ჭდე: იუვენტუსი

Home იუვენტუსი
ჩანაწერი

რემზი ბებერ ქალბატონს ეძლევა

ინგლისში გავრცელდა ხმა, რომ აარონ რემზი ზაფხულში „იუვენტუსში” გადავა და ამ ამბავს ერთ კვირაში გამოაცხადებენ. უელსელი ნახევარმცველი იტალიის ჩემპიონთან ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. მისი გასამრჯელო კვირაში 200 000 გირვანქა ანუ 221 219 ევრო იქნება. იტალიური „სქაის” ცნობით, „ბებერი ქალბატონი” ტრანსფერის ამბავს „მილანთან” იტალიის სუპერთასის მატჩის შემდეგ გამოაცხადებს. სუპერთასის შეხვედრა 16 იანვარს არის დანიშნული. 28 წლის...

ჩანაწერი

საახალწლო ბომბარდირი

„კრიშტიანუ რონალდუს გაჩერება შეუძლებელია”, — წერს „გაძეტა დელო სპორტი”. „იუვენტუსის” პორტუგალიელმა თავდამსხმელმა „სამპდორიას” ორი გოლი გაუტანა (2:1) და ბომბარდირთა დავაში საახალწლოდ პირველ ადგილზე გადავიდა. ახლა მას 14 გოლი აქვს გატანილი, აქედან 4 პენალტით. მეორე ადგილზე სწორედ „სამპდორიას” პოლონელი ფორვარდი კშიშტოფ პიატეკი მოდის. მას ერთი გოლით ნაკრები აქვს გატანილი, რომელთაგან ორი პენალტია. გაზეთი შეგვახსენებს, რომ მსოფლიოს...

ჩანაწერი

მესის მე უფრო ვჭირდები

— ლეო მესისთან პაექრობა ხომ არ გენატრებთ? — ჰკითხეს „გაძეტა დელო სპორტისა” და „კორიერე დელო სპორტის” ჟურნალისტებმა კრიშტიანუ რონალდუს. „ცოტათი ალბათ მენატრება, — უპასუხა მან, — კარიერის განმავლობაში მე ვთამაშობდი პორტუგალიაში, ინგლისში, ესპანეთში, ახლა იტალიაში ვარ. ის კი ესპანეთიდან არ გასულა. ასე რომ შესაძლებელია მას უფრო ვჭირდები მე, ვიდრე მე ის. ჩემთვის ცხოვრება გამოწვევაა. მიყვარს...

ძვირი კრიშტიანუ
ჩანაწერი

ძვირი კრიშტიანუ

მართალია, რომ კრიშტიანუ რონალდუ ზაფხულში კინაღამ „მილანის” ფეხბურთელი გახდა? მასიმილიანო მირაბელის მტკიცებით, სწორედაც ასე იყო. მირაბელი კი ივლისამდე მილანელთა სპორტული დირექტორი გახლდათ. მან „ტელელომბარდიასთვის” მიცემულ ინტერვიუში თქვა: „რონალდუსთან და მადრიდის „რეალთან” ყველაფერი მოგვარებული იყო, მაგრამ ტრანსფერი არ შედგა. ის „მილანმა” ჩაშალა. ბოლო წამს კლუბმა მითხრა, რომ პორტუგალიელის გადმოსაყვანად ფული არ ჰყოფნიდა”. შესაბამისად, მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო...

სერხიო რამოსის ორი დოპინგი
ჩანაწერი

სერხიო რამოსის ორი დოპინგი

გერმანული გამოცემა „შპიგელი” „ფუტბოლ ლიკსზე” დაყრდნობით ავრცელებს ცნობას, რომ „რეალის” კაპიტანმა სერხიო რამოსმა შესაძლოა ორჯერ დაარღვია ანტიდოპინგის წესები. ერთი თამაში, რომელმაც ეჭვი გამოიწვია გახლდათ ჩემპიონთა ლიგის 2017 წლის ფინალი „იუვენტუსთან” (4:1), ხოლო მეორე ესპანეთის ჩემპიონატის მატჩი „მალაგასთან” (2:1). „იუვენტუსთან” შეხვედრის შემდეგ რამოსის შარდში დექსამეტაზონი აღმოუჩენიათ. ამ ნივთიერებას ანთების საწინააღმდეგო თვისება აქვს და ის ჩვეულებრივ წამლებშია,...

დღეს მანჩესტერი საცობში არ მოხვდება
ჩანაწერი

დღეს მანჩესტერი საცობში არ მოხვდება

დღეს ჩემპიონთა ლიგაში „მანჩესტერ იუნაიტედი” „იუვენტუსს” მასპინძლობს და ამ თამაშის წინ ჟოზე მოურინნიუს გუნდმა სასტუმრო შეცვალა. არა, აქ კარგად და ცუდად დაცდა არაფერ შუაშია. საქმე ის არის, რომ წინა ტურში, როდესაც მანჩესტერელები „ვალენსიას” ხვდებოდნენ, ისინი სასტუმროდან „ოლდ ტრეფორდისკენ” გზაზე ანუ თავიანთ ქალაქში თავად მოხვდნენ ისეთ საცობში, რომ სტადიონზე დარეკვა და თამაშის გვიან დაწყება მოუხდათ. ამის...

რონალდუ დაჯილდოების ცერემონიალზე არ ჩავა
ჩანაწერი

რონალდუ დაჯილდოების ცერემონიალზე არ ჩავა

დღეს, ლონდონში ფიფას გალა წარმოდგენაა — საუკეთესო ფეხბურთელის დაჯილდოება. და ცნობილი გახდა, რომ შოუში მონაწილეობას არ მიიღებს კრიშტიანუ რონალდუ. პორტუგალიელის არჩასვლის მიზეზი ოფიციალურად, სუფთა სპორტულია: მის გუნდს, „იუვენტუსს” კვირას სტუმრად „ფროზინონესთან” ჰქონდა თამაში, რომელიც 2:0 მოიგო, ხოლო ოთხშაბათს ის „ბოლონიას” მასპინძლობს. ასეთ დატვირთულ გრაფიკში მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო მოთამაშეს ლონდონში ჩასაფრენად დრო აღარ რჩება. „იუვენტუსმა” არგუმენტის...

კრიშტიანუ, სერ ალექსი და ფუჭი ფინტები
ჩანაწერი

კრიშტიანუ, სერ ალექსი და ფუჭი ფინტები

კრიშტიანუ რონალდუმ გაიხსენა, როგორ აუკრძალა სერ ალექს ფერგიუსონმა „მანჩესტერ იუნაიტედში” თამაშის წლებში ზედმეტი ფინტების კეთება, კერძოდ კი ბურთზე ფეხის ბევრჯერ გადატარება. „სანი” წერს, რომ სერ ალექსისთვის რონალდუ მის 26 წლიან ეპოქაში ალბათ ყველაზე ძვირფასი მარგალიტი იყო, რომელიც ლეგენდარულ მწვრთნელს გამორჩევით უყვარდა. პორტუგალიელი ვარსკვლავი „მანჩესტერ იუნაიტედში” ლისაბონის „სპორტინგიდან” 2003 წელს გადავიდა. მაშინ ის 18 წლისა იყო...

რონალდუ მარსიდან ვერ ჩამოვიდა
ჩანაწერი

რონალდუ მარსიდან ვერ ჩამოვიდა

„იუვენტუსში” კრიშიანუ რონალდუს დებიუტი სასწაულის გარეშე შედგა. პორტუგალეილმა გოლი ვერ გაიტანა, რასაც „ბებერი ქალბატონის” ფანები ასე ელოდნენ. ეს მოხდა ვერონაში, სადაც ტურინელებმა „კიევოს” 3:2 მოუგეს. იტალიურ პრესას აშკარად დაეტყო, რომ სერია A-ს პირველი ტურის მატჩში მსოფლიოს ხუთგზის საუკეთესო ფეხბურთელისგან გოლს ელოდა, თუმცა იყო დადებითი შეფასებებიც. მაგალითად ასეთი: „ფაქტია, რომ კრიშტიანუ რონალდუმ ვერ გაიბრწყინა, მაგრამ ის შესამჩნევი...

ChristiAMO, ამბობენ ტურინში
ჩანაწერი

ChristiAMO, ამბობენ ტურინში

უკვე ერთი თვეა, რაც კრიშტიანუ რონალდუ „რეალიდან” „იუვენტუსში” გადავიდა, რასაც დიდი აჟიოტაჟი და ეიფორია მოჰყვა. ტურინელთა მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი ამ ეიფორიას კარგად ხედავს და ამბობს: „ძალიან კარგია გულშემატკივრები რომ ოცნებობენ, მაგრამ ჩვენ ფეხებით მყარად უნდა ვიდგეთ მიწაზე”. ხვალ, 18 აგვისტოს რონალდუთი გაძლიერებული „იუვე” პირველად წარდგება იტალიური და მსოფლიო აუდიტორიის წინაშე — სერია A იწყება! „ბებერი...