ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე, რომელიც რუსეთის დედაქალაქ მოსკოვში მიმდინარეობს, საქართველოს დელეგაციამ დღეს მხოლოდ მცირე ოქრო მოიპოვა, რომელიც ანასტასია გოტფრიდის ანგარიშზეა. გიტფრიდმა ატაცში ორი მისვლა გამოიყენა, მათგან საუკეთესო შედეგი 111 კილოგრამი იყო, რაც საუკეთესო შედეგი აღმოჩნდა. გოტფრიდმა კარგად დაიწყო აკვრაც, სადაც პირველად 128 კილოგრამი დააფიქსირა, მაგრამ ორჯერ 132-კილოგრამიანი ცდა გაუფუჭდა და აკვრაში მხოლოდ მე-5 ადგილზე გავიდა. ანასტასიას...
ჭდე: ლაშა ტალახაძე
ტალახაძემდე ოქრო
არის პირველი ოქრო! მოსკოვში, ევროპის ჩემპიონატზე ლაშა ტახახაძის გამოსვლამდე ოქროს მედალი ანტონ პლესნოიმ მოიპოვა, ვინც რუსულ ფიცარნაგზე 96 წონითა კატეგორიაში გამოვიდა დამდევრები ახლოს არ გაიკარა. ჩვენიანმა ჯამში 393 კილოგრამი დაძლია (180+213) და პირველობა არც ორჭიდის ჯამში დაუთმო არავის. ქართველმა ძალოსანმა მეორე ადგილზე გასულ ბელორუს სპორტსმენს მთელი 19 კილოგრამით აჯობა. პლესნოიმ, ასე ვთქვათ, შეგვახურა, კვირას კი...
სიმძიმე? რამდენიც გინდა!
ლაშა შტანგასთან წყნარი სახით მიდის, გულში და გვერდებზე მჯიღებს არ იბათქუნებს, მოტივაციის ასამაღლებლად ფსიქოლოგები და ქოუჩ-მოტივატორები არ სჭირდება, მისი სიმხნევის მთავარი გარანტი შტანგასთან მისვლამდე რამდენჯერმე გადაწერილი პირჯვარია და ცხადია, გუნდი გიორგი ასანიძის ხელმძღვანელობით. გუნდი, რომელმაც კარგად იცის რომელ წუთს რა უნდა გაკეთდეს, რომ ლაშა ტალახაძემ მსოფლიოს კიდევ ერთხელ დააღებინოს პირი. დანარჩენი იხილეთ 28 დეკემბრის საიუბილეო-საკოლექციო...
ტალახაძის ახალი ოქროები
მორიგი ოქროს მედლები ლაშა ტალახაძის ისეც უმდიდრეს კოლექციაში, ამჯერად მსოფლიო თასზე გამარჯვების აღსანისნად… რომში ლაშა ტალახაძე, ცხადია, პირველობა არავის დაუთმო. დაუთმო. მან ჯერ 215 კგ. შტანგა აიტაცა, მერე 255 კგ. ასწია. სათქმელია, რომ ლაშამ მეორე ადგილზე გასულ რუს ანტონი სავჩუკზე მთელი 31 კგილოგრამით მეტი ასწია. ორჭიდის საერთო ჯამში ლაშა ტალახაძის ანგარიშზე 470 ქულა გახლავთ. აქვე...
გაზუთხული ფრაზების იქით…
მოვედით. ახლა კი ნამდვილად დეპოში ვართ… არადა, ჩვენივე ბრალია. ზოგჯერ თვალი წავუხუჭეთ, ზოგჯერ აშკარად წაგვთვლიმა, არც მემანქანის შეწუხება ვინდომეთ და, აჰა! რატომ იგავ-არაკებით? სათქმელი პირდაპირ უნდა ითქვას: გუშინ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურის და სპორტის სამინისტრომ სპორტულ მედიაზე ფეხი შეიწმინდა. ავლაბრის რეზოდენციაში გამართულ ღონისძიებაზე საქართველოს საუკეთესო სპორტსმენს ასახელებდნენ და… სპორტული ჟურნალისტებისთვის ადგილი არ დარჩა. თურმე ნუ...
რაის სპორტსმენები ხართ თქვენ…
საქართველოს ძალოსანთა ნაკრების ექიმმა გიორგი ჭინჭარაულმა საკუთარ facebook – ის გვერდზე ფრიად სახალისო ამბავი გვიამბო. ის, მსოფლიო რეკორდსმენი ლაშა ტალახაძე და ევროპის ჩემპიონი შოთა მიშველიძე ორიოდ დღის წინ თურქეთიდან საქართველოში სარფის გავლით ბრუნდებოდნენ, როცა… დანარეჩენი, აგერ, თავად წაიკითხეთ…
მაინც ლაშა! აქაც ლაშა!
რა ვთქვა? რა დავწერო? დარჩა რამე ეპითეტი ან აღმატებულ რეგისტრში ჩამოყალიბებული ფრაზა, რომელიც აქამდე ლაშა ტალახაძის მიმართ არ გვითქვამს? ჰოდა: ჩავიდა, საკუთარ თავს გაეჯიბრა, სამი მსოფლიო რეკორდი დაამყარა, სამი ოქროს მედალი აიღო, ზედიზედ მეოთხედ ავიდა ძალოსნობის ჯომოლუნგმაზე და გეგონება, არაფერი ისეთი არ მომხდარაო, ფიცარნაგი დატოვა. 484 კილოგრამი ორჭიდში ირანელი ალი რეზას რეკორდის დამხობასაც ნიშნავს. წონითი...
ქართული ტრიუმფი ევროპის თვალწინ
ახლა თუ უნდა, მთელმა ევროპამ ცუდ სტუმარ-მასპინძლობაში ჩაგვითვალოს. ბათუმელებს ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებასა და სტუმრების მიღება-განთავსებაში წუნს ვერავინ დასდებს. ერთი ეგ იყო, რომ ყველაზე მთავარი მედლები და ევროტრიუმფი სხვებისთვის ვერ გავიმეტეთ. ლაშა ტალახაძე მხოლოდ უდიდესი სპორტსმენი არ არის – ჩვენთვის სიამაყე და სიმდიდრეა, სხვათათვის კი ამოუხსნელი ამოცანა. სადღაც ხომ უნდა გადიოდეს ადამიანის შესაძლებლობის ზღვარი? ლაშამ ყველა...
477!
ოლიმპიური ჩემპიონი, ევროპის ჩემპიონი და აგერ, უკვე მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი! ქართველმა გოლიათმა ლაშა ტალახაძემ ისეც მდიდარ კოლექციას ანაჰაიმის მსოფლიო ჩემპიონატის ოქროც შემატა. 105 კილოგრამზე ზემოთ წონით კატეგორიაში ჩვენიანმა ძალოსანმა ამჯერადაც დამაჯერებლად დასძლია – 477 სარეკორდო კილოგრამი ორი სახეობის ჯამში! ლაშამ ატაცში 220 კილოგრამიანი შტანგა ასწია, რაც ასევე ახალი მსოფლიოს რეკორდია! ამას ლაშამ აკვრაში 257 კგ....
ლაშა ტალახაძის ზღაპარი: რეკორდი იყო და არა იყო…
ორიოდ დღის წინ დუშეთში გამართულ საქართველოს ძალოსანთა ჩემპიონატზე ლაშა ტალახაძემ მსოფლიო რეკორდი კი დაამყარა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ეს რეკორდი რეკორდად არ ითვლება. ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის რეგლამენტით, შეჯიბრებას, სადაც რეკორდი დაფიქსირდება, საერთაშორისო არბიტრიც უნდა ესწრებოდეს, დუშეთში კი IWF-დან არავინ ყოფილა… თუმცა, ეგ არაფერი, ქართველი გოლიათი ამბობს, რომ კიდევ დიდი რესურსი აქვს და საერთაშორისოდ აღირებულ რეკორდებს მომავალში...









