ჭდე: ირანის ნაკრები

Home ირანის ნაკრები
ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის
ჩანაწერი

ირანი შოლოიცკვინტლეში მიდის

ირანელი თავდამსხმელი სარდარ აზმოუნი, რომელიც არაბთა გაერთიანებული საემიროების „შაბაბ ალ ალჰიში“ თამაშობს ნაკრების განაცხადში არ შეიყვანეს. სავარაუდო მიზეზი: მან მარტში დაპოსტა ფოტო, რომელიც საემიროების მმართველ რაშიდ ალ მაქთუმთან ერთად აქვს გადაღებული. შეგახსენებთ, რომ ირანი აშშ-სა და ისრაელთან ომობს. კონფლიქტის მსვლელობისას ირანელებმა დაბომბეს საემიროებიც ანუ მათთვის ეს ქვეყანაც მტრულია. აზმოუნს ნაკრების შემადგენლობაში 91 შეხვედრაში 57 გოლი...

გრილიშმა ფრთები 11 წლის ბიჭუნასთვის გაშალა
ჩანაწერი

გრილიშმა ფრთები 11 წლის ბიჭუნასთვის გაშალა

ინგლისელმა თავდამსხმელმა ჯეკ გრილიშმა პირობა აასრულა — მსოფლიოს ჩემპიონატზე გატანილი თავისი პირველი გოლი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბიჭუნას მიუძღვნა. ყატარი 22-ის მეორე დღეს ინგლისელებმა ირანს 6:2 მოუგეს. „მანჩესტერ სიტის” ვარსკვლავი შეხვედრაში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 1966 წლის მსოფლიოს ჩემპიონთა ბოლო გოლი გაიტანა. ეს გახლდათ ინგლისის ნაკრების საუკეთესო სტარტი მსოფლიოს ჩემპიონატებზე. რაც შეეხება 11 წლის ბავშვს, მას...

ცოტა ფეხმძიმე ქალიშვილი
ჩანაწერი

ცოტა ფეხმძიმე ქალიშვილი

ირანის ნაკრების პორტუგალიელი მწვრთნელი კარლუშ კეირუში განრისხდა, რადგან მისი გუნდისა და მისი სამშობლოს გუნდის შეხვედრაში მსაჯმა კრიშტიანუ რონალდუ მოედნიდან არ გააძევა. რომ გაეძევებინა, პორტუგალიის ეროვნული გუნდი, რომელსაც კეირუში როგორც პატრიოტი წესით უნდა გულშემატკივრობდეს, მერვედფინალში მთავარი ვარსკვლავის გარეშე დარჩებოდა, მაგრამ დიდი მატჩის ოხშივარში გახვეული მწვრთნელისთვის ეს, როგორც ჩანს, სულერთი იყო. „როდესაც ფეხბურთელი მეტოქეს იდაყვს ურტყამს, ის...

ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით
ჩანაწერი

ვიდეორეფერის გადაწყვეტილებით

ესპანეთისა და ირანის ნაკრებთა შეხვედრის 63-ე წუთზე ირანელმა საეიდ ეზატოლაჰიმ გოლი გაიტანა, მაგრამ ის არ ჩათვალეს. მიზეზი: თამაშგარე მდგომარეობა. თუმცა, ყველაფერი ისე სწრაფად და დინამიკაში მოხდა, რომ ვიდეორეფერის ანალიზი გახდა საჭირო. მომენტს განსაკუთრებული დრამატულობა იმან შესძინა, რომ ირანელმა ფეხბურთელებმა მსაჯებისკენ არც კი გაიხედეს, არც კი დაუნახავთ მათი გოლი ეჭვქვეშ რომ იდგა და თავაწყვეტილები ზეიმობდნენ. ეპიზოდის...

ლიდერისგან ძღვნად სერ ალექსს
ჩანაწერი

ლიდერისგან ძღვნად სერ ალექსს

ირანის ნაკრების პორტუგალიელმა მწვრთნელმა კარლუშ კეირუშმა მისი გუნდის მიერ მაროკოს კარში მსაჯის წამატებულ დროში გატანილი გოლი თავის ყოფილ შეფს სერ ალექს ფერგიუსონს მიუძღვნა. ვისაც ირანელთა გოლი არ ახსოვს: ის კომპენსირებული დროის ბოლო წუთზე გავიდა, ამას კი ინგლისში „ფერგის დროში” გატანილს ეძახდნენ. მიზეზი: ფერგიუსონის ეპოქაში „მანჩესტერ იუნაიტედს” ბევრჯერ შეუგდია ასე — დიდი მწვრთნელის შთაგონებული გუნდი ყოველთვის ბოლომდე...

ტრამპმა ირანის ნაკრებს ფეხზე გახადა
ჩანაწერი

ტრამპმა ირანის ნაკრებს ფეხზე გახადა

მსოფლიოს ჩემპიონატის დაწყებამდე ორიოდ დღე დარჩა, ირანის ნაკრებს კი შეჩვეული და მორგებული „ნაიკის” ბუცები გახადეს. და ვინ იზამდა ამას თუ არა რადიკალური ნაბიჯებით ცნობილი და ცოტაც ექსცენტრული აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი. ხუმრობის გარეშე: კარლუშ კეირუშის გუნდს პარასკევს პეტერბურგში მაროკოსთან თამაში აქვს, „ნაიკმა” კი გამოაცხადა, რომ მასთან თანამშრომლობას ვეღარ აგრძელებს. მიზეზი: ტრამპის ადმინისტრაციამ გადაწყვიტა 2015 წელს...