ალბანეთის დედაქალაქ ტირანაში დაიწყო ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი. საწყისი ორი დღე ქართველების გარეშე ჩაივლის. პირველი ჩვენებური ფიცარნაგზე 29 მაისს გამოჩნდება – 55 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში გოდერძი ბერდელიძე იასპარეზებს. ბერდელიძის გარდა, საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ ტირანაში კიდევ 10 ძალოსანი იახლა. ჩვენი ნაკრების წევრების გამოსვლის განრიგი ასეთია: 29 მაისი. 16:00. გოდერძი ბერდელიძე (55კგ) 29 მაისი. 22:00....
ჭდე: ლაშა ტალახაძე
ტალახაძის რეკორდებს აუქმებენ
ტაშკენტში, ამას წინათ დამყარებული ლაშა ტალახაძის მსოფლიო რეკორდი, შესაძლოა, გაუქმდეს. ასე თუ მოხდა, ეს ჩვენიანისთვის მიღწევის გაუქმების მეორე შემთხვევა იქნება. პირველად ტალახაძის რეკორდი 2016 წლის ოლიმპიადის მოგების შემდეგ გაანულეს. ლაშამ მაშინ +105 კილოგრამ წონით კატეგორიაში იყოჩაღა. ახლა კი მსოფლიო ძალოსნობის მამები +109 კილოგრამამდე წონითი კატეგორიის გაუქმებას აპირებენ და ტალახაძესაც, შესამაბისად, +102 კილოგრამში მოუწევს გადასვლა და...
ძალიან არ მინდა წარსულში დაბრუნება
სახელოვანმა სპორტსმენებმა და საქართველოს სათამაშო ბიზნესის ასოციაციამ ერთობლივი პრესკონფერენცია ქართული სპორტის სპონსორობის დაფინანსების შეწყვეტასთან დაკავშირებით გამართეს. მათ ერთხმად აღნიშნეს, რომ დაანონსებული საკანონმდებლო შეზღუდვების დამტკიცების შემთხვევაში, მაქსიმალურად გაზრდილი საგადასახადო წნეხის გამო სათამაშო ბიზნესის სექტორს სპორტის სპონსორობაზე უარის თქმა მოუწევს, რაც სპორტის ბევრ სახეობას ძალიან რთულ მდგომარეობაში ჩააყენებს და განვითარების პერსპექტივებს მოკლავს. სპორტსმენების განცხადებით, დიდი შანსია, ბევრ...
ტარანენკო მორჩა!
ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ დაასრულა ყბადაღებული საუბარი ლეონიდ ტარანენკოს რეკორდზე, რომელიც ბელარუს სპორტსმენს 1988 წელს დაემყარებინა – 266 კილოგრამი. ამიერიდან, მსოფლიოს აბსოლუტური რეკორდი 267 კილოგრამი გახლავთ, რომელიც ქართველმა გოლიათმა ტაშკენტში დასრულებულ მსოფლიო ჩემპიონატზე აჩვენა. საქმე ის არის, რომ წონების შეცვლის შემდეგ რამდენიმე რეკორდი საერთოდ გაუქმდა და ხელახალა ათვლა დაიწყო. ასე ჩაბარდა ისტორიას ტარანენკოს 266 კილოგრამიანი...
უკვე: უკეთ, ვიდრე ტოკიოში…
ტოკიოს XXXII ოლიმპიურ თამაშებზე საქართველომ რვა მედალი მოიპოვა, ისტორიაში ყველაზე მეტი. გუნდურ ჩათვლაში ჩვენებმა 33-ე ადგილი დაიკავეს, თუმც, ისიც ვთქვათ, რომ რეიტინგით 28-ე ადგილს გვანიჭებდნენ. ერთი ოქროც და 25-ე ადგილზე გავიდოდით, ხოლო ორი ოქროთი – ოცეულში შევდიოდით, რაც ძალიან მაგარი შედეგი იქნებოდა. აღსანიშნი ფაქტია, რომ ჩვენებმა 5 ფინალი წააგეს. პოსტსაბჭოურ ქვეყნებში საქართველო მხოლოდ რუსეთის ოლიმპიური...
დევკაცი
ადამიანი მყიფე არსებაა. კუნთები და ძვლები საცოდავ მასალად გამოიყურება, თუ მათ საძალოსნე შტანგის ფონზე დააკვირდები და როცა ნახავ, რომ ერთი ადამიანთაგანი გამოდის და ორი მისვლით ნახევარ ტონას სწევს, ჯერ გაშეშდები, მერე კი იამაყებ – ეს იშვიათი ადამიანი შენიანია, ოლიმპიური და კიდევ ათასი სხვა უმაღლესი დონის საძალოსნო შეჯიბრების ჩემპიონი ლაშა ტალახაძე. იგი წლებია მასხრად იგდებს ფიზიკის...
უმჩატესი ოქრო
ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია. ამაში ეჭვი, ალბათ, არც არავის ეპარებოდა. მთავარი იყო ოფიციალური დასტური და ეს დასტური ლაშამ 4 აგვისტოს მიიღო. ახლა უკვე ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი, პირველ დისციპლინაში, ატაცში, +109 კილოგრამ წონით კატეგორიაში ლაშა ტალახაძე ფიცარნაგზე სამჯერ გავიდა: ჯერ 208 კილოგრამი შტანგა ასწია, შემდეგ – 215, ბოლოს კი, 223 კილოგრამით მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ატაცის შემდეგ...
ჩვენი რუკა ჩვენ ფორმაზე!
უკრაინის ნაკრების ფორმის გამო ატეხილი ხმაური გეხსომებათ, სულ რამდენიმე დღის ამბავია. ევროპის ჩემპიონატზე მიმავალმა უკრაინამ სათამაშო ფორმას ქვეყნის რუკა დაახატა – უფრო სწორად, ქვეყნის კონტური, მოხაზულობა და ცხადია, ამ კონტურს შიგნით ყირიმიც მოაქცია და აღმოსავლეთის თვითმარქვია ვითომ რესპუბლიკებიც. კაცმა რომ თქვას, ეს რუკაც სწორედ იმიტომ დაიხატეს გულზე, რომ მიწები აქვთ წართმეული და ამას აღნიშნავენ. აქ...
ისინი ჩამოვიდნენ მოსკოვიდან…
საქართველოს ძალოსანთა ნაკრები თბილისში დაბრუნდა. შეგახსენებთ, მოსკოვში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ვაჟ ძალოსანთა ნაკრებმა 7 ოქროს, 4 ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა და საერთო გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი დაიკავა. ქალთა ნაკრებიდან მედლის მოპოვება ანასტასია გოტფრიდმა (87 კგ) შეძლო. მან ატაცში 111 კილოგრამი ასწია და მცირე ოქროს მედალი დაისაკუთრა. მოსკოვში საუკეთესო შედეგი ნაკრების ლიდერმა ლაშა...
ტალახაძის ოქროები და რეკორდი
რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში საქართველოს ჰიმნით დასრულდა ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი. ყველაზე პრესტიჟულ, მძიმე წონაში ქართველმა ძალოსანმა ლაშა ტალახაძემ ტურნირის დასკვნით დღეს სამი ოქროს მედალი მოიპოვა და ერთი მსოფლიო რეკორდი დაამყარა. ტალახაძის ოქროს მედლებში ეჭვი არავის ეპარებოდა… არც მსოფლიო რეკორდში… ჩვენებური წონის უდავო ფავორიტია და მთავარი იყო რა წონებს გაეთამაშებოდა ტალახაძე. 222 კილოგრამი ატაცში – ეს ახალი...









