კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლა მოულოდნელი და ხმაურიანი გამოდგა. ახლა ზოგი მისგან ტიტულებს ელის, ზოგიც ამბობს, ასაკშია და ვერაფერს გახდებაო. მაგრამ მის ნისლიან ალბიონზე დაბრუნებას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მიზეზი ჰქონია – კრიშტიანუ ბრიტანეთში თავისი სასტუმროების იმპერიის გაფართოებას აპირებს. მანჩესტერის პიკადილი გარდენსის რაიონში უკვე იწყება 27 მილიონგირვანქიანი მდიდრული სასტუმროს მშენებლობა, რომელიც 2023 წელს დასრულდება. ეს სასტუმრო...
ჭდე: კრიშტიანუ რონალდუ
როი კინი: კრიშტიანუ მანჩესტერს ტიტულს ვერ მოაგებინებს
„მანჩესტერ იუნაიტედის“ ლეგენდა როი კინი ფიქრობს, რომ კრიშტიანუ რონალდუ თავის ახალ-ყოფილ გუნდს პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულს ვერ მოაგებინებს. მანკუნიანელთა დიდი კაპიტანი ამბობს, რომ ოლე გუნარ სულშერმა მიზნად ფეხბურთის ასოციაციისა და ლიგის თასების მოგება უნდა დაისახოს და არა ჩემპიონობა. 36 წლის პორტუგალიელის „ოლდ ტრეფორდზე“ დაბრუნების შესახებ ლაპარაკისას კინმა „სქაი სპორტის“ ეთერით ასე თქვა: „ვფიქრობ, რონალდუს დაბრუნება „იუნაიტედისთვის“,...
იუვემ რონალდუსშემდგომი ცხოვრება მარცხით დაიწყო
„იუვენტუსმა“ კრიშტიანუ რონალდუს შემდგომი ცხოვრება სენსაციური მარცხით დაიწყო — „ბებერმა ქალბატონმა“ შინ, სერია A-ში ახალდაბრუნებულ „ემპოლისთან“ 0:1 წააგო. პორტუგალიელის „მანჩესტერ იუნაიტედში“ გადასვლის მეორე დღეს, „იუვემ“ ემპოლელი ლეონარდო მანკუზოს მიერ პირველი ტაიმის 21-ე წუთზე გატანილ გოლს ვერ უპასუხა. ტურინელთა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ თქვა, რომ მისმა ფეხბურთელებმა რონალდუს წასვლაზე ფიქრს თავი უნდა დაანებონ და ყურადღება მოიკრიბონ, რათა...
მამობილის ზარი
კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედში“ მამობილის, სერ ალექს ფერგიუსონის ზარმა დააბრუნა. ლეგენდარულმა მწვრთნელმა მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელს გუშინ დილით დაურეკა და როგორც ინგლისური პრესა წერს, ემოციური ლაპარაკით გეზი შეაცვლევინა — პორტუგალიელმა „მანჩესტერ სიტის“ ნაცვლად „მანჩესტერ იუნაიტედში“ ამოჰყო თავი. „ოლდ ტრეფორდზე“ მას კვირაში 480 000 გირვანქას გადაუხდიან. ახლა ირკვევა, რომ სერ ალექსამდე რონალდუსთვის თანამემამულეს, „იუნაიტედის“ ვარსკვლავ ბრუნო ფერნანდეშსაც...
აურევს რონალდუ სიტის?
კრიშტიანუ რონალდუ კვირაში 510 000 გირვანქას ითხოვს. ამ შემთხვევაში ის „მანჩესტერ სიტიში“ ითამაშებს. „სანი“ კი წერს, რომ თუ ქალაქელები მას ასეთ ხელფასს დაუნიშნავენ, გუნდში შეიძლება უკმაყოფილება დაიწყოს. შედარებისთვის, ბელგიელი ვარსკვლავი კევინ დე ბრუინი კვირაში 385 000 გირვანქას იღებს. შემდეგ მოდიან რაჰიმ სტერლინგი (კვირაში 300 000), ჯონ სტოუნზი (250 000) და ჯეკ გრილიში (230 000). გაზეთი აგრეთვე წერს, რომ რონალდუს „იუვენტუსიდან“...
მენდეში – ტურინში, რონალდუ – სიტიში?
კრიშტიანუ რონალდუს აგენტი ჟორჟე მენდეში ტურინში ჩაფრინდა „იუვენტუსის“ ბოსებთან მოსალაპარაკებლად. მენდეშის მიზანია, ტურინელები რონალდუს უფასოდ გაშვებაზე დაიყოლიოს, ანაც ტრანსფერში მოთხოვნილი 25 მილიონი ევრო მნიშვნელოვნად შეამცირებინოს. დიდი მკითხაობა არაა საჭირო – ერთადერთი კლუბი, რომელიც 35 წლის პორტუგალიელით სერიოზულად არის დაინტერესებული, „მანჩესტერ სიტი“ გახლავთ. ინგლისელები მზად არიან, რონალდუს ორწლიანი კონტრაქტი გაუფორმონ და წლიურად 15 მილიონი ევრო უხადონ.
კეინის ხელფასი კვირაში 100 ათასით იზრდება
„ტოტენჰემ ჰოთსპური“ ჰარი კეინს ხელფასს კვირაში 100 000 გირვანქით უზრდის. ასე აღნიშნავს ლონდონელთა თავმჯდომარე დენიელ ლევი ინგლისის ნაკრების კაპიტნის კლუბში დარჩენას. მის „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლაზე ლაპარაკი დასრულდა. კეინმა გუშინ განაცხადა, რომ ერთი წლით „სფურზში“ რჩება. მან ტვიტერით განსაკუთრებული მადლობა მიუძღვნა გულშემატკივარს. „ვულვზთან“ მოედანზე რომ გავედი, ტრიბუნიდან თქვენმა გულთბილმა შეხვედრამ გადამწყვეტი როლი ითამაშაო. თანამედროვე ინგლისური ფეხბურთის...
კეინი იბრძვის, დრო გადის
ჰარი კეინმა „ტოტენჰემის“ ხელმძღვანელობას ისევ გამოუცხადა, რომ დაჟინებით სურს „მანჩესტერ სიტიში“ გადასვლა, ლონდონელები კი მას აბრკოლებენ. დრო გარბის. ინგლისში სატრანსფერო ფანჯარა ექვს დღეში იხურება, „სფურზის“ თავმჯდომარე დენიელ ლევი კი 150 მილიონ გირვანქას კაპიკს არ აკლებს. გულშემატკივარმა შეიძლება თქვას, კეინმა „ვულვერჰემპტონთან“ შეხვედრაში ხომ დათმო პოზიციები, ხომ შევიდა მოედანზე, განა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის გუნდში...
რონალდუც პარიზში?
ფრანგული პსჟ-ის პრეზიდენტმა ნასერ ალ-ხელაიფიმ მშვენივრად უწყის, რომ კილიან მბაპე ახალ კონტრაქტს ხელს არ მოაწერს და მომავალ ზაფხულს თავისუფალი აგენტის სტატუსით მიაშურებს მადრიდის „რეალს“. თურმე ნუ იტყვით და ალ-ხელაიფის მბაპეს შემცვლელი უკვე შეუგულებია – კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელს „იუვენტუსთან“ კონტრაქტი სწორედ 2022 წლის ზაფხულში უმთავრდება. ფეხბურთელმა კი გამოთქვა ტურინში 2024 წლამდე დარჩენის მზადყოფნა, მაგრამ თუ მსუყე...
რა ღირს მესის ცრემლი?
არგენტინელი ფენომენის ბარსელონური ეპოქა ცრემლებით და სამუდამო სიყვარულის მტკიცებით დასრულდა. რაღაც უცხო განცდა დაგვეუფლა. ამ ცრემლებამდე მაინც გვჯეროდა, რომ საწაული მოხდებოდა. ეს ჩვენ და აბა, წარმოიდგინეთ ახალგაზრდა თაობა, რომელსაც მესი და „ბარსელონა“ ცალ-ცალკე არც უნახავს. ლეოს წასვლით გადაიფარა კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მოვლენა: გასული სეზონის დასრულებასთან ერთად მესიმ გადალახა მილიარდ დოლარიანი ბარიერი – ის გახდა მეოთხე...









