ლონდონურმა „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალის ორი მატჩის ჯამში „პორტუ“ დაამარცხა (2:0, 0:1). ჩემპიონთა ლიგის ეპოქაში, ანუ 1992/1993 წლების სეზონიდან მოყოლებული, ეს ლონდონელთა მერვე ნახევარფინალია, ინგლისურ კლუბებს შორის კი საუკეთესო შედეგია. იმავე პერიოდში ლიგის ნახევარფინალს „მანჩესტერ იუნაიტედმა“ 7-ჯერ უწია. იგივე 5-ჯერ მოახერხა „ლივერპულმა“ და 2-ჯერ „არსენალმა“. კიდევ სამ ინგლისურ კლუბს – „სიტის“, „ტოტენჰემს“ და „ლიდსს“ საამაყოდ...
ჭდე: ლივერპული
ვინისიუსმა ლივერპულს მოუგო
20 წლის ვინისიუს ჟუნიორმა „რეალში” თავისი მე-14 და მე-15 გოლებით „ლივერპული” რთულ მდგომარეობაში ჩააყენა. მეორე მხრივ, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის პირველ შეხვედრაში მერსისაიდელებთან 3:1 გამარჯვება მადრიდელებს „ელ კლასიკოს” წინ, სავარაუდოდ კარგ გუნებაზე დააყენებდა, რაც მაყურებლისთვის დიდი ხეირი უნდა იყოს — შაბათს, 10 აპრილს, „რეალისა” და „ბარსას” დაპირისპირება წესით გვარიანად სასეირო უნდა გამოვიდეს. ვინისუსმა პირველი გოლი ტონი...
კაკას გაკვეთილი: თასს არ შეეხო!
ესპანეთის თასის შარშანდელი გათამაშების ფინალში, რომელიც პანდემიის გამო მხოლოდ გუშინ შედგა, „სოსიედადმა“ „ბილბაო“ დაამარცხა. საფეხბურთო საზოგადოებას უყვარს ცრურწმენები. ერთ-ერთის თანახმად, ფინალის დაწყებამდე თასს არ უნდა შეეხო, თორემ უსათუოდ წააგებ. ბილბაოელთა კაპიტანმა იკერ მუნიაინმა მოედანზე გასვლისას ეს „წესი“ დაარღვია და თასს შეეხო. ჰოდა, ნამატჩევს თასი მეტოქეს ერგო, მუნიაინს და მის თანაგუნდელებს კი მხოლოდ ფინალისტების სამახსოვრო მედლები...
არტეტამ ვერაფერი გაიგო
მიკელ არტეტამ „არსენალის” ფანებს ბოდიში მოუხადა. მწვრთნელმა თქვა, რომ ის ვერაფრით ხვდება, რატომ ვერ გადააბეს მისმა ფეხბურთელებმა სამი პასი ერთმანეთს. არტეტა „ლივერპულთან” 0:3 წაგებამ გააბრაზა. მისი აზრით, ხუთშაბათს, ევროლიგაში, პრაღის „სლავიასთან” „არსენალმა” უნდა აჩვენოს, რომ „ყვერებიანი გუნდია” (არტეტას სიტყვებია), რადგან ეს შეიძლება სეზონის გარდამტეხი მატჩი გამოდგეს. მართალია, „მეთოფეებს” მერსისაიდელების წინააღმდეგ კლუბის ისტორიაში სამი უძვირესი ფეხბურთელი,...
კლოპი ლივერპულში დარჩება
„ლივერპულის“ მთავარი მწვრთნელის, იურგენ კლოპის აგენტმა, მარკ კოსიცკემ განაცხადა, რომ გერმანელი სპეციალისტი კონტრაქტის ამოწურვამდე მერსისაიდული კლუბის დატოვებს არ აპირებს. „როდესაც კლოპი ამბობს, რომ „ლივერპულიდან“ კონტრაქტის ამოწურვამდე არ წავა, ის სიტყვას შეასრულებს. ამასთან, იურგენს გუნდში მუშაობა ჯერ არ დაუსრულებია და კიდევ სამი წელი დარჩა. მან პირდაპირ განაცხადა, რომ ამ საკითხზე სპეკულაცია გამორიცხულია. კლოპი ზუსტად შეასრულებს კონტრაქტის...
პატრისიუ გადარჩა
„ვულვზის” პორტუგალიელი მეკარე რუი პატრისიუ გადარჩა. ის გონზეა და ჯდომაც შეუძლია — ეს ყველაფერი კი მას მერე მოხდა, რაც თანაგუნდელთან სასტიკი შეჯახების შემდეგ ჟანგბადის ბალიში და სამედიცინო დახმარება დასჭირდა. 33 წლის პატრისიუ თავისივე გუნდის 28 წლის მცველს კონორ კოუდის „ვულვერჰემპტონისა” და „ლივერპულის” შეხვედრის მიწურულს შეეჯახა. თამაში სტუმრებმა, ლივერპულელებმა მოიგეს – 1:0. ინციდენტის დროს პორტუგალიის ნაკრების...
შინ, ოღონდ შინიდან შორს
ბოლოს და ბოლოს „ლივერპულმა” შინ მოიგო. მართალია ეს 1700 კილომეტრის მოშორებით, ბუდაპეშტში მოხდა, მაგრამ ფორმალურად მასპინძლები მერსისაიდელები იყვნენ. ლაპარაკია ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალურ შეხვედრაზე „ლაიფციგის” წინააღმდეგ, რომელიც 2:0 დასრულდა და „ლივერული” მეოთხედფინალში გავიდა. არადა, პირველ ტაიმში ინგლისის ჩემპიონმა ხელსაყრელი მომენტები გაუშვა ხელიდან. ვინ იცის, ქომაგებმა კიდეც იფიქრეს, რომ ისევ ნავსთან და ხელის მოცარვასთან ჰქონდათ საქმე, მაგრამ...
მბაპეს გულშემატკივარი იყიდის
„პარი სენ-ჟერმენის“ 22 წლის ფორვარდმა კილიამ მბაპემ ხელმძღვანელობას ახალი კონტრაქტის დეტალები პირდაპირ გამოუცხადა. ფრანგი ფეხბურთელი წელიწადში 35 მილიონ ევროს ითხოვს, იმდენს, რამდენიც ნეიმარს აქვს. ფრანგული მედია წერს, რომ პსჟ ამის გადამხდელი არ არის და ფეხბურთელს კონტრაქტის ამოწურვამდე ერთი წლით ადრე გაყიდის, მის სანაცვლოდ რომ სატრანსფერო თანხა აიღოს. პარიზული კლუბი კი საკმაოდ მადიანია და მბაპეში არანაკლებ...
რა მოხდა, მო?
ინგლისური პრესა „ლივერპულისა” და „ჩელსის” შეხვედრაში (0:1) მო სალაჰის შეცვლის ამბავს დაუბრუნდა და გაარკვია, რომ იურგენ კლოპი ეგვიპტელ ვარსკვლავს დაცვაში პასიურობას საყვედურებდა. 62-ე წუთზე გერმანელმა თავდამსხმელი ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენით შეცვალა. როდესაც 28 წლის სალაჰმა დაინახა, რომ მოედნიდან უნდა გასულიყო, გაოცდა და გაბრაზდა, რაც გასვლისას გამოხატა კიდეც. მერსისაიდელთა მთავარი ვარსკვლავი ასე ადრე 2017 წლის შემდეგ არ შეუცვლიათ....
ყინულის კალათი საქმეს არ შველის
გაუგონარი რაღაც ხდება — „ლივერპულმა” შინ ზედიზედ მეხუთე თამაში წააგო. „ჩელსიმ” კი იპოვა რაღაც, რაც გამარჯვებისთვის არის საჭირო და ფრენკ ლემპარდის ხელში დაკარგული ჰქონდა. ახალი თავკაცის, თომას ტუხელის ხელმძღვანელობით დასავლეთლონდონელები უკვე რეალურად იბრძვიან ოთხეულისთვის. „ენფილდზე” გამარჯვებამ (1:0) ისინი მეოთხე ადგილზე დასვა. ახლა, „ლურჯები” მეორეზე მყოფ, „უძრაობის ხანაში” შესულ „მანჩესტერ იუნაიტედს” მხოლოდ 4 ქულით ჩამორჩებიან, მაგრამ ადგილებსა...









