ჭდე: დიეგო მარადონა

Home დიეგო მარადონა
მარადონას ნეაპოლელი ვაჟი: მაკტომინეი იესოა!
ჩანაწერი

მარადონას ნეაპოლელი ვაჟი: მაკტომინეი იესოა!

„მამაჩემის შემდეგ სკოტ მაკტომინეი „ნაპოლის’’ ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.  ჩვენ ნეაპოლში დიეგოს სახით ღმერთი გვყავდა, მაკტომინეი კი იესოა’’, – თქვა დიეგო მარადონას ვაჟმა დიეგო უმცროსმა. შოტლანდიელი მაკტომინეი „ნაპოლიში’’ 2024 წელს „მანჩესტერ იუნაიტედიდან’’ გადავიდა და მისი სახით კერპების ყოლისადმი მიდრეკილმა ნეაპოლელებმა როგორც ჩანს თაყვანისცემის ახალი ობიექტი იშოვეს. ქალაქში, კედლებზე ახლა მისი მურალებია. მაკტომინეი 29 წლისაა. მან...

მესი ყველა დროის საუკეთესოდ დაასახელეს
ჩანაწერი

მესი ყველა დროის საუკეთესოდ დაასახელეს

შვეიცარიაში, კერძოდ ლოზანაში ფუნქციონირებს ორგანიზაცია სახელწოდებით IFFHS, რომელიც მართალია ფიფას სტრუქტურული ნაწილი არ არის, მაგრამ მსოფლიო ფეხბურთის მმართველი ორგანიზაცია მას აღიარებს. ეს გახლავთ ფეხბურთის ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელმაც სცადა ისტორიაში საუკეთესო ათი ფეხბურთელი გამოეთვალა და შედეგები 19 მაისს გამოაქვეყნა. ხსენებული რეიტინგი IFFHS-მა შეადგინა იმის მიხედვით, თუ რა გავლენა მოახდინეს ფეხბურთელებმა სხვადასხვა მოვლენებზე, რა...

კვარა დიეგოს მურალს გამოეთხოვა
ჩანაწერი

კვარა დიეგოს მურალს გამოეთხოვა

ხვიჩა კვარაცხელია ნეაპოლში დიეგო მარადონას მურალს დაემშვიდობა. ის ქალაქის ესპანურ კვარტალში გავიდა, სადაც კედელზე ცნობილი „პიბე დე ოროა’’ გამოხატული და საფრანგეთში გამგზავრების წინ ასე გამოათხოვა „ნაპოლის’’. ქართველ ფეხბურთს უახლოეს საათებში პარიზში სამედიცინო შემოწმებისთვის ელოდებიან. ის „პარი სენ ჟერმენთან’’ ხუთწლიან კონტრაქტს გააფორმებს. ბოლო ცნობების თანახმად მისი ხელფასი ახალ კლუბში იქნება წელიწადში 9 მილიონ ევროს პლუს ბონუსები....

პელე: ან ისიც ავტობუსში ამოვიდეს ან მე წავალ
ჩანაწერი

პელე: ან ისიც ავტობუსში ამოვიდეს ან მე წავალ

1982 წლის მსოფლიოს ჩემპიონმა იტალიელმა მარკო ტარდელიმ  ფეხბურთის ისტორიაში ორი უდიდესი ფუიგურის პელესა და მარადონას ცხოვრებიდან სასეირო ეპიზოდი გაიხსენა. ეს ამბავი კიდევ ერთი გამორჩეული ვარსკვლავის მიშელ პლატინის გამოსათხოვარი მატჩის დღეს მოხდარა. როდესაც შეხვედრის მონაწილენი სტადიონზე წასასვლელად ავტობუსში ავიდნენ, გვერდით ლიმუზინი გაჩერდა რომელშიც დიეგო მარადონა იჯდა. არგენტინელი სარბიელზე წასვლას სხვებთან ერთად კი არა, ცალკე, მდიდრული ავტომობილით...

მართალი დიეგო
ჩანაწერი

მართალი დიეგო

დიეგო მარადონას გარდაცვალებიდან სამი წლის შემდეგ იტალიის საკასაციო სასამართლომ მიიღო აპელაცია, რომელიც ეხება გადასახადებიდან თავის არიდების საქმეს. საუბარია თანხაზე, რომელიც სადღეისოდ 37 მილიონ ევრომდე გაიზარდა. ამიერიდან საბოლოო განაჩენი მეორე ხარისხის რეგიონული საგადასახადო კომისიის ხელშია, თუმცა მარადონას ოდინდელი ვექილი ანჯელო პიზანი ამბობს, რომ საქმე უკვე დახურულად შეიძლება ჩაითვალოს. უმაღლესმა სასამართლომ ამასწინანდელი ვერდიქტოთ დაადასტურა 2021 წლის გადაწყვეტილება,...

ცრვენა ზვეზდა — მარადონას პირველი გუნდი
ჩანაწერი

ცრვენა ზვეზდა — მარადონას პირველი გუნდი

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი დიეგო მარადონა იმ გენიოსთაგანი იყო, რომელზეც მსოფლიოს ნებისმიერი გუნდის გულშემატკივარი ოცნებობდა. Pibe de Oro-მ ანუ ოქროს ბიჭუნამ ითამაშა „არხენტინოს ხუნიორსში”, „ბოკა ხუნიორსში”, „ბარსელონაში”, „ნაპოლიში”, „სევილიასა” და „ნიუელს ოლდ ბოიზში”, ახლახან კი აღმოჩნდა, რომ მას ცხოვრებაში კიდევ ერთი გუნდის ფორმა სცმია. ეს გახლავთ ვილია ფიორიტოს „ესტრელა როხა” (წითელი ვარსკვლავი). ვილია...

დიეგოს გენი ნეაპოლში
ჩანაწერი

დიეგოს გენი ნეაპოლში

არგენტინაში თამაშობს ასეთი ფეხბურთელი: ერნან ლოპეს მუნიოსი. ის 2000 წელს არის დაბადებული, ნახევარმცველია და „რივერ პლეიტს” „გოდოი კრუსში” ჰყავს იჯარით გაშვებული. ეს გუნდი არგენტინული ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში გამოდის, მეცხრე ადგილზეა, ერნან ლოპესი კი როგორც ამბობენ ყოჩაღობს და მისი შეძენით „ნაპოლია” დაინტერესებული. ერნან ლოპესი დიეგო მარადონას დის შვილიშვილია. არ არის გამორიცხული, რომ აურელიო დე ლაურენტისის ცნობისწადილს...

ოსიმენი როგორც მარადონა
ჩანაწერი

ოსიმენი როგორც მარადონა

ვიქტორ ოსიმენი ტრავმას იშუშებს. „ფრანს ფუტბოლის” გამოკითხვით მსოფლიოს მე-8 ფეხბურთელი „ნაპოლიმ” ოჯახური პრობლემების მოსაგვარებლად ნიგერიაში გაუშვა, მის შესახებ კი ჟურნალისტებს ქვეყნის ნაკრების მწვრთნელი ჟოზე პესეირუ ელაპარაკა. „შეუძლებელია იმის დაჟინება, რომ ოსიმენი სამუდამოდ „ნაპოლიში” დარჩება, — თქვა პესეირუმ, — დღეს ის ბედნიერია. ვინაიდან „ნაპოლის” ჩემპიონობას არავინ ელოდა, ამ გუნდთან ერთად გამარჯვება „მილანთან”, „ინტერთან” ან „მანჩესტერ სიტისთან”...

რომის პაპი: საბრალო ბიჭი იმ ხალხის თვალწინ დაეცა, რომელიც…
ჩანაწერი

რომის პაპი: საბრალო ბიჭი იმ ხალხის თვალწინ დაეცა, რომელიც…

რამდენიმე დღის წინ ლეო მესი მერვედ დააჯილდოვეს „ფრანს ფუტბოლის” ოქროს ბურთით. ეს უნიკალური წარმატებაა, რომელიც არგენტინელის გულშემატკივრებს ხელ-ფეხს უხსნის რათა თავიანთ კერპს ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი უწოდონ. მერვე ტიტული მესის ძირითადად 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონობამ მოუტანა. მუნდიალის შემდეგ, რამდენიმე თვეში, 36 წლის ვარსკვლავი „პარი სენ ჟერმენიდან” „ინტერ მაიამიში” გადაბარგდა და ევროპელი გულშემატკივრის მხედველობის არიდან მიიმალა....

ბელინგემი: მარადონასთან შედარება გადაჭარბებულია
ჩანაწერი

ბელინგემი: მარადონასთან შედარება გადაჭარბებულია

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურის შეხვედრა „ნაპოლისა” და „რეალს” შორის სტუმრებმა 3:2 მოიგეს. მადრიდელთა სამი გოლიდან ორიში მონაწილეობა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელმა, 20 წლის ინგლისელმა ჯუდ ბელინგემმა მიიღო. მან ვინისიუსს საგოლე პასი მიაწოდა, თავად კი დრიბლინგით გაიტანა გოლი, რომელმაც შედარებების მოყვარულთ დიეგო მარადონას 1986 წლის შედევრი მოაგონა. „ასეთი შედარება გადაჭარბებულია, — თქვა ნახევარმცველმა, — რაც...