
გვარდიოლამ კი გააბრაზა
„მანჩესტერ იუნაიტედი” დარწმუნებულია, რომ ინგლისელ სუპერბავშვად წოდებული ჯეიდონ სანჩო მათი იქნება. დორტმუნდელთა ერთ-ერთ საუკეთესო ფეხბურთელს მანკუნიანელებთან ყველა სატრანსფერო დეტალი შეუთანხმებია, ეგრეთწოდებული წვრილი შრიფტით მიწერილების ჩათვლით. სანჩომ სამი წლის წინ „მანჩესტერ სიტის” ახალგაზრდული გუნდი დატოვა და გერმანიაში გადაბარგდა. გადაბარგების მიზეზი, რაგინდ უცნაურად გეჩვენოთ, ის იყო, რომ 17 წლის ბიჭუნას აზრით, პეპ გვარდიოლამ დიდ გუნდში თამაში აღარ...
პოგბას დედას სცოდნია
2012 წლის ამბავს პოლ პოგბა ასე იგონებს: „მანჩესტერ იუნაიტედიდან” იმიტომ წავედი, რომ ალექს ფერგიუსონი არ მათამაშებდა და გავბრაზდიო. არადა, ყოველთვის იმას ამბობდნენ, რომ პოგბამ კლუბთან რაღაც საკონტრაქტო საკითხი ვერ მოაგვარა და ფრანგის „იუვენტუსში” გაქცევის მიზეზიც თითქოსდა ეს იყო. იმხანად, ტურინელები პოგბას კვირაში 30 000 გირვანქის ტოლ ევროებს სთავაზობდნენ, რაც მის მანჩესტერულ გასამრჯელოზე ორჯერ მეტი გახლდათ....
პენალზე აწიე, ქალო!
სანამ მხიარულ ამბავს გეტყოდეთ, საქმიანად დავიწყოთ: „მანჩესტერ იუნაიტედს” კვლავ მოუნდა ჰოლანდიელი მატეის დე ლიხტის ყიდვა. გასულ ზაფხულს, როდესაც გაირკვა, რომ ცენტრალური მცველი „აიაქსიდან” წასვლას აპირებდა, „იუნაიტედი” აქტიურად ჩაერთო ვაჭრობაში, მაგრამ „იუვენტუსს” ვერ აჯობა. დე ლიხტი ტურინს ვერ მოერგო. გარდა ამისა, ცნობილია, რომ „იუვენტუსსა” და „მანჩესტერ იუნაიტედს” შორის კარგი საქმიანი ურთიერთობაა და დე ლიხტის „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლამ...
სიმულიანტი, მყვირალა, თავხედი
კვირას, „ოლდ ტრეფორდზე”, მანჩესტერული დერბი იყო, „იუნაიტედმა” „სიტის” 2:0 მოუგო. ამ შეხვედრის გმირად და ვარსკვლავად დაასახელეს მასპინძელთა პორტუგალიელი ნახევარმცველი ბრუნო ფერნანდეში, რომელიც ინგლისში ახალი გადასულია და ფანებს უკვე უყვართ, ქება და დიდება არ აკლია. „სიტისთან” შეხვედრის 30-ე წუთზე, ფერნანდეშმა, ცოცხალი კედლის თავს გადავლებული ეფექტური პასით ანტონი მარსიალს გაახსნევინა ანგარიში, ოღონდ, მეტოქე გუნდის ნახევარმცველი, თურქული წარმოშობის გერმანელი ილქაი...
დიბალა ლონდონში
პაულო დიბალას თავისი აგენტისთვის ხორხე ანტუნისთვის დაურეკავს და „მანჩესტერ იუნაიტედში” გადასვლაზე უარი გამოუცხადებია — „იუვენტუსში” თავს შესანიშნავად ვგრძნობ და მაგათი დიდი ხელფასი არ მინდაო. საინტერესოა, რომ არგენტინელს აგენტისთვის სწორედ მაშინ დაურეკავს, როდესაც ის მანკუნიანელთა ლონდონის ოფისში, არც მეტი არც ნაკლები, ედ ვუდვორდის კაბინეტში მჯდარა და საქმეს აკვარახჭინებდა. რატომ არ ისურვა დიბალამ „ოლდ ტრეფორდზე” გადასვლა? ამბობენ,...









