ბრაზილიელი რონალდო უდიდესი ფეხბურთელი რომ იყო საყოველთაოდ აღიარებული ამბავია, მაგრამ ჟოზე მოურინიუ ამბობს, რომ ის ჯეროვნად მაინც არ არის დაფასებული. აგერ უკვე ათ წელიწადზე მეტია, რაც მსოფლიო ფეხბურთში ლეო მესი და კრიშტიანუ რონალდუ ბატონობენ. მათ „მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელის” გაგება თანამედროვე სიმაღლემდე აიყვანეს, მოურინიუ კი ამბობს, რომ „ფენომენი” კიდევ უფრო მეტი იყო. „ჩემთვის საუკეთესო რონალდოა… ბრაზილიელი…,...
ჭდე: კრიშტიანუ რონალდუ
პირველი მილიარდერი ფეხბურთელი
მსოფლიო სპორტის ისტორიაში სამად სამი სპორტსმენია, რომლებმაც კარიერის განმავლობაში მილიარდ დოლარზე მეტი გამოიმუშავეს: კალათბურთის ლეგენდა მაიკლ ჯორდანმა კარიერა კარგა ხნის წინ დაასრულა, მეგოლფე ტაიგერ ვუდსი და მოკრივე ფლოიდ მეივეზერი კი დღემდე აგრძელებენ გამოსვლას. მილიარდერთა ამ კლუბს სულ მალე კრიშტიანუ რონალდუ შეუერთდება. მიუხედავად იმისა, რომ ტურინის „იუვენტუსში“ ხელფასი 30 პროცენტით შეუკვეცეს, სეზონის დასრულების შემდეგ პორტუგალიელი ამ...
კრიშის ბუგატი 9,5 მილიონად
კრიშტიანუ რონალდუ და მისი აგენტი ჟორჟე მენდეში სრულად დააფინანსებენ პორტუსა და ლისაბონში მდებარე ორ კლინიკაში კრიტიკული მედიცინის სამი ბლოკის აღჭურვას. თითოეული ბლოკი 10 პაციენტზე იქნება გათვლილი და მათ შემომწირველთა სახელებს დაარქმევენ. ამას გარდა, რონალდუ დათანხმდა, „იუვენტუსში“ კუთვნილი 21-მილიონიანი გასამრჯელო შექმნილი კრიზისიდან გამომდინარე 3,8 მილიონი ევროთი შეიმციროს. ყველაფრის მიუხედავად, კრიში ოპტიმისტია – საკუთარი ავტოსაჯინიბო კიდევ ერთი...
კრიში მანჩესტერში ბრუნდება?
კრიშტიანუ რონალდუ აღარც მალავს, რომ ტურინის „იუვენტუსიდან“ წასვლა სურს. ამაში გარკვეული როლი იტალიაში შექმნილმა კატასტროფულმა პანდემიურმა ვითარებამაც ითამაშა. თუ ესპანურ პრესას ვენდობით, ფეხბურთელს შესაბამისი წინადადებით უკვე მიმართეს პსჟ-მა და „მანჩესტერ იუნაიტედმა“. რონალდუ თანახმაა დაბრუნდეს „ოლდ ტრაფორდზე“, თუკი ოლე გუნარ სულშერი გუნდს ჩემპიონთა ლიგაში გაიყვანს. იმ მომენტისთვის, როცა პრემიერლიგა დაპაუზდა, მანჩესტერელები მეხუთე ადგილზე იყვნენ, მაგრამ „სიტისთვის“...
კრიში ჰოსპიტალებს ხსნის
კრიშტიანუ რონალდუ ჯერაც პორტუგალიაშია და თვითიზოლაციაში იმყოფება მას შემდეგ, რაც მის თანაგუნდელ დანიელე რუგანის კორონავირუსი დაუდასტურდა. ესპანური „მარკას“ ცნობით, რონალდუმ გადაწყვიტა, პორტუგალიაში მისი კუთვნილი რამდენიმე სასტუმრო ჰოსპიტალად გადააკეთოს და კორონავირუსთან მებრძოლ შტაბს უსასყიდლოდ დაუთმოს. მეტიც: ექიმებს და მთელ დამხმარე პერსონალს კრიშტიანუ ხელფასს საკუთარი ჯიბიდან გადაუხდის.
ასე იღლიცინა რონალდუმ
კრიშტიანუ რონალდუმ იხუმრა: „იუვენტუსისა” და „ინტერის” შეხვედრის წინ, სტადიონზე, ავტობუსიდან ჩამოსულმა, წარმოსახვით ფანებს ხელი ხელს დაუკრა (იხ. ვიდეო). მოგეხსენებათ, კორონავირუსთან ბრძოლის ფარგლებში იტალიაში სერია A-ს შეხვედრები დახურულ კარს მიღმა ტარდება. თამაშებზე ხალხს არ უშვებენ. მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელის ოინები ამით არ დასრულებულა. მოედანზე გასვლის შემდეგ ის ოთხივე ტრიბუნისკენ მიტრილდა და ტაში დაუკრა. რა იყო ეს?...
დედა საავადმყოფოშია
კრიშტიანუ რონალდუ გუშინ სასწრაფოდ გაფრინდა პორტუგალიაში, საიდანაც შეატყობინეს, რომ დედამისს დოლორეშ ავეირუს გულის შეტევა ჰქონდა. მოგვიანებით კი მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელმა ტვიტერზე დაწერა, რომ დედა უკეთაა და მხარში დგომისთვის მადლობა გადაუხადა გულშემატკივრებს. „დიდი მადლობა მესიჯებისა და მხარდაჭერისთვის. ამ ეტაპზე დედა საავადმყოფოშია, სტაბილურადაა და გამოჯანმრთელების გზაზე დგას. მე და ჩემს ოჯახს გვინდა დიდი მადლობა გადავუხადოთ ექიმების...
თქვენ რა გესმით ფეხბურთის…
ნიდერლანდებს მსოფლიო ფეხბურთისთვის ბევრი ვარსკვლავი უჩუქებია, რომელთა ჩამოთვლაც შორს წაგვიყვანს, მაგრამ ბევრისთვის იოჰან კრუიფის შემდეგ საუკეთესო მარკო ვან ბასტენი გახლავთ. ამ დიდმა ფორვარდმა კი საკმაოდ ხმაურიანი განცხადება გააკეთა, რაც, ვეჭვობთ, კრიშტიანუ რონალდუსა და მის ქომაგებს დიდად არ ეამებათ: „კრიშტიანუ რონალდუ უდავოდ მაღალი დონის ფორვარდია, მაგრამ ვინც ფიქრობს და ამასთან ერთად ამტკიცებს, რომ ის მესიზე უკეთესია...
ბრუნო ფერნანდეში და „მანჩესტერ იუნაიტედის” ხუთი პორტუგალიელი
ბრუნო ფერნანდეში ამბობს, რომ მას „მანჩესტერ იუნაიტედი” კრიშტიანუ რონალდუმ შეაყვარა. 25 წლის პორტუგალიელმა მანკუნიანელებთან ხუთწელიწადნახევრიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ფერნანდეშის სანაცვლოდ ლისაბონის „სპორტინგი” „ოლდ ტრეფორდიდან” 55 მილიონ გირვანქას მიიღებს. თანხა ასე განაწილდება: 46,6 მილიონი ახლავე, 4,2 მილიონი იმის მიხედვით, თუ როგორ მოერგება ფეხბურთელი ახალ გუნდს და 4,2 იმ შემთხვევაში თუ „იუნაიტედი” ჩემპიონთა ლიგაში მოხვდება. ხოლო თუ ბრუნო...
როდის მიეცემა ვან დაიკს რონალდუს მაგიდასთან დაჯდომის ნებართვა?
ორშაბათ საღამოს, „ფრანს ფუტბოლის” „ოქროს ბურთი” ლეო მესიმ მოიგო. მას ჩამორჩნენ „ლივერპულის” ჰოლანდიელი მცველი ვირჯილ ვან დაიკი და „იუვენტუსის” პორტუგალიელი ვარსკვლავი კრიშტიანო რონალდუ. რონალდუ, როგორც მოსალოდნელი იყო, დაჯილდოების ცერემონიალს არ დასწრებია. ის იტალიაში დარჩა, სადაც „გრან გალა დელ კალჩოზე” სერა A-ს საუკეთესო მოთამაშისა და თავდამსხმელის პრიზები მიიღო. ვან დაიკი კი პარიზში გახლდათ. გამოკითხვის თანახმად ის...








