ჭდე: ბექა გორგაძე

Home ბექა გორგაძე
ბრივის არშემდგარი გმირობა
ჩანაწერი

ბრივის არშემდგარი გმირობა

შემოდგომის ტესტების მოთავების შემდეგ საფრანგეთის მთავარ სარაგბო ლიგაში მე-11 ტური გაიმართა. ტოპ 14-ის მორიგი უიქ-ენდი 14 ქართველი მორაგბის მონაწილეობით წარიმართა და მართალია, ქულა არც ერთ მათგანს დაუგროვებია, მაგრამ სტატისტის როლით თითქმის არავინ შემოფარგლულა. ლიდერი „ტულუზისა“ და „ბრივის“ მატჩი კი გამორჩეულად საინტერესო გამოდგა. სტუმართა სასტარტო შემადგენლობაში სოსო ბეკოშვილი იყო და უნდა აღინიშნოს, რომ მთელი პირველი ნახევრის...

23 ქართველი ბორდოში
ჩანაწერი

23 ქართველი ბორდოში

როგორც იქნა, „შემოდგომის ერთა სერიაში“ საქართველოს ნაკრების ჩართვის დროც დადგა. „მსოფლიო რაგბის“ მესვეურთა ძალისხმევით და „ექვსი ერის“ ხელშეწყობით, პლანეტის 10 უძლიერეს ნაკრებს ფიჯი, იაპონია და საქართველოც მიამატეს და ეს ნაკრებები ტესტ-მატჩებს ხსენებული სერიის ეგიდით მართავენ. ბორჯღალოსნებს ამ სერიის დაწყება სხვებთან ერთად არ გამოუვიდათ, რადგან სამოას ნაკრებს თბილისში ჩამოსვლა პანდემიური მიზეზების გამო ვერ მოუხერხდა და გასულ...

19 ქართველი და პაპიძის პირველი
ჩანაწერი

19 ქართველი და პაპიძის პირველი

ქართული ლელოს გარეშე არც ტოპ 14-ის მორიგ ტურს ჩაუვლია. „ლა როშელის“ ბურჯმა გურამ პაპიძემ „ბიარიცთან“ შეხვედრის 63-ე წუთზე თავისი გუნდის რიგით მე-6 ლელო გაიტანა, რომელიც პირადად მისთვის პირველი გახლდათ საფრანგეთის უმთავრეს სარაგბო ლიგაში. 24 წლის პაპიძე ჩემპიონთა თასის ფინალისტს ზაფხულში შეუერთდა, ფრანგული კარიერის დასაწყისში „ლიონის“, მომდევნო სამი წელი კი პრო დ2-ის „ნევერის“ ღირსებას იცავდა, რომლის...

ვიდრე ფანჯარა დაიხურება…
ჩანაწერი

ვიდრე ფანჯარა დაიხურება…

სარაგბო საფრანგეთში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარა 1 ივლისს დაიხურება და ტოპ 14-ის კლუბები გამალებით ცდილობენ 2021-2022 წლების სეზონისთვის შემადგენლობები ბალასტისგან, ანუ უსარგებლო მოთამაშეებისგან გაათავისუფლონ და სასრუველი ხალხით გაძლიერდნენ. ქართველი მორაგბეები ორივე კატეგორიაში აღმოჩნდნენ. ჯერ იყო და 29 წლის ბორჯღალოსანმა მეორეხაზელმა კოტე მიქაუტაძემ აწ უკვე პრო დ2-ში გავარდნილ „ბაიონთან“ ადრე გაცხადებულ 2-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი, ხოლო მისი...

დუდუ და პერპინიანი
ჩანაწერი

დუდუ და პერპინიანი

საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის პირველ ელიტურ დივიზიონ ტოპ 14-ში რეგულარული სეზონი დასრულდა, ხოლო პრო დ2-ში ჩემპიონი გამოვლინდა. რეგულარული „ტულუზმა“ მოიგო, ხოლო მეორეზე „ლა როშელი“ გავიდა – პარალელურად ჩემპიონთა თასის მფლობელი და ფინალისტი. ცნობისთვის, ესენი იმ იშვიათ ფრანგულ კლუბთაგანნი არიან, რომლებშიც არცერთი ქართველი მორაგბე არ ირიცხება და პლეი-ოფში მეორე წრიდანაც სწორედ ეს გუნდები ჩაებმებიან. პლეი-ოფის პირველ წრეში...

ბექა გორგაძე პოში
ჩანაწერი

ბექა გორგაძე პოში

საქართველოს ნაკრების მესამეხაზელი ბექა გორგაძე საფრანგეთის ტოპ-14-ის ერთი კლუბიდან მეორეში გადაბარგებას უახლოვდება. ფრანგულ პრესაში გამოქვეყნდა ბორჯღალოსანთა ერთ-ერთი ლიდერის კომენტარი სავარაუდო ტრანსფერის შესახებ. ბექას თქმით, „ბორდოსთან“ სამწლიანი თანამშრომლობა ზაფხულში თავდება და ის კარიერას დიდი ალბათობით „პოში“ გააგრძელებს. „ეს კლუბი ჩემი ტრავმის გამო ძალიან ფრთხილობდა, მაგრამ სამედიცინო შემოწმება გავიარე და ყველაფერი რიგზეა. ნოემბერში, ირლანდიასთან მატჩში გაწყვეტილი ჯვარედინი...

ჯალაღონია აღარ ხუმრობს
ჩანაწერი

ჯალაღონია აღარ ხუმრობს

საფრანგეთის პრო დ2-ის რეგულარული ჩემპიონატის 28-ე ტურში თორნიკე ჯალაღონიამ „ორიაკთან“ საშინაო შეხვედრის მიმდინარეობაში გარდატეხა შეიტანა და საბოლოოდ მისმა „ბიარიცმა“ 28:26 იმარჯვა, რამაც ბასკურ კლუბს პლეი-ოფის პირველ წრეში მასპინძლის სტატუსი გაუნაღდა. მატჩში ერთბაშად შვიდმა (!) ქართველმა მიიღო მონაწილეობა. მასპინძელთაგან ჯალაღონია და ლუკა აზარიაშვილი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ, ხოლო უშანგი ჭეიშვილი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო. ორიაკელთა სასტარტოშიც ორი...

ჩანაწერი

მაინც გაფრინდნენ…

ეს იყო ფიჯისა და საქართველოს მორაგბეთა ნაკრებების მეხუთე შეხვედრა და კუნძულელებმა მეოთხედ გვაჯობეს – 38:24. მართალია, ფიჯის ნაკრების ბოლო ოფიციალური მატჩი შარშან, 16 ნოემბერს „ბარბაროსების“ წინააღმდეგ ჰქონდა; მართალია, ზაფხულში თავკაცად დანიშნულ ვერნ კოტერს გუნდის საჭესთან პირველი თამაში ჰქონდა; მართალია, ფიჯელთა 23-კაციან სამატჩო განაცხადში 9 (!) დებიუტანტი იყო; და რაც მთავარია, მართალია, ფიჯის ნაკრებისა და სტაფის...

აკა-შოუ ქუთაისში
ჩანაწერი

აკა-შოუ ქუთაისში

ძნელი გასახსენებელია, ბოლოს ასე როდის ისიამოვნა რაგბის ქართველმა გულშემატკივარმა ბორჯღალოსნების თამაშით. ქუთაისში სწორედ ასე მოხდა. პირთამდე გავსებულ „აია არენაზე“ საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ბელგიას უმასპინძლა და 78:6 მოუგო, პუბლიკას 12 ერთი მეორეზე ეფექტური ლელო აჩუქა და რაც მთავარია, ლაღი, შემტევი და ლამაზი რაგბი ითამაშა – ზუსტად ისეთი, როგორიც ლეგენდარული ნუგზარ ძაგნიძის ხსოვნას შეეფერება, ვის სახელსაც ქუთაისური...

ბელგიასთან – ახალი კაპიტნით და ორი დებიუტანტით
ჩანაწერი

ბელგიასთან – ახალი კაპიტნით და ორი დებიუტანტით

დღეს, 22 თებერვალს, ქუთაისის „აია არენაზე“ დიდი რაგბია – საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები „რაგბი ევროპის“ 2020  წლის ჩემპიონატის მე-3 ტურის მატჩს გამართავს, მეტოქე ბელგიის ნაკრები იქნება. წლევანდელი „მეორე ექვსი ერი“ ძალიან მოულოდნელად და სენსაციურადაც კი ვითარდება. თავად განსაჯეთ: ერთპიროვნულ ლიდერ საქართველოს თუ არ ჩავთვლით, ცხრილში დიდი არეულობაა. მეორე ადგილზე ტურნირზე წლეულს დაბრუნებული პორტუგალიის ნაკრებია,ხოლო მესამეზე...