„სანი” ექსკლუზიურად აცხადებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი” ევრო 2020-ის დამთავრების შემდეგ ჯეიდონ სანჩოს იყიდის. „იუნაიტედი” „დორტმუნდთან” მოლაპარაკებათა აქტიურ ფაზაში ყოფილა. მხარეები თურმე უკვე თავად სანჩოს პირობებს ათანხმებენ. ინგლისის ნაკრების გარემარბი „ოლდ ტრეფორდზე”, ხუთი წლის განმავლობაში, კვირაში 350 000 გირვანქას მიიღებსო. გერმანული კლუბი ამბობს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედმა” მას თავიდან 61 მილიონი გირვანქა შესთავაზა, მაგრამ იძულებული გახდა თანხა...
ჭდე: მანჩესტერ იუნაიტედი
დე ხეა ობლაკში ხომ არ გავცვალოთო
„მანჩესტერ იუნაიტედს” თავისი მთავარი პრობლემის გადასაჭრელად ამბიციური გეგმა აქვს — მადრიდის „ატლეტიკოს” დავიდ დე ხეას იან ობლაკში გაცვლა უნდა შესთავაზოსო, წერს ინგლისური პრესა. ჭკვიანური სვლაა. მანჩესტერელები დე ხეას „ოლდ ტრეფორდიდან” მოცილებას რა ხანია ცდილობენ. ესპანელმა მეკარემ, ორი დღის წინ, ევროლიგის ფინალში სულაც გადამწყვეტი პენალტი ააცილა — მას მერე, რაც „იუნაიტედისა” და „ვილიარეალის” შეხვედრაში (1:1) მატჩისშემდგომი...
პენალტები, პენალტები, ჭრელი, ათასფერადი
პოლონეთის ქალაქ გდანსკში, „ვილიარეალმა” „მანჩესტერ იუნაიტედთან” ევროლიგის ფინალის ძირითადი და დამატებითი დრო 1:1 ითამაშა, პენალტების სერიაში კი 11:10 მოიგო. ეს გახლდათ „ვილიარეალის” პირველი გამარჯვება ევროშეჯიბრებაში, რომელიც გუნდმა უკიდურესად დრამატულად მოიპოვა: ესპანეთის მეშვიდე გუნდმა ინგლისის მეორე გუნდს თერთმეტივე პენალტი გაუტანა. მათგან ბოლო, მეკარე ხერონიმო რულიმ შეაგდო, რომელმაც, შემდეგ, კოლეგის დავიდ დე ხეას დარტყმა მოიგერია და გუნდს...
მანჩესტერი დღესვე მზადაა
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ უკვე დაიწყო მზადება ევროპა ლიგის ფინალისთვის, რომელიც 26 მაისს პოლონურ გდანსკში გაიმართება. როგორც ინგლისური მედია იტყობინება, ოლე გუნარ სულშერმა, „მანჩესტერის“ მთავარმა მწვრთნელმა „ფულემთან“ პრემიერლიგურ შეხვედრაშიც ის შემადგენლობა ათამაშა, რომელსაც ფინალში გაიყვანს. მატჩი, მოგეხსენებათ, ფრედ 1:1 დასრულდა და მასპინძელთაგან თავი ურუგვაელმა ედინსონ კავანიმ გამოიჩინა ბრუნო ფერნანდეშის გადაცემის შემდეგ. პორტუგალიელმა კიდევ ერთი საგოლე გადაცემა მიითვალა....
გლეიზერები შუაში გავჭრათ…
„გაიცა ბრძანება დამატებითი ძალების მოზიდვის შესახებ. წინა ხაზზე სპეცდანიშნულების ახალი რაზმი გამოვიდა. „ვაჩვენოთ ძალა!” — დაიყვირა მეთაურმა. „იშიშვლეთ ხელჯოხები!” ასე იწყება „დეილი მეილის” წერილი მანჩესტერში, „ოლდ ტრეფორდზე”, წუხელ დატრიალებული ამბების შესახებ. ვითარება რამდენიმე ასეულმა ფანმა, უფრო სწორედ, როგორც გაზეთი წერს ხულიგანმა დაძაბა. შეგახსენებთ, რომ ეს „ოცნებათა თეატრის” მიმდებარე ტერიტორიაზე პირველი სახალხო მღელვარება არ იყო. ინგლისი...
სიტი ჩემპიონია!
„მანჩესტერ სიტი” ბოლო ოთხ წელიწადში მესამედ გახდა პრემიერლიგის ჩემპიონი. ეს მას მერე გახდა ცნობილი, რაც „მანჩესტერ იუნაიტედმა” შინ, „ლესტერთან” 1:2 წააგო. ამრიგად, პეპ გვარდიოლას გუნდმა ლიგის ანუ „კარაბაოს” თასს მიმდინარე სეზონში ინგლისის ჩემპიონის ტიტულიც დაამატა და ტრებლისთვის 29 მაისს, ჩემპიონთა ლიგის მოგებაღა აკლია. ფინალში „სიტი” „ჩელსის” ხვდება. რაკი „ჩელსი” ვახსენეთ… „ქალაქელები” იმედოვნებდნენ, რომ ჩემპიონის ტიტულს...
მანჩესტერ იუნაიტედის წრუწუნათა თეატრი
„ოლდ ტრეფორდს” ოცნებათა თეატრს უწოდებენ, მაგრამ გარი ნევილი ბოლო კვირების განმავლობაში დაჟინებით იმეორებს, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” სტადიონი ყველაფერია ოცნებათა თეატრის გარდა. და ნევილი ამას იმიტომ კი არ ამბობს, რომ ოლე გუნარ სულშერმა გუნდი ჩემპიონი ვერ გახადა, არამედ იმიტომ, რომ „იუნაიტედის” მეპატრონეების, გლეიზერების ოჯახის ხელში ნაგებობა გაპარტახდა. არადა, ერთი შეხედვით „ოლდ ტრეფორდი” ბრწყინვალე სარბიელია, რომელშიც 75...
სუნესი: სოფლელ იდიოტს ხალხის დახოცვა შეეძლო
შოტლანდიური ფეხბურთისა და „ლივერპულის” ლეგენდა, გრემ სუნესი, რომელიც 1979 წლის 3 ოქტომბერს თბილისში, „დინამოსთვის” ისტორიულ შეხვედრაში (3:0) მონაწილეობდა, გაბრაზდა. მან თქვა, რომ „მანჩესტერ იუნაიტედის” გამხეცებულ ფანებს ვინმეს მოკვლა შეეძლოთ. მათ, „ოლდ ტრეფორდზე”, „სქაი სპორტის” ექსპერტებს მაშხალები ესროლეს. გუშინ, „იუნაიტედის” ასობით გულშემატკივარი „ოცნებათა თეატრის” მოედანზე შეიჭრა, რაც საბოლოოდ, „ლივერპულთან” შეხვედრის გადადების მიზეზი გახდა. ბრბო, რომლის პროტესტიც...
ორდღიანი სუპერლიგა
ორი დღე გავიდა, რაც ევროპული საფეხბურთო სუპერლიგის შექმნა გამოცხადდა და იქვე სრულდება. უეფას, ფიფას, გულშემატკივრებისა თუ საფეხბურთო სამყაროში გამოთქმული პროტესტების შემდეგ, სუპერლიგა ექვსივე ინგლისურმა კლუბმა დატოვა. მათ მიჰყვა ესპანური „ატლეტიკო“ და „ბარსელონა“. თუმცა, ეს არაფერია – გავრცელებული ხმებით თანამდებობები დატოვეს „მანჩესტერ იუნაიტედის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ედ ვუდვორდმა და ტურინის „იუვენტუსის“ პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ. კომპანია Fenway Sports...
კლოპს და ნევილს ერთმანეთი შემოელანძღათ
აირია მონასტერი! ვეღარავინ გაიგებს ვინ ვის რატომ ებრძვის და აკრიტიკებს. აგერ, გუშინ, გარი ნევილმა იკითხა, იურგენ კლოპს სხვა საქმე არ აქვს, ჩემზე რომ არ იფიქროსო? არადა, ევროპის სუპერლიგის საკითხში თანამოაზრეები არიან… კლოპისა და ნევილის შეკამათება ნევილის ერთმა ნათქვამმა გამოიწვია, რომელსაც შეგახსენებთ: „40 წელიწადია „მანჩესტერ იუნაიტედის” ფანი ვარ, მაგრამ სრულიად გამანადგურა იმან, რაც მოხდა. ყველაზე მეტად...









