არ არის ეს ბიჭი ბუნებით სკანდალისტი, მაგრამ მუდმივად ყურაღების ცენტრშია და მის მიერ ნათქვამი თითოეული სიტყვა ათგვარად იშიფრება… ამჯერადაც დიდი არაფერი. რონიმ სოცქსელში ფოტო დადო საკუთარი „როლს-როისის“ფონზე და მიაწერა: „გადაწყვეტილების მიღების დღე“. მაშინვე წავიდა ხმები: „რა გადაწყვეტილების? კარიერას ასრულებს თუ ნაკრებიდან მიდის? იქნებ ფეხბურთიდან?“. ბოლოს მეტ-ნაკლებად დამაჯერებელი ინფორმაცია გაჩნდა. ხმები კრიშტიანუ რონალდუს პსჟ-ის ფორვარდ მაურო...
ჭდე: კრიშტიანუ რონალდუ
მესიმ რონალდუს აჯობა!
ლეო მესის და კრიშტიანუ რონალდუს დაპირისპირებას ბოლო არ უჩანს. უკვე დიდი ხანია, რაც არგენტინელს და პორტუგალიელს მხოლოდ ფეხბურთში აღარ აჯიბრებენ ერთმანეთს. ვისაც არ ეზარება ათას უაზრობას ითვლის. ლამისაა ისიც კი დათვალონ, რომელს მეტი ვაშლი ან ბანანი აქვს ნაჭამი. ამ დღეებში ცნობილი გახდა, რომ მესიმ რონალდუს ინსტაგრამზე ლაიქების რეკორდი მოუხსნა. „ბარსელონას” კაპიტანმა „კოპა ამერიკა” მოიგო და...
ჰოლანდი და კრიშტიანუ
ერლინგ ჰოლანდი, რომელიც 21 ივლისს 21 წლისა ხდება, დიდი კლუბების ინტერესის საგანია. იტალიურმა გაზეთმა „ლა რეპუბლიკამ” გაავრცელა ცნობა, რომ ნორვეგიელის შეძენა „იუვენტუსსაც” სურს. გაზეთი წერს, რომ ის ტურინში 36 წლის დიდი ვარსკვლავის, პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდუს შემცვლელად ესახებათ. რონალდუს” კონტრაქტს „ბებერ ქალბატონთან” ვადა 2022 წლის ზაფხულში ეწურება. „შპორტ ბილდის” თქმით კი იმავე ზაფხულს, ჰოლანდის „დორტმუნდისგან” გამოსყიდვის...
რა უნდა ბარსას გასახდელში კრიშტიანუს?
მართლაცდა, რა დარჩენია „ბარსელონას” საწვრთნელ ცენტრში, რომელსაც ჟოან გამპერის სახელობის სპორტული ქალაქი ჰქვია, წლების მანძილზე კატალონიური გუნდის მთავარ გამღიზიანებელ კრიშტიანუ რონალდუს? მას, არაფერი. აი, ესპანურმა გაზეთმა AS-მა კი ერთ-ერთ ფოტოზე შეამჩნია, რომ „გამპერის ცენტრის” კედელზე მიკრულ ქაღალდზე მისი ლოგოა გამოსახული. დანარჩენი კი უკვე ზუმის ამბავი იყო. გაირკვა, რომ კედელზე „ბარსელონას” ფეხბურთელების საყურადღებოდ გამოკრულია ციტატა: „კრიშტიანუს...
შიკის გოლი და სხვა საუკეთსოები
ევრო 2020-ზე საუკეთესო გოლის ავტორად პატრიკ შიკი დაასახელეს. ჩეხმა თავდამსხმელმა შოტლანდიასთან ჯგუფური ეტაპის შეხვედრაში მოენდნის შუიდან გაიტანა. შიკის გუნდი უკვე იგებდა 1:0-ს, როდესაც „ლევერკუზენის” მოთამაშემ 45,4 მეტრიდან გადაუგდო ბურთი თავზე მეკარე დევიდ მარშალს, რომელსაც უკან თავქუდმოგლეჯილმა გაქცევამ ვეღარ უშველა. ამ გოლმა სქოთები მორალურად გატეხა და შეხვედრა დასრულდა კიდეც 2:0. მეორე გოლად დაასახელეს ფრანგი პოლ პოგბას...
დღე უკანასკნელი, დღე პირველი
ლეო მესის არგენტინამ ანხელ დი მარიას ერთადერთი გოლით დაამარცხა ბრაზილია და „კოპა ამერიკის“ დიდი თასი აღმართა. ეს მესის პირველი სანაკრებო ტიტულია და პირველი დღე, როცა ამ რანგში დადის. სამაგიეროდ, სულ სხვა სიტუაცია აქვს კრიშტიანუ რონალდუს, რომელიც ჯერაც ევროპის მოქმედი ჩემპიონია, სანამ არბიტრი იტალია-ინგლისის ფინალის დასრულებისას არ ჩასტვენს. ფეხბურთის ორი გენიოსი კონტინენტური პირველობების გამარჯვებულთა სახელს მხოლოდ...
სარი: ჩემპიონები რომ გახდნენ არც კი გაუხარდათ
მაურიციო სარი 2019-20 წლების სეზონში „იუვენტუსს” წვრთნიდა. მიუხედავად იმისა, რომ გუნდი იტალიის ჩემპიონი გახდა, სარი სეზონის ბოლოს თანამდებობიდან მოხსნეს. ახლა ის „ლაციოს” უდგას სათავეში. „სპორტიტალიისთვის” მიცემულ ინტერვიუში მწვრთნელმა კრიშტიანუ რონალდუსთან თანამშრომლობის პერიოდი გაიხსენა. მან თქვა: „კრიშტიანუს ხელმძღვანელობა იოლი საქმე არ არის. ის მრავალფუნქციური კომპანიასავითაა. მას უამრავი პირადი ინტერესი აქვს, არადა ამ დროს საჭიროა გუნდთან ერთად...
რონი ალბათ დარჩება
კრიშტიანუ რონალდუს შესახებ თუ არ იჭორავა, რით შეიქციოს თავი საფეხბურთო სამყარომ? აგერ, ხან თქვეს „მანჩესტერში“ ბრუნდებაოო, ხანაც მოურინიო „რომაში“ ელისო, ეს კიდევ ადგა და… – მზად ვარ, გუნდში კიდევ ერთი წლით, ანუ 2022 წლის ივნისამდე დავრჩე, – შეუთვალა კრიშტიანუმ საკუთარი აგენტის, ჟორჟე მენდეშის პირით „იუვენტუსის“ ბოსებს. აბა, მათ რაღა უნდა ჰქონდეთ საწინააღმდეგო? წინა სეზონში ხომ...
კარგად არტყამს კრიშტიანუ ჯარიმებს თუ ცუდად?
90-იანი წლების ცნობილმა ინგლისელმა თავდამსხმელმა იან რაიტმა კრიშტიანუ რონალდუს ფენომენალურ ჯარიმებს მითი უწოდა — ევრო 2020-ის მერვედფინალში, სადაც პორტუგალიამ ბელგიასთან 0:1 წააგო, რონალდუმ სტანდარტული მდგომარეობიდან კვლავ ვერ გაიტანა. პორტუგალიელთა ლიდერმა თამაშზე დიდი გავლენაც ვერ იქონია, თუმცა საჯარიმო დარტყმით თავის გამოჩენის შესაძლებლობა ორჯერ მიეცა. რაიტმა, რომელიც ITV-ს ექსპერტად იყო მიწვეული, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშის ჯარიმებზე ასე...
ბოთლი ესროლეს, კაცი შეუვარდა, ლუდით გაწუწეს
კრიშტიანუ რონალდუს ბუდაპეშტში, საფრანგეთის ნაკრებთან შეხვედრის დროს ჯერ ტრიბუნიდან „კოკა-კოლას” ბოთლი ესროლეს, შემდეგ კი მოედანზე მაყურებელი შევარდა და დაცვას მოუხდა მისი დაკავება. რონალდუს აგრეთვე დააყარეს პლასტიკატის ჭიქები, როდესაც მან „ლურჯებს” მეორე პენალტი გაუტანა — პორტუგალიისა და საფრანგეთის შეხვედრა დასრულდა 2:2. ორივე გუნდი მერვედფინალში გავიდა. პორტუგალიის ნაკრები კვირას, 27 ივნისს, სევილიაში ბელგიას ეთამაშება, საფრანგეთი კი ორშაბათს,...









