ავენიდა დე სუეციაზე დოლების ხმა გაისმება. „ვალენსიას” ფანებს მოთმინების ფიალა აევსოთ და კვლავ მობილიზაციას აცხადებენ. მზადდება ქუჩის აქციები პიტერ ლიმისა და „მერიტონ ჰოლდინგის” წინააღმდეგ. წინა სეზონში დემონსტრაციები ათეულობით ათასი ადამიანის მთავარი იარაღი იყო. ქომაგთა დაპირისპირებული ჯგუფები გაერთიანდნენ ასეთი ლოზუნგის გარშემო: „ვალენსიას ღირსებისათვის! ლიმ, წადი სახლში!”. 2021 წლის 11 დეკემბერს გაიმართა მასშტაბური მანიფესტაცია, რომელშიც 17 ათასმა...
ჭდე: ლა ლიგა
საკუთარ საჯარიმოში ბურთის ფლობა სისულელეა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსია” „ბილბაოსთან” სამეფო თასის მეოთხედფინალში არეული და უთავბოლო იყო. აქედან შედეგიც: 1:3. თან შეხვედრა „მესტალიაზე” ჩატარდა. „მარკამ” მატჩი ერთ აბზაცში აღწერა განსაკუთრებით კარგად: „შავ-თეთრებს უნდოდათ თამაშის ბედი ბურთის ფლობით გადაეწყვიტათ, მაგრამ მათი მცდელობა წარმატებული არ გამოდგა. „ბილბაომ” პრესინგი მოუწყო და პირველივე მანევრების შესაძლებლობა შეუზღუდა, ისინი კი თავიანთი მწვრთნელის იდეებს ერთგულებდნენ — ცენტრალური მცველები...
მარსელინო: სანამ ვალენსიაში ლიმია, კლუბს არაფერი ეშველება
გიორგი მამარდაშვილის კლუბის „ვალენსიას” ყოფილმა მწვრთნელმა (2017-19) მარსელინო გარსია ტორალმა რადიო Onda Vasca-ს ინტერვიუ მისცა, რომელშიც „ღამურების” მფლობელი და ხელმძღვანელი ფირმის „მერიტონის” საქმიანობა გააკრიტიკა. მარსელინო ბოლოს „ბილბაოში” (2021-22) მუშაობდა. „ფაქტია, რომ სანამ „ვალენსიაში” ახლანდელი მენეჯმენტია (მეპატრონე სინგაპურელი ბიზნესმენი პიტერ ლიმი გახლავთ) ის ვერ მიუახლოვდება პოზიციას, რომელიც მისი ისტორიის, გულშემატკივრის და მასშტაბის კლუბს ეკუთვნის. ეს სამწუხაროა...
მამარდა არც აქეს და არც აკრიტიკეს
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” შინ „ალმერიასთან” 2:2 ითამაშა. როგორც AS წერს, საკმარისია მეტოქემ სტრატეგია შეიმუშაოს და ჯენარო გატუზოს გუნდი შუშის ნაკეთობასავით იმსხვრევა. იმავე გაზეთის მტკიცებით, „ჩეებმა” ამ შეხვედრაში მრავალჯერ დაშვებული შეცდომები გაიმეორეს, თავად იტალიელი მწვრთნელიც კი სახტად დარჩა. კერძოდ, ლაპარაკია სტანდარტულ მდგომარეობებზე. შემდეგ AS-ს მოჰყავს სტატისტიკა: მიმდინარე სეზონში „ვალენსიას” მიერ გაშვებული გოლების 45% სტანდარტულებიდან იყო. უფრო...
სანამ გატუზო კადისთან აგებდა
პარასკევს ქურდებმა „ვალენსიას” მწვრთნელის ჯენარო გატუზოს სახლში სცადეს შეღწევა. როგორც Las Provincias იტყობინება ბოროტმოქმედებს განზრახვაში ხელი უსაფრთხოების სისტემამ და ორმა ძაღლმა შეუშალეს. ეს ამბავი მაშინ მოხდა, როდესაც იტალიელი „მესტალიაზე” იყო და „ჩეებს” „კადისთან” შეხვედრაში ხელმძღვანელობდა. „კადისმა” გაიმარჯვა 1:0. მომხდარი პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მავანნი „ვალენსიას” წევრის ბინის გაქურდვას ცდილობენ. აგვისტოში ლა ლიგის ერთ-ერთი შეხვედრის...
გატუზოს გუნდმა ზედიზედ მეორედ წააგო
„ვალენსიასა” და „კადისის” შეხვედრა, რომელიც სტუმრების გამარჯვებით (1:0) დასრულდა, ათიოდ წუთით გვიან იმიტომ დაიწყო, რომ ტრიბუნაზე გულშემატკივარი გახდა ცუდად. ის საავადმყოფოში წაიყვანეს, მაგრამ სამწუხაროდ ვერ უშველეს. რაც შეეხება თავად მატჩს, „მარკა” მას მსოფლიოს ჩემპიონატის კონტექსტში განიხილავს და წერს, რომ შემოდგომაზე ჩატარებულმა მუნდიალმა ჯენარო გატუზოს გუნდს ცუდი საქმე გაუკეთა. ატიპიური შესვენების შემდეგ დაბრუნებულმა „ღამურებმა” ზედიზედ ორი...
ვალენსიას მარცხი, მამარდას ძლიერი თამაში
გიორგი მამარდაშვილი გამორჩეული ფიგურა იყო. მეკარემ კიდევ ერთხელ ითამაშა დიდებულად და თავისი გუნდი უფრო დიდი ანგარიშით წაგებისგან იხსნა. გაშვებული გოლები მისი ბრალი არ იყო, — წერს AS „ვილიარეალისა” და „ვალენსიას” შეხვედრის შემდგ, რომელიც მასპინძლებმა 2:1 მოიგეს. მამარდაშვილს შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ მიიჩნევს ვალენსიას ავტონომიური ოლქის ყველაზე პოპულარული ინტერნეტ გამოცემა „სუპერდეპორტეც”, თუმცა მას მიაჩნია, რომ მეორე გოლის...
ვალენსიამ და რეალმა როდისღა ითამაშონ?
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიასთვის” იანვარი რთული თვე რომ იქნება, ეს ფაქტია. „ღამურები” სამ შეჯიბრებაში მიიღებენ მონაწილეობას. 31 დეკემბრის შეხვედრაზე სტუმრად „ვილიარეალთან” აქ არაფერს ვიტყვით, რადგან ფორმალურად ის 2022 წლის კალენდარშია. ნაახალწლევს გუნდს ჯერ „ლა ნუსიათან” უწევს სამეფო თასზე თამაში, შემდეგ, 6 იანვარს „მესტალიაზე” „კადისი” ჩადის სტუმრად, 22-ში ისევ „მესტალიაზე” „ალმერიასთან” არის შეხვედრა, 29-ში კი სტუმრად „ვალიადოლიდთან”,...
მამარდას და ვალენსიას უახლოესი გეგმები
„ვალენსიამ” მეორე სეზონისწინა შეკრება დაგეგმა. ფეხბურთელები, რომლებიც მსოფლიოს ჩემპიონატში არ მონაწილეობენ ჯენარო გატუზომ ერთ კვირაზე მეტი ხნით დაასვენა. შაბათს, 26 ნოემბერს გიორგი მამარდაშვილი და მისი თანაგუნდელები კლუბში გამოცხადდებიან. „ღამურების” ხელმძღვანელობას ოთხი ამხანაგური შეხვედრა აქვს დანიშნული. ეს მატჩები პარასკეობით გაიმართება, შემდეგ იქნება უქმეები და ორშაბათობით გუნდი წვრთნას განაახლებს. თუმცა, ბოლო ამხანაგური ხუთშაბათს, 22 დეკემბერს არის დაგეგმილი,...
AS: მამარდა ლა ლიგის სამ საუკეთესოს შორისაა
გიორგი მამარდაშვილის „ვალენსიამ” „ბეტისს” შინ 3:0 მოუგო და ახლა 31 დეკემბრამდე ისვენებს. ოცდათერთმეტში, საქართველოს დროით 21 საათსა და 30 წუთზე „ღამურები” „ვილიარეალს” სტუმრობენ. AS ყოველი მატჩის შემდეგ მოკლედ აფასებს ფეხბურთელებს. მადრიდულმა გაზეთმა ქართველი მეკარის შესახებ დაწერა: „მას ბევრი სამუშაო არ ჰქონია, თუმცა ძლევამოსილი ხელი გაშალა და პირველ ტაიმში „ბეტისს” დაწინაურების საშუალება არ მისცა. ქართველი განაგრძობს...









