კრიშტიანუ რონალდუ „იუვენტუსმა” ოფიციალურად წარადგინა. პრეზენტაციაზე 33 წლის ფეხბურთელი თავის ყოფილ კლუბს, „რეალს” დიდად არ გამოეტირა. რონალდუ: „სულაც არ ვდარდობ „რეალი” რომ დავტოვე. მე მადრიდში ფანტასტიკური კარიერა მქონდა, მაგრამ ის დამთავრდა და ახლა ჩემი ცხოვრების ახალი ეტაპი იწყება”. „ბებერმა ქალბატონმა” „რეალს” პორტუგალიელში საბოლოოდ 112 მილიონი ევრო უნდა გადაუხადოს. ფეხბურთელის კონტრაქტი 2022 წლამდეა ძალაში. მისი ხელფასი...
ჭდე: იუვენტუსი
რონალდუმ ფიატის მუშები აღაშფოთა
„იუვენტუსის” გულშემატკივრებს შესაძლოა ძალიანაც უხარიათ, მაგრამ „ფიატის” მუშებს კრიშტიანუ რონალდუს მადრიდიდან ტურინში გადაბარგება აღიზიანებთ — ეს ინფორმაცია ესპანურმა AS-მა გაავრცელა. გაზეთი ამბობს, რომ „იუვენტუსი” რონალდუს სანაცვლოდ „რეალს” 220 მილიონ ევროს გადაუხდის. მოგეხსენებათ, საავტომობილო კონცერნ „ფიატის” მეპატრონე „იუვენტუსის” პრეზიდენტი ანდრეა ანიელია. „იგუაინი არ ეყოფოდათ, ახლა კრიშტიანუ რონალდუს ყიდულობენ? — გაბრაზდა მავანი ჯერარდო ჯანონე, რომელიც „ფიატის” იმპერიაში...
AS საათებს ითვლის
„კრიშტიანუ რონალდუს „რეალიდან” „იუვენტუსში” გადასვლას თითოეული საათი აახლოვებს”, — წერს ესპანური გაზეთი AS. მისივე ცნობით პორტუგალიელ ვარსკვლავს იტალიურ კლუბთან უკვე რამდენიმე კვირაა წვრილმანებიც კი შეთანხმებული აქვს და უახლოეს დღეებში ვარაუდობს იტალიაში გადაბარგებას. ერთადერთი, რაც ამ საქმის დასრულებას აკლია კლუბებს შორის მოლაპარაკება გახლავთ. „ბებერმა ქალბატონმა” მადრიდელებს თავდამსხმელის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო შესთავაზა, „თეთრებს” კი როგორც ჩანს...
პაპარაცებმა გამოიჭირეს
ალვარო მორატა, რომელიც გასულ ზაფხულს „ჩელსიმ” 65 მილიონ გირვანქად იყიდა, პაპარაცებმა „იუვენტუსის” სპორტულ დირექტორ ფაბიო პარატიჩისთან ერთად მილანში გამოიჭირეს. ესპანელი შარშან „რეალში” ცოტას მათამაშებენო და ლონდონში გაიქცა, მაგრამ პირველი პრემიერლიგური სეზონი ჩაუვარდა და ეტყობა ახლა სერია A-ში ეძებს შვებას. ამბობენ, რომ მორატათი „მილანიც” არის დაინტერესებული, მაგრამ 25 წლის თავდამსხმელს „იუვეში” ორი წარმატებული სეზონი აქვს გატარებული და...
ალეგრი ინგლისურის მასწავლებელთან დადის
რას არ გაიგებს ბრიტანული პრესა: „იუვენტუსის” თავკაცი მასიმილიანო ალეგრი გამალებით სწავლობს ინგლისურს. იტალიელმა მწვრთნელმა პრემიერლიგაში გადასვლის ინტერესი დაუფარავად ჯერ კიდევ მარტში გამოთქვა. ამბობენ, რომ 50 წლის სპეციალისტის მთავარი ვარიანტი „არსენალში” გადასვლაა, მაგრამ „ჩელსიც” გვარიანად აქტიურობს. ინგლისური გაზეთები წერენ, რომ ალეგრი ერთ ტაქტიკურ სქემას მიჯაჭვული კაცი არ არის და პრემიერლიგაში არც ოთხმცველიანი გუნდის გამოყვანა გაუჭირდება და...
პირლო: პენალტი? ალბათ, იყო.
„რეალისა” და „იუვენტუსის” მეოთხედფინალური მატჩის ბოლო წამზე ტურინელთა კარში დანიშნული პენალტის გამო დავა-კამათი გრძელდება. ამ პენალტის წყალობით მადრიდელები ნახევარფინალში გავიდნენ, სადაც მათ „ბაიენთან” მოუწევთ დაპირისპირება. რამდენად სამართლიანად დანიშნა ინგლისელმა მსაჯმა მაიკლ ოლივერმა ჯანლუიჯი ბუფონის კარში თერთმეტმეტრიანი დარტყმა? ეს კითხვა „იუვენტუსისა” და „მილანის” ყოფილ ფეხბურთელს, იტალიური ფეხბურთის ვეტერანსა და ვარსკვლავს, ჩემპიონთა ლიგის ორგზის მფლობელსა და მსოფლიოს...
იყო თუ არა პენალტი?
ინგლისელი მსაჯი მაიკლ ოლივერი ჩემპიონთა ლიგის უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი მომენტის ცენტრში აღმოჩნდა. მან „რეალისა” და „იუვენტუსის” შეხვედრის ბოლოწამს „რეალის” სასარგებლოდ დანიშნა პენალტი, რომლის წყალობითაც მადრიდელები ნახევარფინალში გავიდნენ. ოლივერმა წესების დარღვევად ჩათვალა მედი ბენატიას აქტიურობა ლუკას ვასკესის წინააღმდეგ, შემდეგ კი მისი გადაწყვეტილების ემოციურად გაპროტესტების გამო მოედნიდან ჯანლუიჯი ბუფონი გააძევა; უფრო ზუსტი იქნება თუ ვიტყვით, რომ ვეტერანსა...
ალეგრიმ იტალიაში თავი ამოწურა
„იუვენტუსის” მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ განაცხადა, რომ როდესაც ტურინიდან წავა, შემდეგ სამსახურს იტალიის გარეთ მოძებნის. ალეგრი „იუვეში” 2014 წლიდან მუშაობს, სადაც ზედიზედ სამჯერ შეასრულა დუბლი ანუ გახდა როგორც ჩემპიონი ასევე თასის მფლობელი. ინგლისურ გაზეთებს მოჰყავთ მისი სიტყვები, რომ სანამ ნაკრების სათავეში ჩადგომაზე დაფიქრდება, ხუთ-ექვს წელიწადს ჯერ კიდევ საკლუბო ფეხბურთში გაატარებს. „უეჭველად უცხოეთში წავალ, — თქვა იტალიელმა...
რეალი vs იუვენტუსი. ბილეთები აღარ არის!
ის, რომ „რეალისა” და „იუვენტუსის” შეხვედრაში „სანტიაგო ბერნაბეუზე” ნემსის ჩასავარდნი ადგილი არ დარჩებოდა, კენჭისყრისთანავე გასაგები იყო, მაგრამ გაკვირვება ბილეთების გაყიდვის დრომ გამოიწვია: ინტერნეტ-სალარო ორშაბათს დილის 10 საათზე გაიღო და… 10 საათსა და 8 წუთზე გასაყიდად აღარაფერი გახლდათ დარჩენილი. მადრიდის სტადიონზე 81 044 ადგილია. აქდეან 4 000 ბილეთი ტურინში წავიდა. „იუვეს” ფანები ჩრდილოეთ ტრიბუნაზე მოთავსდებიან. უბილეთოდ...
შჩესნიმ ტოტენჰემი გააშაყირა
როდესაც „იუვენტუსის” სათადარიგო მეკარე ვოიცეხ შჩესნი მატჩის შემდეგ „უემბლიზე” გასახდელებში შედიოდა, ტრიბუნაზე „ტოტენჰემის” ნირწამხდარ ფანებს ახედა და ჟესტით ანიშნა, თავი მაღლა ასწიეთ, გული არ გაიტეხოთო. შჩესნის ასეთი ირონია გასაკვირი არ არის, ის კარგა ხანს „არსენალში” თამაშობდა, „არსენალი” და „ტოტენჰემი” კი ჩრდილო ლონდონში ერთმანეთს გადაკიდებული მეზობლები არიან. ლაპარაკია „ტოტენჰემ ჰოთსპურისა” და „იუვენტუსის” ჩემპიონთა ლიგის მეორვედფინალურ შეხვედრაზე,...








