ჭდე: იოანე იაშაღაშვილი

Home იოანე იაშაღაშვილი
ლომებთან 25-ე ჯახისთვის
ჩანაწერი

ლომებთან 25-ე ჯახისთვის

17 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2024 წლის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩს გამართავს. „ავჭალაზე“, 16 საათზე ბორჯღალოსნებისა და ესპანელი „ლომების“ რიგით 25-ე მატჩი დაიწყება. წინა 24 მატჩიდან 20 ქართველთა გამარჯვებით დასრულდა, 3 თამაში ესპანეთის ნაკრებმა მოიგო და ერთიც ფრედ დასრულდა. ამ სტატისტიკიდან გამომდინარე იკვეთება, რომ ესპანეთი სულაც არაა სერიოზული მეტოქე, მაგრამ სინამდვილე სულ...

საფრანგეთში ქართველებს ვეღარ აჩერებენ
ჩანაწერი

საფრანგეთში ქართველებს ვეღარ აჩერებენ

გასული კვირის ბოლო ქართველ მორაგბე ლეგიონერთათვის უაღრესად ნაყოფიერი გამოდგა. საფრანგეთის ორ ელიტურ ლიგაში 24-მა ჩვენებურმა ითამაშა და, მათგან ერთს პროფესიონალთა შორის დებიუტი ჰქონდა და გარდა ამისა, ორივე ლიგაში ჯამში 5 ქართული ლელო დაფიქსირდა. ტოპ 14 ტურის სასტარტო მატჩში „სტად ფრანსემ“ „ბორდოს“ სტუმრად 30:26 მოუგო და პარიზელთა ამ წარმატებაში თავისი სოლიდური წვლილი ახალგაზრდა ბორჯღალოსანმა სერგო აბრამიშვილმაც...

ევროპული რაგბის ფრანგული დომინაცია
ჩანაწერი

ევროპული რაგბის ფრანგული დომინაცია

გასულ უქმეებზე სარაგბო ევროპამ მორიგი ციკლი დაასრულა და ისევე, როგორც შარშან, ორივე საკლუბო ტურნირი ფრანგული კლუბების გამარჯვებით დასრულდა. სასიამოვნოა, რომ ქართველი მორაგბე წლეულსაც გახდა ერთ-ერთი თასის მფლობელი. ჩემპიონთა ლიგა ვინაიდან ფინალებს დუბლინი მასპინძლობდა, მთავარი ევროთასის მოგების მთავარ პრეტენდენტად სწორედაც დუბლინური „ლენსტერი“ მოიაზრებოდა. ესეც რომ არა, ირლანდიური სუპერგუნდი მშვენიერ ფორმაში იყო და მას ფავორიტად ბუქმეიკერებიც მიიჩნევდნენ....

ბრძოლა ახლა იწყება
ჩანაწერი

ბრძოლა ახლა იწყება

საფრანგეთის რანგით მეორე ლიგა პრო დ2-ში რეგულარული სეზონი დასრულდა და გაირკვა იმ გუნდების ვინაობა, რომლებიც ნაციონალ ლიგაში გავარდნენ, ასევე ცნობილი გახდა, ვინ იბრძოლებს ტოპ 14-ში მოხვედრისთვის. პირველ-მეორე ადგილებზე „მონ-დე-მარსანი“ და „ბაიონი“ გავიდნენ და ეს გუნდები ტოპ 14-ის საგზურისთვის გასამართ პლეი-ოფში მეორე წრიდან ჩაერთვებიან. მომდევნო ოთხეული კი პლეი-ოფის სტადიაში პირველივე ეტაპიდან ჩაებმება. კერძოდ,  „ოიონაქსი“ „კოლომიეს“ უმასპინძლებს,...

ქართული პირველი ხაზი
ჩანაწერი

ქართული პირველი ხაზი

პრო დ2-ის მე-7 ტურში ქართველებს თავი არაფრით გამოუჩენიათ, მაგრამ ერთი-ორი საინტერესო მომენტი მაინც დაფიქსირდა. ასე, მაგალითად, „გრენობლის“ შემადგენლობაში „ბეზიესთან“ საშინაო მატჩის (19:21) დასკვნითი 17 წუთი მასპინძელთა შერკინების პირველი ხაზი სრულად ქართველებისგან შედგებოდა, თანაც მთელი ეს დრო სტუმართა შორისაც იყო ერთი ჩვენებური პირველხაზელი ფორვარდი. ალპელთა სასტარტო შემადგენლობაში მარცხენა ბურჯი ლუკა გოგინავა იყო, ვისაც მე-15 წუთზე ტვინის...

სტარტზე ცხრა ჩვენებური
ჩანაწერი

სტარტზე ცხრა ჩვენებური

პრო დ2-ის ახალი რეგულარული სეზონი საფრანგეთის ბასკეთში გაიხსნა, სადაც ადგილობრივმა „ბაიონმა“ „აჟენს“ უმასპინძლა და იოლად, 37:16 დაამარცხა, ბონუსიც მიიღო და როგორც მოგვიანებით გაირკვა, სასტარტო ტურის შემდეგ გათამაშების ცხრილში ერთპიროვნულად გალიდერდა. ამ შეხვედრაში მონაწილეობა ერთადეთმა ქართველმა მიიღო – ეროვნული ნაკრების წამყვანი მეორეხაზელი კოტე მიქაუტაძე 50-ე წუთზე ჩაერთო თამაშში. კიდევ ერთმა მოქმედმა ბორჯღალოსანმა „ბეზიესა“ და „ორიაკის“ შეხვედრაში...

4 ქართველი ტოპ 14-ში
ჩანაწერი

4 ქართველი ტოპ 14-ში

საფრანგეთის მეორე ელიტური ლიგის, პრო დ2-ის ფინალისტმა „ბიარიცმა“ უდრამატულეს მატჩში ტოპ 14-ში ბოლოსწინა ადგილზე გასული „ბაიონი“ დაამარცხა და მრავალწლიანი პაუზის შემდეგ საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში დაბრუნდა. „ბიარიცი“ უდიდესი ტრადიციების კლუბია, რომელიც საფრანგეთის ჩემპიონიც ყოფილა და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელიც. მაგრამ ბოლო წლებში ბასკური კლუბი ფინანსურ და მასთან ერთად სპორტულ კრიზისში იმყოფებოდა. ეს გრძელდებოდა იმ დრომდე,...

იაშაღაშვილი კარკასონში მიდის
ჩანაწერი

იაშაღაშვილი კარკასონში მიდის

ახალი თაობის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქართველი მორაგბე იოანე იაშაღაშვილი მომავალ სეზონს „კარკასონში“ გაატარებს. 2019 წელს, 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატზე იომ ისე მაგრად ითამაშა, რომ ბობოლა ქვეყნების სარაგბო სპეციალისტებმა მას ერთხმად უწინასწარმეტყველეს დიდი მომავალი. იაშაღაშვილი ტურნირის სიმბოლურ ნაკრებშიც შეიყვანეს. ჩემპიონატის შემდეგ იო საფრანგეთის ტოპ-14-ის „ბაიონში“ ჩაირიცხა და პირველივე სეზონში გუნდის შემადგენლობაში 3 მატჩი ჩაატარა, თან სამივე –...