„მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა ვარსკვლავმა გარი ნევილმა თქვა, მანკუნიანელთა მწვრთნელი ოლე გუნარ სულშერი იანვარში თავკერძა თუ არ გახდა, კლუბმა მის მაგივრად შეიძლება მაურისიო პოჩეტინო აიყვანოსო. ნევილმა „იუნაიტედის” თავდამსხმელთა ტრიოც აკრიტიკა, სტუმრად „შეფილდ იუნაიტედთან” შეხვედრაში (3:3) უკბილოდ თამაშობდნენო. გადაცემაში Monday Night Football ნევილმა თქვა: „სულშერმა იანვარში კლუბს ფული უნდა გამოართვას, სატრანსფერო ბაზარზე გავიდეს და მაქსიმალურად დახარჯოს. ეს მან თავისთვის,...
ჭდე: კრიშტიანუ რონალდუ
რონალდუ აღარც სწრაფია და აღარც დინამიკური
„იუვენტუსმა” „მილანს” 1:0 მოუგო. გოლი 77-ე წუთზე პაოლო დიბალამ გაიტანა. დიბალა მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა. მან კრიშტიანუ რონალდუ შეცვალა. როგორც ჩვეულებრივ ხდება ხოლმე, რონალდუ შეცვლამ გააღიზიანა. მან მწვრთნელს მაურიციო სარის ცივად ჩაუარა და უკმაყოფილო შევიდა გასახდელში. ამბობენ, მსოფლიოს ოთხგზის საუკეთესო ფეხბურთელი თამაშის დამთავრებას აღარც კი დაელოდაო. 34 წლის ვარსკვლავის ასეთმა ქცევამ ლეგენდარული იტალიელი მწვრთნელი ფაბიო...
ვან დაიკი პირველია… მაგრამ მეორე…
ფიფამ წლის საუკეთესო ფეხბურთელად ლეო მესი დაასახელა. მოგეხსენებათ, საუკეთესო ქალ და ვაჟ ფეხბურთელს, ასევე საუკეთესო მწვრთნელებს ეროვნული გუნდების მწვრთნელები, კაპიტნები, მედია და ფიფას საიტზე დარეგისტრირებული ქომაგები ირჩევენ. ისინი თითოეულ ნომინაციაში წარდგენილი 10 კანდიდატიდან სამ საუკეთესოს ირჩევენ. მერე ქულები ჯამდება და… საქართველოდან, მოგეხსენებათ, ფიფას მედია პარტნიორი „სარბიელი“ გახლავთ. საუკეთესო ფეხბურთელის ნომინაციაში ჩვენი სამეული ასეთი გახლდათ: აზარი, რონალდუ,...
სად იყო კრიშტიანუ?
ლეო მესი 2019 წლის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელი გახდა. კრიშტიანუ რონალდუ „ლა სკალაში” გალა დაჯილდოებას არ დაესწრო. რონალდუ წლის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა, მაგრამ სცენაზე არ იყო. იქ იდგა ათი ფეხბურთელი, რომელთა უმეტესობაც მილანში ტურინთან შედარებით გაცილებით შორი მანძილიდან ჩავიდა. 34 წლის პორტუგალიელი დაშავებულია და დღეს, „ბრეშასა” და „იუვენტუსის” შეხვედრის განაცხადში არ არის შეყვანილი. ვითომ, ტრავმამ არ...
მე ჩავის მოვკლავ!
38 წლის სამუელ ეტო’ომ რადიო Cadena SER-თან ინტერვიუში დაასახელა საუკეთესო ფეხბურთელი მათ შორის, ვის მხარდამხარაც ხანგრძლივი კარიერის განმავლობაში უთამაშია. ეტო’ო-მ თქვა, რომ საუკეთესო ანდრეს ინიესტა იყო. „ეს ადრეც მითქვამს. ხალხს უკვირს, რატომ არ ვასახელებ მესის ან რონალდინიოს, მაგრამ ვფიქრობ დრომ დაამტკიცა, რომ მე მართალი ვიყავი”, — თქვა ეტო’ომ. სამუელ ეტო’ო და ანდრეს ინიესტა ერთად, 2004-2009 წლებში...
ახლა კი სწორად გააგდებენ
ზინედინ ზიდანის დაბრუნება ჩემპიონთა ლიგაში საშინელი გამოვიდა — „რეალმა” ნეიმარ და მბაპენაკლულ „პარი სენ ჟერმენთან” 0:3 წააგო. მადრიდელებს სამიდან ორი გოლი მათმა ოდინდელმა ვარსკვლავმა, გუნდიდან გაშვების გამო მათზე გაბრაზებულმა არგენტინელმა ანხელ დი მარიამ გაუტანა. ამ შეხვედრაში „რეალს” ორი გოლი არ ჩაუთვალეს, თუმცა სამართლიანად. და ამ ორ მომენტს თუ არ ჩავთვლით, გუნდს კარში არ დაურტყამს. კარისკენ...
კრიშტიანუმ ლოთი მამა გამოიტირა
უცნაური რამ მოხდა ცნობილი ტელეჟურნალისტის, პირს მორგანის შოუში. სტუმრად მას კრიშტიანუ რონალდუ ეწვია. საუბარს მოჰყვა და, პორტუგალიელის მამაც გაიხსენეს, რომელიც 2005 წელს 52 წლის ასაკში გარდაიცვალა. ეთერში 2004 წლის ევროპის ჩემპიონატისწინა კადრებიც უჩვენეს, სადაც მამამისი, დინიში, ჟურნალსტებს ინტერვიუს აძლევს და ძალიან ამაყობს საკუთარი შვილით. მშობელზე საუბრისას, კრიშტიანუმ ცრემლები ვერ შეიკავა და თქვა: „მამაჩემი ლოთი იყო...
ფულში მობანავე ფეხბურთელები
ფეხბურთი ყველაზე პოპულარული თამაშია, „ფორბსმა” კი ყველაზე კარგად იცის ვის რამდენი ფული აქვს. ამასწინათ, ამერიკულმა ბიზნეს ჟურნალმა გამოაქვეყნა გასული, 2018 წლის ას ყველაზე ფულმოსულ სპორტსმენთა სია, რომლის საფეხბურთო ხუთეული ასეთია: ლეო მესი „ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ლიდერმა 2018 წელს 111 მილიონი ამერიკული დოლარი გამოიმუშავა. ამ თანხიდან 84 მილიონი ხელფასი და პრემიაა, ხოლო 24 მილიონი სხვადასხვა...
რონალდუ პირველია, მარადონა – მეორე
ყველა-ყველა, მაგრამ მადრიდის „რეალმა“ ნებისმიერი ღონისძიების გამართვა მეფურად იცის. აგერ, ედენ აზარის პრეზენტაციას იმდენი ხალხი დაესწრო, სერიოზულ ნაკრებებს ოფიციალურ შეხვედრებზეც რომ ენატრებათ. ესპანელმა ჟურნალისტებმა მყისვე ამოქექეს პირველი ათეული იმ ფეხბურთელებისა, ვისმა პრეზენტაციამაც ყველაზე დიდი აუდიტორია შეკრიბა. 1. კრიშტიანუ რონალდუს სანახავად „სანტიაგო ბერნაბეუს“ 2009 წელს 75 000 ფანი მიაწყდა. თითქმის ანშლაგი იყო, რადგან სტადიონი სულ...
ზიდანი რეალს ჩაძირავს?
უმაგრესი ფეხბურთელი იყო. ყველა დროის საუკეთესო ხუთეულზე არ ვიდავოთ და ათეულში კი ყველა შეიყვანს… არც მწვრთნელობაშია ჯაბანი: სამჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება კითხვის ნიშნებს კი ხსნის, მაგრამ ზუსტად მანდ ჩნდება მაგრამები… ზიდანი „რეალში“ სუპერმწვრთნელის სტატუსით, სუპერხელფასით, ფლორენტინო პერესის სუპერთხოვნებით და სუპერუფლებების გარანტიით დაბრუნდა. მერე? იფრინა გუნდმა? ვინმე დააფრთხო? აპრილიდან მოყოლებული, გუნდმა ზიდანის ხელმძღვანელობით ოთხჯერ წააგო, სულ...









