„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა 2022 წლის ივნისში თავისუფალი აგენტი ხდება. კლუბს და პირადად ოლე გუნარ სულშერს ძალიან უნდათ ფრანგის დატოვება, მაგრამ აქამდე მოლაპარაკებები პრობლემურად მიმდინარეობდა. შესაძლოა, ამიერიდან მოლაპარაკების მაგიდასთან კლიმატი გაუმჯობესდეს – პოგბა იმდენად აღაფრთოვანა „ოლდ ტრაფორდზე“ კრიშტიანუ რონალდუს ფეერიულმა დაბრუნებამ, გუნდში დარჩენის სურვილი გაუჩნდა. ჯერ გადაწყვეტილი არაფერია და პოგბაც კვლავინდებურად შედის „რეალის“ სატრანსფერო...
ჭდე: კრიშტიანუ რონალდუ
ჰოლივუდის სადარი დაბრუნება
კრიშტიანუ რონალდუს „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებას დიდი ხმაური ახლდა. იყვნენ ისეთებიც, ვისაც ეჭვი ეპარებოდა. ისინი ფიქრობდნენ, რომ პორტუგალიელის დებიუტი ამხელა აჟიოტაჟის შესაფერისი ვერ იქნებოდა და შაბათ საღამოს გარდაუვალი იმედგაცრუების წამს ელოდნენ, მაგრამ მათ რონალდუ არ ცოდნიათ. მსოფლიო ფეხბურთის დიდმა ვარსკვლავმა ჰოლივუდის დარი საღამო ოსკაროსნის ბრწყინვალებით დაამშვენა — „ნიუკალს იუნაიტედის“ კარში პირველი ორი გოლი შეაგდო და ფრთაშესხმულ...
რონალდუს დებიუტი 18 წლის წინ
დღეს, „მანჩესტერ იუნაიტედში“ დაბრუნებული კრიშტიანუ რონალდუს დებიუტს ელოდებიან და 2003 წლის ამბავს იხსენებენ, როდესაც 18 წლის პორტუგალიელმა პირველად ითამაშა ამ კლუბის მაისურით „ბოლტონის“ წინააღმდეგ. იმ თამაშში რონალდუმ კამერუნელ ერიკ ჯემბა-ჯემბასთან ერთად შედგა მოედანზე ფეხი. ჯემბა-ჯემბაც პირველად თამაშობდა მანჩესტერული გუნდის სახელით. ჯემბა-ჯემბა დღეს 40 წლის არის და იგონებს: „კრიშტიანუს და მე „ბოლტონთან“ ერთად გვქონდა დებიუტი. იმ...
რონალდუს პირველი ვარჯიში მანჩესტერში
კრიშტიანუ რონალდუ „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქერინგტონის საწვრთნელ ცენტრს დაუბრუნდა. მან, ირლანდიასთან მიღებული ყვითელი ბარათის გამო, წუხელ აზერბაიჯანისა და პორტუგალიის ნაკრებთა შეხვედრა გამოტოვა და საკლუბო საქმეებს მიხედა. ქერინგტონში, სადაც კრიშტიანუმ ბოლოს 2009 წელს ივარჯიშა, მთავარი ცვლილება ის იყო, რომ მას სერ ალექს ფერგიუსონის ნაცვლად ყოფილი თანაგუნდელი ოლე გუნარ სულშერი შეეგება. სანამ 36 წლის ვარსკვლავი სანაკრებო თამაშების პერიოდში...
გაზს ფეხი აუშვი, კრიშტიანუ!
სუპერმანქანების მოყვარული კრიშტიანუ რონალდუ ინგლისის იმ სოფელში, სადაც მისი ახალი, მდიდრული სახლ-კარი მდებარეობს, საათში 20 მილზე (32 კმ/სთ) სწრაფად ვერ იქროლებს. ასეთია შეზღუდვა. 36 წლის პორტუგალიელი ვარსკვლავი მანჩესტერში წინა კვირას ჩავიდა და 6 მილიონად შეფასებულ აგარაკზე დასახლდა. სოფელს, სადაც რონალდუს და არა მარტო მისი მდიდრული საცხოვრებელი მდებარეობს, საკმაოდ ფართე გზა სდევს საიმისოდ, რომ სწრაფი ტარების...
კრიშტიანუ მანჩესტერშია და დაბინავდა
ფეხბურთის მეგავარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ მანჩესტერში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა და მრავალ მილიონად ღირებულ საცხოვრებელ კომპლექსში დაბინავდა. აეროდრომზე მას „იუნაიტედის“ წარმომადგენლები და დაცვის სამსახური დახვდნენ. თვითმფრინავიდან ის პირდაპირ აგარაკისკენ გაეშურა, რომელისაც შვიდი საძინებელი აქვს. მდიდრულ კომპლექსში აგრეთვე შედის მაღალი ტექნოლოგიებით მოწყობილი ფიტნესის კომპლექსი, საცურაო აუზი და ჯაკუზი. ეს კრისს შინაც მისცემს ვარჯიშის და დასვენების შესაძლებლობას. მას შეეძლება...
რონალდუ გინესის რეკორდსმენია
მოგეხსენიბათ, კრიშტიანუ რონალდუს დუბლმა პორტუგალიას მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ მატჩში ირლანდიასთან 2:1 მოაგებინა. ეს 36 წლის ფორვარდის 110-ე და 111-ე სანაკრებო გოლები იყო. რონალდუმ მსოფლიოს რეკორდი დაამყარა, რაც “გინესის რეკორდების წიგნშიც” აისახა და ფეხბურთელს სპეციალური სერტიფიკატი გადაეცა. “მადლობა გინესის რეკორდების წიგნს. სასიამოვნოა, როცა მსოფლიოს რეკორდსმენად გაღიარებენ. ახლა უფრო შთამბეჭდავი რიცხვების მიღწევას შევეცდები” — განაცხადა თავად ფეხბურთელმა....
დიადი კრიშტიანუ!
ეს 36 წლის კაცი მართლა არ უნდა იყოს ჩვეულებრივი ადამიანი. პორტუგალიელმა დიადმა, კრიშტიანუ რონალდუმ ირლანდიასთან მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ შეხვედრაში მე-15 წუთზე პენალტი ვერ გაიტანა (მეკარემ აუღო), შემდეგ მისი გუნდი 0:1-ს აგებდა, მაგრამ მან 89-ე და 90+6 წუთზე მაინც გაიტანა ორი თავური გოლი და თავისი ქვეყნის ნაკრებს 3 ქულა მოუტანა. და რაც მთავარია, კრიშტიანუ რონალდუ სანაკრებო...
ფორმით, მაგრამ უნომრო
„მანჩესტერ იუნაიტედმა“ გამოაქვეყნა პირველი ფოტოები, სადაც კრიშტიანუ რონალდუ თავისი ახალი-ძველი კლუბის ფორმაშია ჩაცმული, თუმცა ამ ფოტოთაგან ფეხბურთელის ნომერი ერთზეც არ ჩანს. პორტუგალიელი ვარსკვლავი „ოლდ ტრეფორდზე“ „იუვენტუსიდან დაბრუნდა — „ოცნებათა“ თეატრი მან 2009 წელს დატოვა, როდესაც „რეალში“ გადავიდა. რატომ არ გადაიღეს რონალდუ ზურგიდან ისე, რომ ნომერი გამოჩენილიყო? საქმე ის არის, რომ მანჩესტერული კლუბი პრემიერლიგისგან მისთვის 7...
რა დააშავა რონალდუმ?
რატომ გაუშვეს ტურინიდან კრიშტიანუ რონალდუ? სამი წლის წინ ასე ზარზეიმით მიღებულ პორტუგალიელს კონტრაქტით კიდევ ერთი წელი უნდა ეთამაშა „იუვენტუსში“. 2023 წლამდე დარჩენაზეც იყო თანახმა, მაგრამ დაუნანებლად გაასხვისეს იმაზე იაფად, ვიდრე მოსკოვის ცეესკამ ვლაშიჩი. რა მოხდა? რა დააშავა რონალდუმ? არც არაფერი. სამ სეზონში 101 გოლი დიდებული მაჩვენებელია. მაგრამ, მოდით მოვლენები მაქსიმალურად ნეიტრალურად შევაფასოთ: 27 აგვისტოს მასიმილიანო...









